დასკვნები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

დასკვნები

ტყის ხანძარი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ბუნებრივი ან ხელოვნურად გამოწვეული არაკონტროლირებადი წვა, რომელიც კლიმატური პირობებისა და გარემოს ფაქტორების (ცხელი ამინდი, წვის მასალით მდიდარი ტყე, ქარი, ცეცხლის წყარო) დამთხვევის შედეგად წარმოიქმნა; მოკლე დროის განმავლობაში ხანძარი მასშტაბურ თვითგანვითარებად სისტემად იქცევა, იძენს ცეცხლის განვითარების მექანიზმებს (ტყის მასალის წვის მაღალი ტემპერატურა, ქარი, გადახურებული ჰაერის აღმავალი ნაკადები, ხანძრის ფრონტის წინ მიმავალი ცხელი ჰაერი) და დამაზიანებელ ფაქტორებს (ღია ცეცხლი, თბური რადიაცია, წვის ტოქსიკური პროდუქტები, კვამლი და სხვ.).
ტყის ხანძრებს ყოველთვის ახასიათებს: ფრონტი, ზურგი, ფლანგები და ცეცხლის პირი. ფრონტი მაღალი ცეცხლის სახით ვრცელდება, ფლანგებზე და ზურგში ცეცხლის პირი დაბალ ხანძარს წარმოადგენს.
ნებისმიერი ტყის ხანძრის კონფიგურაცია ცვალებადია და დამოკიდებულია რელიეფზე; ქარის მდგომარეობაზე და სიძლიერეზე; ტყის ფართობზე არსებული საწვავი მასალის რაოდენობაზე და ხარისხზე, ბუნებრივ და ხელოვნურ ზღუდეებზე, ე.ი. მას ალბათობის ხასიათი აქვს.
საშუალოდ, ტყის ძლიერი ხანძრების ხანგრძლივობა 10–25 დღე-ღამეს შეადგენს, ამ დროის განმავლობაში ათი და ათი ათასობით ჰექტარი ტყის ფართობი ნადგურდება, იმის მიუხედავად, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ასობით ადამიანი და მრავალი ტექნიკაა ჩართული.
ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზაცია და ტაქტიკა დიდი მოცულობის მოსამზადებელ, მეტად რთულ და მძიმე სამუშაოების ჩატარებას ითვალიაწინებს. ხანძრის ლოკალიზაციის პირველი ეტაპია – ცეცხლის პირზე უშუალო ზემოქმედება; მეორე ეტაპია – ფრონტის წინ გარკვეულ მანძილზე გადამღობი ზოლის გაყვანა, ზურგში და ფლანგებზე – თხრილების ამოთხრა. ლოკალიზაციის შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციას აწარმოებენ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ტყის ძლიერი ხანძრის ქრობა კოლოსალურ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ტყის მასივებში არსებულ პირობებს, რომლებიც აფერხებენ ხანძარ-საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას (გამხმარი ტოტებით, წაქცეული ხეებითა და ჯირკვებით ავსებული ტყე, გადასასვლელი და წყლის წყაროებთან მისასვლელი გზების უქონლობა), ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ემატება წვის დიდი ფართობები, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიის ინტენსიური დაკვამლიანება, ჰაერის წვის ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამლვა, ცეცხლის თბური რადიაციისა და გადახურებული ჰაერის მოქმედება, ქარის მიმართულების უეცრი შეცვლა და ასე შემდეგ. სამუშაოების ჩატარებას ართულებს ისიც, რომ ფორმირებების პირად შემადგენლობას მუშაობა უწევს დაკვამლიანებულ ზონაში და მაღალი ტემპერატურის პირობებში.
დასახლებული პუნქტებისა და ობიექტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების შემთხვევაში აუცილებელი ხდება დიდი რაოდენობის ადამიანების, მათი ქონების, მატერიალური ფასეულობების გადაადგილება ყველა იმ პრობ¬ლემების გათვალისწინებით (ორგანიზაციული, ტექნიკური, ფინანსური, სამედიცინო და ა.შ.), რაც ამას მოჰყვება.
ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალი ასტრონომიულ ციფრებს უახლოვდება, ხშირია ადამიანების მსხვერპლი, იღუპება ცხოველები, ირღვევა ეკოლოგიური ბალანსი, ნადგურდება ფლორა და ფაუნა.
974
    

კომენტარები -
0

რეკლამა