ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზები და განვითარების ეტაპები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზები და განვითარების ეტაპები

ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზები და განვითარების ეტაპები

ტყეში ხანძრების გაჩენის ძირითად მიზეზად ადამიანის საქმიანობა, კერძოდ მისი დაუდევრობა ითვლება (შემთხვევების 80% ადამიანის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევების შედეგია).

ტყის მასივებში მომხდარი ხანძრების ანალიზიდან ჩანს რომ უფრო ხშირად ხანძარი ჩნდება იმ ტყის მასივებში რომლებიც განლაგებულია:
- მათი დამუშავების ადგილებში (ტყის ჭრა);
- დასახლებული პუნქტების მახლობლად;
- რკინიგზის და გზატკეცილების მიმდებარე ტერიტორიებზე;
- მდინარეების და ტბების ნაპირებთან.

რა არის ტყეში ხაძრის გაჩენის ძირითადი მიზეზები?
- ადამიანის საქმიანობა ( ბალახის გადაწვა, ტყის ჭრა, დაუდებრობა);
- გაუმართავი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები;
- ბუნებრივი მოვლენები (ელვა, ჭექა–ქუხილი, მეხის დაცემა);
- ტორფის თვითაალება და ტყის ფართობზე ხანძრის გავრცელება;
- სხვა მიზეზები.

ტყის მასივებში მომხდარი ხანძრები გაჩენის ადგილისაგან დამოუკიდებლად, როგორც წესი, ექვემდებარება განვითარების ერთ სქემას, რომელშიც 4 ძირითად ფაზას გამოყოფენ

ტყის ხანძრების განვითარების რომელ ფაზებს გამოყოფენ?
- ტყეში წვადი მასალების ანთება და ქვედა ხანძრის ფორმირება – აღნიშნული ფაზა ხასიათდება:
ა) წიწვოვან ქვეტყეზე, ნიადაგის ზედა მკვდარ საფარზე (ჩამოცვენილი ფოთლები, წიწვი, ქერქი), ჯირკვებზე და გირჩებზე ცეცხლის მოდებით;
ბ) ნიადაგის ზედა ცოცხალი საფარის (ხავსი, ლიქენი, ბალახი, ბუჩქები) წვით, ხეების ტანის ქვედა ნაწილის ქერქისა და გაშიშვლებული ძირების მოწვით. ორივე შემთხვევაში წვის ტემპერატურა 210–3800C-ს შეადგენს, ხანძრის სიჩქარე 1კმ/სთ–მდე,ხოლო ალის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.
- ქვედა ხანძრის ხარისხობრივი განვითარება – ფაზა ხასიათდება:
ა) ქვეტყეზე, ნაზარდებზე და ხეების ქვედა ტოტებზე ცეცხლის მოდებით. ხანძრის შიდა ნაწილში მიწისზედა საფარის სრული ამოწვით, ხეების ქერქისა და გაშიშვლებული ძირების მნიშვნელოვანი მოწვით;
ბ) ხის ძირებთან ცეცხლის შეღწევით ნიადაგში და მიწიქვეშა (ნიადაგის) ხანძრების განვითარებით. ძლიერი ხანძრის შემთხვევაში ამოწვის სიღრმე 0.5 მეტრზე მეტს აღწევს, საშუალო ხანძრის დროს 0.5 მეტრამდეა, სუსტი ხანძრის დროს კი – 0.25 მეტრამდე;
გ) ძირების ამოწვის შემდეგ ხეები მიწაზე უწესრიგო ვარდნით და ხერგილებს წარმოშობით. ამ შემთხვევაში წვის ტემპერატურა 380–8000C-ს შეადგენს, ხანძრის სიჩქარე 1კმ/სთს აღემატება, ხოლო ალის სიმაღლე 2 მეტრზე მეტს აღწევს.
- ქვედა ხანძრის გადასვლა ზედა ხანძარში – აღნიშნული ფაზა ხასიათდება:
ა) ხეთადგომის ზოლების დაწვით, ნიადაგის მინერალურ ფენამდე ტყის საფარის ამოწვით;
ბ) მოძრავი ერთიანი ცეცხლის კედლის (ტყის საფარიდან ხეების წვეროებამდე) ჩამოყალიბებით. ამ შემთხვევებში წვის ტემპერატურა 900–16000C-ს შეადგენს, ხანძრის სიჩქარე 8 კმ/სთს აღემატება, ხოლო ალის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.
- ქვედა ხანძრის ზოლიდან ცეცხლის მოწყვეტა, ჰაერის ნაკადების გაძლიერება – აღნიშნული ფაზა ხასიათდება:

ცეცხლის შტორმის განვითარებით. ძლიერი ქარის დროს ცეცხლის მოძრაობა ნახტომისებურია. ამ შემთხვევებში წვის ტემპერატურა 900–16000C-ს შეადგენს, ხანძრის სიჩქარე 25 კმ/სთს აღემატება, ხოლო ალის სიმაღლე 5–6 მეტრზე მეტს აღწევს.

კითხვები:
1. ჩამოთვალეთ ტყის ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზები
2. ჩამოთვალეთ ტყის ხანძრების განვითარების ფაზები?
1096
    

კომენტარები -
0

რეკლამა