ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ტყის ხანძრების პრობლემის გადაწყვეტა დაკავშირებულია მთელი რიგი ორგანიზაციული და ტექნიკური პრობლემების გადაჭრასთან, პირველ რიგში გეგმიურ ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ სამუშაოებთან, რომლებიც ტარდება ტყის ხანძრების გაჩენის, გავრცელების და განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
- ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო კეთილმოწყობა;
- ტყის ხანძრების თავიდან აცილების და ჩაქრობის სისტემების და საშუალებების შექმნა, ამ სისტემების შენახვა, აგრეთვე მაღალი სახანძრო საშიშროების პერიოდისათვის საწვავ-საპოხი მასალების მარაგის შექმნა;
- ტყეებში სახანძრო საშიშროების მონიტორინგი;
- ტყის ხანძრების ჩაქრობის გეგმების შემუშავება;
- ტყის ხანძრების ჩაქრობა;
- ტყეში სახანძრო უსაფრთხოების სხვა ზომები.

ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო კეთილმოწყობა ითვალისწინებს:
- ტყის ტერიტორიის გამიჯვნას ტყის ხანძრების აღმოჩენის და ჩაქრობის ხერხების მიხედვით სახმელეთო და საავიაციო დაცვის ზონებად;
- ტყეების განაწილებას ბუნებრივი სახანძრო საშიშროების კლასების მიხედვით;
- ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების გზების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და მოვლას;
- დასაჯდომი მოედნების მოწყობას ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისათვის, რომლებიც გამოიყენება ტყის დაცვაზე მიმართული საავიაციო სამუშაოების ჩასატარებლად;
- ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების, განაკაფი ზოლების მოწყობას;
- სახანძრო წყალსაცავების და წყლის წყაროებთან მისასვლელი გზების მოწყობას;
- სხვა ზომებს.

ტყის ხანძრების თავიდან აცილების და ჩაქრობის სისტემების და საშუალებების შექმნასა და შენახვაზე მიმართული ზომები ითვალისწინებს:

- ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების, დასასვენებელი და თამბაქოს მოსაწევი ადგილების, ავტოტრანსპორტის სადგომების, კოცონების გასაჩაღებელი ადგილების მოწყობას და ტყის ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით სხვა მსგავსი ზომების გატარებას;
- სახანძრო ტექნიკის, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენასა და გამართულ მდგომარეობაში შენახვას;
- კავშირისა და მაუწებლობის სისტემების ორგანიზებას;
- სახანძრო-სათვალთვალო პუნქტების (კოშკი, ანძა, პავილიონი და სხვა), სახანძრო ინვენტარის შესანახი პუნქტების, სახანძრო ქიმიური სადგურების მშენებლობასა და შენახვას;
- ტყეების ბუნებრივი სახანძრო საშიშროების შემცირებას ტყის ნარგავების ბუნებრივი შემადგენლობის რეგულირებით, დროულ სანიტარულ გაჩეხვას;
- ტყის–ნაგვისაგან, ხოლო ტყესაკაფის-ნარჩენებისაგან გაწმენდას;
- საწვავი მასალების პროფილაქტიკურ კონტროლირებად ხანძარსაწინააღმდეგო ამოწვას;სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

სახანძრო საშიშროების მონიტორინგი ტყეებში მოიცავს:
- ტყეებში არსებული სახანძრო საშიშროების კონტროლსა და მეთვალყურეობას;
- ტყის ხანძრების აღმოჩენის და მათ დინამიკაზე მეთვალყურეობის სისტემების ორგანიზებას სახმელეთო, საავიაციო საშუალებების გამოყენებით ტყეების დაცვის ზონებისა და მიზნობრივი დანიშნულების ზონების შესაბამისად;
- მოსახლეობის და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დროულ შეტყობინებას ტყის ხანძრების და ტყეში არსებული სახანძრო საშირშროების შესახებ;
ტყის ხანძრების ჩაქრობის გეგმების შემუშავება ითვალისწინებს:
- ხანძარსაშიში სეზონის დაწყებამდე აუცილებელი ზომების დადგენას ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და საშუალებების მოსამზადებლად;
- ტყის ხანძრების თავიდან აცილებასა და ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო კეთილმოწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს;
- მოსახლეობის, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის და ტრანსპორტის მოზიდვის წესის დადგენას ტყის ხანძრების ჩასაქრობად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უზრუნველყოფას გადაადგილების საშუალებებით, კვებით, სამედიცინო დახმარებით;
- ტყის ხანძრების ჩასაქრობად მოზიდულ პირთაგან დაკომპლექტებული ჯგუფების (“ტყის ხანძრების ფორმირებების”) შემადგენლობის დადგენას, აგრეთვე ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მუდმივ მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად დაუყოვნებელი გასვლისათვის;
- საწვავ-საპოხი მასალების საჭირო მარაგის ოდენობის განსაზღვრას და მისი მომარაგების უზრუნველყოფის ზომებს ხანძარსაშიში სეზონისათვის;
- ტყის ხანძრების ჩაქრობასთან დაკავშირებული სამუშაოების მაკოორდინირებელი ღონისძიებების გატარებას.
ტყის ხანძრების ჩაქრობა ითვალისწინებს:
- ხანძრის სახეობისა და ინტენსივობის დასადგენად ტყის ხანძრის კერის გამოკვლევას (სახმელეთო ან საავიაციო), მისი საზღვრების, გავრცელების მიმართულების, შესაძლო საყრდენი საზღვრების დადგენას ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით, წყლის წყაროების, მათთან და ხანძრის კერასთან მისასვლელი გზების, აგრეთვე ცეცხლის ჩაქრობის ტაქტიკის განმსაზღვრელი სხვა თავისებურებების დადგენას;
- ხანძრის ჩაქრობის ადგილზე ადამიანებისა და საშუალებების ტრანსპორტირებას და მათ დაბრუნებას დისლოკაციის ადგილზე;
- ხანძრის ჩაქრობის ყველა ჯგუფს შორის რადიო და სატელეფონო კავშირების უზრუნველყოფას;
- კვების, პირველი სამედიცინო დახმარების, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე პირთა დასვენების ორგანიზებას;
- ხანძრის კერის ლოკალიზაციას;
- ლოკალიზებული ხანძრის კერის მეთვალყურეობას და ხანძრის ლიკვიდაციას.

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების სხვა ზომებს მიეკუთვნება:
- ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდის ორგანიზება;
- ტყეში მოსახლეობის ყოფნის სიხშირის რეგულირება ტყის ბუნებრივი სახანძრო საშიშროების კლასიდან და ამინდის პირობებზე დამოკიდებული სახანძრო საშიშროებიდან გამომდინარე და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სისტემის შექმნა;
- ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზება;
- ტყეების საავიაციო დაცვის ზონებში შეტყობინებების მიმღები პუნქტების ორგანიზება;
- ტყეების სახმელეთო და საავიაციო პატრულირების ორგანიზება ტყის ხანძრების დროული აღმოჩენისათვის პატრულირების მარშრუტების, სიხშირის და დროის დადგენის ჩათვლით ტყეების ბუნებრივი სახანძრო საშიშროების, მიზნობრივი დანიშნულებიდან და ამინდის პირობებზე დამოკიდებული სახანძრო საშიშროებიდან გამომდინარე;
- ტყის ხანძრების ჩასაქრობად სახანძრო ფორმირებების შექმნა;
- ტყის ხანძრების ჩაქრობის ხელმძღვანელების მომზადება;
- სახანძრო ფორმირებების მუშაკებისათვის ტყის ხანძრების ჩაქრობის სწავლება, ტაქტიკური სწავლებისა და ვარჯიშების ჩატარება;
- ტყის ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე პირთათვის დროებითი საცხოვრებელი სათავსების მოწყობა.

კითხვები:
რას ითვალისწინებს:
1.ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო კეთილმოწყობა;
2.ტყეებში სახანძრო საშიშროების მონიტორინგი;
3.ტყის ხანძრების ჩაქრობის გეგმების შემუშავება;
4.ტყის ხანძრების ჩაქრობა
1173
    

კომენტარები -
0

რეკლამა