ტყის ხანძრების კლასიფიკაცია » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» ტყის ხანძრების კლასიფიკაცია

ტყის ხანძრების კლასიფიკაცია


ტყის ხანძრების კლასიფიკაცია


ტყის დაბალი ხანძარი – ვითარდება წიწვოვანი ქვეტყის, ნიადაგზედა მკვდარი საფარის (ჩამოცვენილი ფოთლების, წიწვის, ხეების ქერქის, ხექცეულების და ჯირკების), ნიადაგზედა ცოცხალი საფარის (ხავსის, ბუჩქების) წვის დროს.

რა სახეობებად იყოფა ტყის დაბალი ხანძარი წვის ინტენსივობის მიხედით?

- დაბალი ჩქარი ხანძარი – იწვის ტყის საგები, ნაჩეხი ტყის ნარჩენები, მცენარეული საფარი, ხეების ქვედა ნაწილების ქერქი, გაშიშვლებული ძირები, ბუჩქები, ნაზარდი. ძირითადი წვა მიმდინარეობს ალით, რომლის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს. ახასიათებს ცეცხლის ზოლის სწრაფი გავრცელება;
- დაბალი მყარი ხანძარი – გამოირჩევა მკვდარი და ცოცხალი ნიადაგზედა საფარის, ხის დაბალი ტოტების სრული ამოწვით. უფრო ძლიერად და ღრმად ამოიწვება ხის ქერქი და გაშიშვლებული ძირები. ახასიათებს უალო წვა. ქარის დროს მინიმალუ¬რი სიჩქარე - 1 მ/წ, ხოლო მაქსიმალური _ 6 მ/წ შეადგენს;
- მიწისქვეშა (ნიადაგის) ხანძარი – წარმოადგენს დაბალი ხანძრის განვითარე¬ბის შემდგომ სტადიას, როგორც წესი, წარმოიქმნება ტყის საფარის ძლიერ ფენებში (20 სმ და მეტი) ან ტორფთან ნიადაგებში. ნიადაგში ცეცხლის შეღწევა ხდება ხეების ძირებიდან, წვა ნელია და უალო. ძირების გამოწვისას ხეები უწესრიგოდ ეცემიან მიწაზე და ხერგილებს წარმოქმნიან. ძლიერი ხანძრის დროს ამოწვის სიღრმე 0.5 მ და მეტს შეადგენს, საშუალო ხანძრისას 0.5 მ-მდე, სუსტი ხანძრისას - 0.25 მ-მდე. მიწისქვეშა ხანძრის გავრცელების სიჩქარე 0.1 მ/წ-დან 6 მ/წ-ის ფარგლებშია;
- რა სახეობებად იყოფა ტყის მაღალი ხანძარი ინტენსივობის მიხედვით?
- მაღალი მყარი ხანძარი – ცეცხლი მოძრაობს ერთიანად ნიადაგის ზედა საფარიდან ხეების წვეროებამდე. მაღალი მყარი ხანძარი წარმოიქმნება, როდესაც ქარის სიჩქარე არ აღემატება 5 მ/წ-ს;
- მაღალი ჩქარი ხანძარი - ხასიათდება ცეცხლის მოწყვეტით ქვედა ხანძრის ზოლისაგან. ძლიერი ქარის შემთხვევაში ნაპერწკლების დიდი მასა და მუგუზალი ხანძრის ფრონტის წინ ქმნის ფსევდო ფრონტს. მას მაღალი ალი ახასიათებს და ვრცელდება დიდი სისწრაფით, ვიდრე ნამდვილი ფრონტი. ხანძრის გავრცელება ხდება ნახტომისებურად. წვის კვამლი მოშავო ფერისაა. მაღალი მყარი ხანძარი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე აღემატება 5 მ/წ-ს;

ტორფის ხანძარი – მიწისქვეშა ხანძარი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დიდ ფართობზე. ტორფი იწვის ნელა და მთელ სისქეზე. ამომწვარ ადგილებში შეიძლება ჩავარდეს ნიადაგი, ტექნიკა, ადამიანები, ცხოველები. წვა მიმდინარეობს უალოდ, გამოიყოფა კვამლი, რომელიც მიწის ზედაპირს ეფინება. წვის დროს გროვდება დიდი რაოდენობის სითბო. უქარო ამინდის ან სუსტი ქარის შემთხვევაში ტორფის ხანძარი ვრცელდება ნელა. თუ ქარის სიჩქარე შეადგენს 3 მ/წ და მეტს ცეცხლი შეიძლება დიდ მანძილზე იქნას გადატანილი.

სტეპის (მინდვრის) ხანძარი – შეიძლება გაჩნდეს ღია ადგილებში იქ, სადაც მშრალი ბალახი ან შემოსული პურის ყანებია. მინდვრის ხანძარი ხელსაყრელ პირობებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება

კითხვები:

განმარტეთ რა არის:

ტყის მაღალი ხანძარი
ტყის დაბალი ხანძარი
ტორფის ხანძარი
სტეპის (მინდვრის ხანარი)
1291
    

კომენტარები -
0

რეკლამა