შენობა ხანძარმა გაანადგურა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » შენობა ხანძარმა გაანადგურა

შენობა ხანძარმა გაანადგურა

ქ.ფოთის №1 საჯარო სკოლის შენობა წარმოადგენს XX საუკუნის ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ძეგლს. სკოლის ისტორია იწყება 1869 წლიდან. 1886 წელს ორწლიანი სასწავლებელი გადაკეთდა სამეგრელოს ოთხწლიან საქალაქო სასწავლებლად. ხოლო 1887 წელს ექვსწლიან სასწავლებლად.
1892წ. 15 დეკემბერს შენობა ხანძარმა გაანადგურა. ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით სასწავლებლისათვის 1902-1904 წ. აშენდა ორსართულიანი ქვის შენობა.
1922-24 წლებში სასაწავლებელმა მრავარჯერ იცვალა სახე: ექვსკლასიანი სასაწავლებელი გადაკეთდა ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად. შემდეგ ცხრაკლასიან საშუალო სკოლად.
1928-29 წელს კი პედაგოგიურ განხრიან ათწლედად.
1944 წ. ფოთის სანიმუშო საშუალო სკოლა გადაკეთდა ქალთა პირველ საშუალო სკოლად. ხოლო 1954 წლიდან სკოლაში დაიწყო ვაჟებისა და გოგონების ერთად სწავლება ამ დროიდან სკოლას ეწოდა ქ.ფოთის პირველი საშუალო სკოლა. 2005 წლამდე №1 საშუალო სკოლა აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის იყო.
2008 წელს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მეგაპროგრამის იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.. ფარგლებში განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.64
2490
    

კომენტარები -
0

რეკლამა