ისტორიული ფორმულიარი
ქ. ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმის შექმნამდე ხანძარს აქრობდა მოხალისეთა სახანძრო რაზმეული. მიუხედავად სუსტი და მცირე ტექნიკის არსებობისა რაზმეულის წევრები აქტიურად მუშაობდნენ წარმოშობილ ხანძარზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ხანძრის ქრობა უმეტესად არ იყო ეფექტური.
ქალაქში ხანძრის ქრობაზე აქტიურად მუშაობდა რაჟდენ ჯინჭარაძე, რომელიც მაშინ მოხალისე მეხანძრედ იყო. რაჟდენ ჯინჭარაძე 1930 წელს პროფკავშირის ხაზით იმყოფებოდა სამთვიან კურსებზე ქ.თბილისში და ღამის 2- საათზე მონაწილეობა მიიღო კონიაკის ქარხანაში მომხდარ ხანძრისქრობაში. რისთვისაც რაჟდენ ჯინჭარაძეს სახანძრო დაცვის სამმართველომ გამოუცხადა ბრძანებით მადლობა.
1926 წელს მოხალისე მეხანძრე რაჟდენ ჯინჭარაძე დაწინაურდა უფროს მოხალისე მეხანძრედ, რომელიც 1929 წლიდან გადაიყვანეს ფ.ს.რ. უფროსის მოადგილედ. შემდგომში ის დანიშნეს ფოთის სახანძრო სამმართველოს უფროსად.
სახანძრო რაზმის ტექნიკის განვითარებამ, კადრების განმტკიცებამ რაზმს მისცა ის შესაძლებლობა, რომ წარმატებით ჩაექრო გაჩენილი რთული ხანძარი ასე მაგალითად:
1938 წელს დიდი ხანძარი მოხდა ტყავის ქარხანაში და შუქურაში, რომელიც საშიშროებას უქადდა მთლიანად ქარხნის განადგურებას, მის მახლობლად მდებარე სხვა წარმოება - დაწესებულებებს და საცხოვრებელ სექტორს. მიღებული ზომებისა და მამაცური მუშაობის შედეგად ხანძარი ლიკვიდირებული იქნა სულ მცირე ზარალით.
საშიშ და რთულ პირობებში უვნებელყოფილ იქნა ხანძარი მოხდარი რადიოსადგურში, კომუნალური მეურნეობის შენობაში, ნავსადგურის ბაზაში, რკინიგზის კვნაძში, გვაძაბიას, ბოკუჩავას, და სხვების საცხოვრებელ სახლებში. ხანძარზე მამაცური მუშაობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ მებრძოლები: კუპრეიშვილი, ჭანტურია, მაჭავარიანი, თუნთია, თელია, წურწუმია, დოლბაია, მიმინოშვილი, კვარაცხელია, ბერაია, ღაღანიძე, ენგელევსკი, ყარამაული, ზახარჩენკო და სხვები.
ამ წლებში ხანძრის ქრობის ხელმძღვანელად იყო გამცდილი და ნიჭიერი მეთაური ვ.მეძმარიაშვილი.
1956 წლის 1-იანვარს ღამის 2-საათზე გაჩნდა ხანძარი ფოთვაჭრობის რესტორან „ტალღაში“. ხანძარზე გამოძახებული იქნა ნავსადგურის სახანძრო დაცვა, სამხედრო ნაწილის №99302 სახანძრო რაზმი ავტოცისტერნებით და ავტოტუმბოთი. ხანძრისქრობაში მონაწილეობას ღებულობდნენ საზღვაო გემები „რმბ --210“, „სტამუხა“ და „ორშა“, რეზერვში იდგა მეორე სახანძრო რაზმის ავტოტუმბო და ავტოცისტერნა.
ხანძარი გაჩნდა ესტრადაზე პაპიროსის ნამწვავისაგან. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო წვად საღებავებით შეღებილმა კედლებმა, აგრეთვე რესტორანის კედელზე და კარებზე მოწყობილმა „დრაპიროვკა“-მ.
ქალაქის სახანძრო დაცვის, სამხედრო ნაწილის, მეხანძრეთა და საზღვაო ნაწილების მუშაკების ერთობლივი და აქტიური მუშაობით ხანძარი ჩაქრობილ იქნა იმ მოცულობით რა მოცულობითაც მოუსწრო მას სახანძრო რაზმმა.
1957 17-სექტემბერს ღამის 2-საათზე ქ.ფოთის ხე-ტყის სავაჭრო საწყობში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის კერაზე დაუყოვნებლივ გავიდა პირველი სახანძრო რაზმის მორიგე ყარაული, მაგრამ რაზმს ხანძარზე არ უმუშავნია, ვინაიდან ხანძარი ჩაქრობილი იქნა მის გაძლიერებამდე ადგილობრივი ძალებით.
ჩატარებული ძიებით დადასტურდა, რომ ხანძარი ბოროტმოქმედის წინასწარი განზრახვით გაჩენილა, რაც დადასტურდა ნავთიანი ბოთლით და ჯოხზე დახვეული ნავთით გაჟღენთილი მარლით, რომელიც აღმოჩენილ იქნა ნახანძრალ ადგილზე.
ხე-ტყის სავაჭრო საწყობის დარაჯმა იონა ხოშტარიამ წარმოშობისთანავე შეამჩნია ხანძარი. მის წამოწახილზე სწრაფი დახმარება გაუწია მას იქვე მდებარე არტელ პირველი მაისის სახერხ - საავეჯო საამქროს ღამის დარაჯმა კოწია ქორჩილავამ, რომელიც ქიმიური ცეცხლმაქრით შეუდგა ხანძრის ჩაქრობას. პურკომბინატის მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის უფროსმა ეფრემ სიმონიამ სწრაფად შეატყობინა სახანძრო რაზმს. ხანძრის კერის დროული ლიკვიდაციისათვის და მოსალოდნელი დიდი მატერიალური ფასეულობის გადარჩენისათვის საქ. სსრ შ.ს.ს სახანძრო დაცვის სამმართველომ კ. ქორჩილავა, ი.ხოშტარია, ე.სიმონია, ს.ფაჩულია. ა.კოსტავა წაახალისა ფულადი ჯილდოთი და მადლობათი.
1957 წლის 24 ნოემბერს დილიდ 6 საათზე გაჩნდა ხანძარი სასტუმრო „კოლხეთში.“ ხანძარი წარმოიშვა სხვენში, ცენტრალური გათბობის საკვამლე მილის არაწესიერი მოწყობილობით. ხანძარი შეამნია სასტუმროში დროებით მცხოვრებმა, თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის მეორე კურსის სტუდენტმა ზაური ბრეგვაძემ, რომელმაც სასწრაფოდ გამოუძახა სახანძრო რაზმს. ხანძარზე სწრაფად გავიდა პირველი რაზმის მორიგე ყარაული. სწორად იქნა ორგანიზებული ხანძრის ქრობა და მესამე სართულზე მოთავსებული ქონების ევაკუაცია. უზრუნველყოფილი იქნა დამხმარე ძალების დროული გამოძახება და ხანძარზე წყლის განუწყვეტელი მიწოდება. პირად შემადგენლობას მუშაობა უხდებოდა ძნელ პირობებში, რადგანაც იყო ძლიერი ქარი და შენობის სხვენი იყო დაკვამლიანებული. ინტენსიური წვა მიმდინარეობდა დაახლოებით 5-6 კვ/მეტრზე. მიუხედავად ამისა მეხანძრეთა აქტიური მოქმედებით წარმოშობილი ხანძარი ლივიდირებულ იქნა მცირე ზარალით. ხანძრის ქრობას ხელმძღვანელობდა ათმეთაური დავით ბერაია. ხანძარზე აქტიურად მუშაობდნენ მეორე სახანძრო რაზმის მეორე ყარაულის უფროსი ვ.ჯოლოგუა, მებრძოლები პირველი რაზმიდან ვ.ლაბარტყავა, ა.სიჭინავა, რ.წურწუმია, მძღოლები ი.ბაევი და ვ. ცხადაია. მებრძოლები მეორე რაზმიდან კ.ჩაკაბერია, ტ.კილასონია, მძღოლები ვ.გაბელაშვილი და ა.კურნაევი. აღნიშნული ხანძრის ქრობის ორგანიზაცია მოწონებულ იქნა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ფოთის მთელი საზოგადოების მიერ.
1958 წლის 24 იანვარს ღამის 4 - საათზე ხანძარი გაჩნდა არტელ პირველი მაისის საწყობში. ხანძარი გაჩნდა ქიმიური ნივთიერებების ნატრიუმისა და კარბიდის დანესტიანებისაგან თვით წვის მეშვეობით, რამაც გამოიწვია საწყობის ძლიერი და საშიში დაკვამლიანება. მოსალოდნელი იყო წარმოშობილი ტემპერატურისაგან ხანძრის გავრცელება და მატერიალური ფასეულობის განადგურება, მაგრამ საგრძნობი სუნით დაკვამლიანება, რომელიც გამოდიოდა საწყობის წინა მხარეს, ჩამტვრეული ფანჯრიდან შემჩნეულ იქნა ღამის დარაჯის ნიკო ჭედიას მიერ, რომელმაც სწრაფად აცნობა ამის შესახებ მორიგე მილიციელებს. რომლებმაც დაუყონებლივ გამოიძახეს სახანძრო რაზმი, რომელიც სწრაფად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
მიუხედავად ძლიერი და საშიში დაკვამლიანებისა, ხანძრის ფარული კერა დროულად იქნა აღმოჩენილ და მიღებულ იქნა გადამწყვეტი ზომები ხანძრის ლიკვიდაციისათვის. ხანძარი ჩაქრობილ იქნა იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოუსწრო მას სახანძრო დანაყოფმა. გადარჩენილი იქნა საწყობში არსებული დიდი მატერიალური ღირებულების ფასეულობანი და არავითარი ზარალი არტელ პირველ მაისს არ მოსვლია.
1959 წლის 26 იანვარს დღის 3 - საათზე ხანძარი გაჩნდა უსინათლოთა საზოგადოების ფოთის ტრიკოტაჟის ქარხანაში, ჟდანოვის ქუჩაზე. ხანძარი შემჩნეული იქნა დაგვიანებით. ხანძარზე გავიდა პირველი და მეორე სახანძრო რაზმის მორიგე ყარაული, აგრეთვე სამხედრო ნაწილის სახანძრო მანქანა. ხანძარზე სახანძრო დანაყოფების მისვლის მომენტში ინტენსიურად იწვოდა ქარხნის ყველა საამქროები. კედლები და ტიხრები უკვე დამწვარი იყო, სახურავი ჩავარდნილი. ხანძარი საშიშროებას უქადდა შენობის ახლოს განლაგებულ ავტოსატრანსპორტო კანტორის ავტობუსებს და სატვირთო მანქანებს, აგრეთვე 10-15 მეტრზე მდებარე დახურულ ბენზინის საწყობებს. მეხანძრეთა აქტიური მოქმედებით ხანძარი დროულად ლიკვიდირებული იქნა.
ხანძრის ქრობას ხელმძღვანელობდა პირველი ცვლის უფროსი დ.მიმინოშვილი, შემდგომში ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა აიღო ხანძარზე გამოცხადებულმა დაცვის უფროსმა რ.ქორქიამ. შეიქმნა ხანძრისქრობის ოპერატიული შტაბი, შეიქმნა ორი უბანი. ხანძრისქრობა გართულდა ხის შენობის კონსტრუქციების გამო. და აგრეთვე ის, რომ არ იყო საკმარისი წყლის მარაგი. მეხანძრეებს მოუხდათ ზღვის ნაპირის გამაგრებისათვის დაყრილი დიდი ლოდების აღება და სასწრაფოდ შავ ზღვაზე სახანძრო ავტომანქანების დასაყენებელი ადგილების მოწყობა, რომლის შემდეგ ხანძარზე უზრუნველყოფილი იქნა განუწყვეტელი წყლის მიწოდება. რთული და დიდი მოცულობის ხანძრის გამო, სახანძრო ნაწილები 10 საათის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს.
ხანძრის შესხებ შეტყობინებულ იქნა საქ.სსრ შსს სახანძრო დაცვის სამმართველოში საქმე შემდეგი ძიებისათვის გადაეც ა ქ.ფოთის პროკურატურას.
1959 წლის 8 ნოემბერს ღამის 2 საათსა და 30 წუთზე ხანძარი გაჩნდა მოქ. მარია ტიმოთეს ასულ ბარაიკოს საცხოვრებელ სახლში მდებარე პიონერის ქუჩა #284-ში.
ხანძარი შენიშნული იქნა დაგვიანებით იმ მომენტში როცა შენობა ცეცხლის ალში იყო გახვეული და აღმოსავლეთის ძლიერი ქარის მეშვეობით ცეცხლი ვრცელდებოდა. ხანძრის შესახებ შეატყობინეს სახანძრო რაზმებს. შემთხვევის ადგილას გამოცხადნენ პირველი და მეორე რაზმის, აგრეთვე სამხედრო ნაწილის სახანძრო რაზმი.
მეპატრონეები ხანძრის მომენტში არ იყვნენ სახლში. მათ ყავდათ მობინადრეები სამხედრო ნაწილის ავტოსკოლის ზემსახურები ლიბერმანი, მეტრიკალოვი, კრივოინოგა. ხანძრის დროს კრივოინოგამ და მეტრიკალოვამა გამოასწრეს გარეთ, ხოლო ლიბერმანმა ვერ მოასწრო ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა. სახანძრო რაზმის მისვლამდე, ხანძარზე მუშაობდნენ სამხედრო ნაწილის ოცეული და მეზობლები. ბარაიკოს სახლი უკვე დამწვარი იყო, მაგრამ ისინი მეზობელ სახლებს შველოდნენ. მათ მოასწრეს მეზობელი შენობიდან გამოეყვანათ მძინარე მოქალაქე.
ხანძარზე პირველად გამოცხადდა მეორე რაზმის მორიგე ყარაული. ცეცხლმოდებული შენობის დაზვერვა უკვე შეუძლებელი იყო, ვინაიდან შენობა უკვე თითქმის დამწვარი იყო, ამიტომ დაზვერვა და ქონების ევაკუაცია ჩატარდა მეზობელ სახლებზე, ხანძარზე დამატებით გამოცხადდნენ და მუშაობდნენ პირველი რაზმის და სამხედრო გარნიზონის მორიგე ყარაულები.
ხანძრისქრობაში მეხანძრეებს ხელს უშლიდათ ძლიერი ქარი და წყლის მარაგის უქონლობა. მეხანძრეთა აქტიური მოქმედებით ხანძარს არ მიეცა გავრცელების საშუალება.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ ხანძრის კერიაზე აღმოჩენილ იქნა #27288 ნაწილის ზემსახურ უფროსი სერჟანტის ლიბერმანის დამწვარი გვამი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნა დადგენილი. შემდგომი ძიებისათვის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის გარნიზონის პროკურატურას.

ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0