საინტერესო ამბები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

საინტერესო ამბები

ქალაქ ალექსანდრიის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე 47 წელს გადაწვა.

ჩერნობილის ავარია ორი ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იყო. 25 მეხანძრემ, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, ერთი თვეც ვეღარ იცოცხლა.

ცხრა წლის ჰანიბალი საკუთარმა მამამ ტაძარში მიიყვანა, საღმრთო ცეცხლზე ხელი გააჩერებინა და დააფიცა, რომ მთელი თავისი ცხოვრება რომაელთა დაუძინებელი მტერი იქნებოდა.

ეფეოსში მდებარე არტემიდეს ტაძარი ჭკუანაკლულმა ჰეროსტრატემ საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად გადაწვა. ბოროტმოქმედი წამებით მოკლეს. იონიის ქალაქებმა ერთხმად დაადგინეს, ბრიყვი ბოროტმოქმედის სახელი დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ამაოდ.

დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია ნიკოლოზ ბარათაშვილის სარწმუნო პორტ-რეტი. ერთადერთი ფოტო ილია ჭავჭავაძეს მიუტანია გასამრავლებლად ფოტოატელიეში და ისიც ხანძრის დროს დამწვარა.

თულუხი - თურქული სიტყვაა და ქართულად ტიკს ნიშნავს. თბილისში თულუხს წყლის საზიდავ რუმბს ეძახდნენ. რუმბი ხარის ან კამეჩის ტყავისგან მზადდებოდა და 4-5 ფუთ წყალს იტევდა. წყლის მზიდავს მეთულუხჩე ან თულუხჩი ერქვა. 1893 წელს ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში ტყავის თულუხები ხის კასრებით შეცვალა.

ხანძარი - სპარსულად ტრამალზე გაჩენილ ცეცხლს ნიშნავს. სიტყვა „ხანძრიდან" წარმოქმნილია "ხანძარჩი" რაც მეხანძრეს ნიშნავს. ასე ეძახდნენ საშუალო საუკუნეების „ბრანდმეისტერებს“.

გიენას ცეცხლი - სატანის ადგილსამყოფელს ძველბერძნულად ეწოდება. – „გიენომ“ ეს სიტყვა მომდინარეობს ძველად იერუსალიმის გარეუბანში მდებარე დიდი ნაგავსაყრელიდან, სადაც წვავდნენ ხოლმე სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების გვამებს. გიენომი ჯოჯოხეთის პროტოტიპად იქცა.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.87
2134
    

კომენტარები -
0

რეკლამა