ტყისა და ტორფის ხანძრები
გვალვიან წლებში ტყისა და ტორფის ხანძარი ძალზე გავრცელებული სტიქიური უბედურებაა. იგი მეურნეობას დიდი ზარალს აყენებს, ხოლო მასთან ბრძოლა თუ კარგად არ არის წინასწარ ორგანიზებული, შეიძლება დაზარალდეს ხანძრის გავრცელების ზონაში მცხოვრები მოსახლეობაც.
ხანძრის გაჩენის მიზეზები მრავალგვარია. ხანძრის გაჩენის ძირთად მიზეზს წარმოადგენს არასერიოზული დამოკიდებულება ცეცხლგამჩენ და ფეთქებად ნივთიერერბებთან. ხანძარი შეიძლება გაჩნდეს აგრეთვე ელვისა, გაუმართავი ელექტროგაყვანილობის, თოვლისა და ტორფის თვითწვისაგან.
სახებიის მიხედვით ხანძარი იყოფა:
ტყის ხანძარი - დაბალი და მაღალი,
მიწიქვესა ხანძარი - ტორფისა და ნიადაგის.
ტყის დაბალი ხანძარი წარმოიშობა წიწვოვანთა, ფოთლოვანი ბუჩქნარების, ნიადაგის ზედაპირის ცოცხალი საფარის (ხავსი, ბალახი), ნახევარადბუჩქნარისა (პატარა ბუჩქნარების) და მკვდარი ნიადაგის საფარის ან საფენის (ჩამოცვენილი ხის ფოთოლი, ხის ტოტები, ხის კანი და სხვ.) წვისაგან, ე.ი. მცენარეებისა და მცენარეული ნარჩენების წვისაგან, რომლებიც უშუალოდ დედამიწაზე 1,5-2მ სიმაღლეზე იმყოფება. ასეთი ხანძრის გავრცელების სისწრაფე დიდი არ არის, ხოლო ძლიერი ქარის დროს 1 კმ/სთ-ია.
დაბალი ხანძარი, თავის მხრივ, არის ჩქარი და მყარი (მდგრადი). ჩქარი ხანძრის დამახასიათებელია მის ნაპირზე მის ნაპირზე ალის ჩქარი გავრცელება, აგრეთვე კვამლი, რომელიც ჩვეულებრივ ნაცრისფერია. ჩქარი ხანძრის დროს ცეცხლის გავრცელება აღწევს რამდენიმე ასეულ მეტრს, ზოგ შემთხვევაში - რამდენიმე კმ/სთ-ში. ჩქარი ხანძრის გავრცელება არათანაბრად მიმდინარეობს.
მყარი ხანძარი მთლიანად წვავს მიწის ზედაპირის საფარს, ცეცხლის ალის სიმაღლე უფრო მაღალია, ვიდრე ჩქარი ხანძრისა და აღწევს ორ მეტრს, ხოლო ხანძრის კერის გავრცელების სისწრაფე დიდი არ არის.
ტყის მაღალი ხანძრის დროს იწვის არა მარტო მიწის ზედა საფარი, არამედ მთლიანად ხეები, ტყის მაღალი ხანძარი, როგორც წესი, წარმოიშობა და ვრცელდება დაბალი ხანძრებისაგან. შეიძლება იყოს აგრეთვე მწვერვალის ხანძარი, როდესაც იწვის მხოლოდ ხეების წვერები, მაგრამ ასეთი ხანძარი მოკლე დროისაა. მაღალი ხანძარი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, თუ ამ დროს მას თან არ ახლავს დაბალი ხანძარი. მაღალი ხანძარი, ისე როგორც დაბალი ხანძარი, იყოფა ორ ჯგუფად - ჩქარი და მყარი (მდგრადი).
მაღალი ჩქარი ხანძარი ვრცელდება ნახტომისებურად 0,2-0,6 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ძლიერი ქარის დროს 5-25 კმ/სთ-ში. ამ დროს კვამლი მოშავო ფერისაა.
მაღალი მყარი ხანძრისათვის დახასიათებელია ის, რომ ცეცხლი მოძრაობს ერთიანად ნიადაგის ზედა საფარიდან ხეთა მწვერვალებამდე. კვამლი მუქი ფერისაა. მაღალი ხანძრის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო; ცეცხლის ალის სიმაღლე 100 მ-ზე მეტს აღწევს. დიდ მაღალ ხანძარს თან ახლავს ცეცხლის ალის ინტესიური გადასროლა დიდ მანძილზე (ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზე). ნაპერწკლების დიდი მასა და მუგუზალი, ხანძრის წინა ფრონტზე ქმნის ფსევდო ფრონტს; მას გაცილებით მაღალი ალი აქვს და ვრცელდება დიდი სისწრაფით, ვიდრე ჩვეულებრივი ფრონტი.
ცეცხლის შტორმი ტყეში იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია. მეორე მსოფლიო ომის დროს ის წარმოიშვა გერმანიასა და იაპონიაში, აგრეთვე ვიეტნამის ჯუნგლებში. ეს შტორმი ბევრ რამეში ჰგავს ჰიროსიმის ცეცხლოვან შტორმს (შემხუთავი გრიგალის, ქარის მოძრაობა პერიფერიიდან ცენტრისაგან, მაღალ ტემპერატურას, ტყის მასალების მთლიანი დაწვა, ცეცხლის ალის სიმაღლე აღწევს ერთ კილომეტრზე მეტს).
მიწისქვეშა (ნიადაგის ან ტორფის) ხანძარი წარმოიშობა უფრო ხშირად ზაფხულის ბოლოს, როგორც დაბალი ან მაღალი ტყის ხანძრის გაგრძელება. ჩაღრმავებული დაბალი ხანძარი იწყება ხეების ძირში, შემდეგ ის ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე სმ-დან რამდენიმე მ-მდე სისწრაფით დღე-ღამეში, მიწისქვესა ხანძრის კერაში. წაქცეული ხეებისაგან, ტორფის წვისაგან წარმოიშობა გაუვალი ჩახერგვის უბნები.
შეიძლება იყოს აგრეთვე მინდვრის ხანძარი , რომელიც წარმოიშობა ღია ადგილას, სადაც მშრალი ბალახია ან შემოსული პურის ყანა. მინდვრის ხანძარი ხელსაყრელ პირობებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ცეცხლის ფრონტი გაცილებით სუსტად საწინააღმდეგო მხარეს. ძლიერი ქარის დროს ცეცხლის ფრონტის მოძრაობა აღწევს 25-30 კმ/სთ-ს, ხოლო მთიან ადგილებში (ხანძრის სიმაღლეზე გაგრძელდების დროს) აღემატება 50 კმ/სთ-ს.
ამრიგად, ხანძარი წარმოადგენს ფრიად საშიშ სტიქიურ უბედურებას. ის მოიცავს სერიოზულ დამაზიანებელ ფაქტორებს, რომეთაგან ძირითადია.
- მაღალი ტემპერატურა, რომლიც იწვევს ადამიანების მსხვერპლს და იწვის ყველაფერი, რაც მოხვდება ხანძრის რაიონში.
- დიდი ტერიტორიის გაკვამლიანება გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანებსა და ცხოველებზე, ზოგჯერ იწვევს ნახშირორჟანგით მათ მოწამვლას.
- განსაზღვრული მხედველობა (ამცირებს მხედველობის ჰორიზონტს).
- უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

წყარო: ო.მდივნიშვილი. გ.ჩეჩელაშვილი. ო.ტაველიშვილი "სამოქალაქო თავდაცვა" 197 წ. გვ24-27
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0