ფოთის სახანძროს ქრონიკები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ფოთის სახანძროს ქრონიკები

ფოთის სახანძროს ქრონიკები

1921 წელს ფოთის რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით დაარსდა ცეცხლმქრობი რაზმი, რომელსაც საფუძვლად დაედო არსებული ცხენის ტრამვაი (კონკა). რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ინსტრუქციის თანახმად ქალაქის საბჭომ შეიმუშავა წესები „ცეცხლმქრობი რაზმის ჩამოყალიბების შესახებ“.

1921 წელს მოხალისეთა რაზმი შეიქმნა ფოთის ნავსადგურში.

1924 წელს ფოთის ნავსადგურში არსებული მოხალისეთა რაზმი, გარდაიქმნა პროფესიონალურ სახანძრო რაზმად. რომლის შემადგენლობა იყო 18 კაცი. ამ დროისათვის რაზმი აღჭურვილი იყო ოთხთვალა საცხენო ეტლზე მდგარი ორი ხელის ტუმბოთი.

1924 წელს „მასობრივი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკა საქართველოში პირველად გატარდა ფოთში“.

1926 წელს ქალაქის სახანძრო დაცვის ბრძოლის უნარიანობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა „ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოება “ 32 მოხალისის შემადგენლობით.

1927 წელს ნავთსადგურმა მიიღო „ფიატი“ მარკის ავტომანქანა.

1927 წელს რკინიგზის სადგურზე ჩამოყალიბდა პირველი სახანძრო რაზმი.

1929 წლიდან 1931 წლამდე გატარებული რეორგანიზაციის შედეგად ფოთის სახანძრო რაზმი განმტკიცდა და გაძლიერდა როგორც ტექნიკურად ასევე ორგანიზაციულადაც.

1933 წელს ფოთში მიიღეს „ამო“-ს მარკის ავტომანქნები.

1934 წელს ქალაქ ფოთში გაიხსნა 9 თვიანი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკური კურსები.

1942 წლის 3 იანვარს ქალაქის სახანძრო დაცვას გამოეყო მეორე სახანძრო რაზმი რომელიც გადაყვანილ იქნა ნაბადაში. რაზმი დაქომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ერთი ავტოტუმბო მისი სრული შეიარაღებით, რაზმის უფროსი, პოლიტხელი, სამი ყარაულის უფროსი, ათეულის მეთაური, ათეულის მეთაურის თანაშემწე. ოთხი პირველი თანრიგის მებრძოლი, ათი მეორე თანრიგის მებრძოლი, ორი მძღოლი, სამი მეელსმენე, სულ 31 კაცი. რაზმის უფროსს გ.გუნიას დაევალა ბრძანებით რათა შესდგომოდა ნაბადის რაიონის დაცვას, როგორც ხანძრის ქრობას, ისე პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.

1943 წლის იანვრიდან ფოთში შეიქმნა მესამე სახანძრო რაზმი, რომელიც კუნძულის უბანს უწევდა მომსახურებას.

1962 წელს ფოთის ქალაქის სახანძრო დაცვას შეემატა მესამე სახანძრო ნაწილი, რომელიც დროებით იმყოფებოდა ქარხანა „ფოთიელექტროაპარატის“ ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთერთ საამქროში.

1963 წელს მალთაყვის უბანში საფუძველი ჩაეყარა მესამე ნაწილის შენობის მშენებლობას აღმასკომის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე კეცხოველის ქუჩაზე, ამ დროისათვის მესამე ნაწილის საშტატო ერთეული 15 კაცის ოდენობით განისაზღვრებოდა. ამავე დროს მშენებარე ტერიტორიაზე აიგო დროებითი ფიცრული ნაგებობა. სადაც მოთავსებული იყო პირადი შემადგენლობა.

1964 წელს მიღებული იქნა სპეციალური სახელოების სვლის ავტომანქანა ზილ - 157.

1965 წელს დამთავრდა მესამე ნაწილის დეპოს მშენებლობა. ამ დროისათვის ამავე ნაწილს შეიარაღებაში გააჩნდა ორი ავტოცისტერნა.

1966 წელს დაიწყო მესამე ნაწილის ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მშენებლობა, აშენდა ოთხფანჯრიანი სამოსწავლო კოშკი, ასვალტირებული იქნა მოედანი, მოეწყო სხვა ინვენტარ-მოწყობილობები, სადაც ტარდებოდა როგორც საგარნიზონო ისე რესპუბლიკური შეჯიბრებები სახანძრო გამოყენებით სპორტში.

1974 წელს ფოთში შეიქმნა შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ინსპექცია რომლის უფროსად დაინიშნა რეზო ალასანია.

1978 წელს სსზ - ინსპექცია შეიცვალა ქვეგანყოფილებად.

1980 წლისათვის სსზ ქვეგანყოფილების საშტატო ერთეული შეადგენდა ხუთ კაცს (ოთხი ოფიცერი და ერთი მდივან - მემანქანე).
2629
    

კომენტარები -
0

რეკლამა