ტყის ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» ტყის ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება

ტყის ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება

ტყის ხანძარი - უწვი ტერიტორიით შემოფარგლული, არაკონტროლირებადი ცეცხლით მოდებული ტყის ფართობი

ტყის მასივებში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ორგანიზება და მათი სწორი წარმართვა დამოკიდებულია მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაციის სისრულეზე.

რომელ ეტაპებს გამოყოფენ ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზებისას?
- ხანძრის დაზვერვა და მისი განვითარების პროგნოზი;
- მდგომარეობის შეფასება;
- ხანძრის ჩაქრობის გეგმის გამომუშავება;
- ხანძრის ჩასაქრობად საშუალებებისა და ძალების განსაზღვრა;
- ხანძრის ლოკალიზაცია, რომელიც მიიღწევა:
ა) ხანძრის გაჩერებით და ლოკლიზაციით;
ბ) ხანძრის დარჩენილი კერებისა და ჩახერგილებში ბჟუტვის ადგილების ჩაქრობით;
გ) ნახანძრალის კონტროლით.

ხანძრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოები იწყება ხანძრის კერის დაზვერვით, რადგან მხოლოდ დეტალური დაზვერვის შედეგად შეიძლება მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილება. დაზვერვას ახორციელებენ სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი სადაზვერვო ჯგუფები, ჯგუფში შედის 6-8 ადამიანი. ჯგუფები დაზვერვას ახორციელებენ მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების, (მანქანები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები, მოტოციკლეტები, ფეხით, ცხენები) გამოყენებით.

რას მოიცავს სადაზვერვო ჯგუფის ამოცანები?
- ადგილების დადგენას სადაც შესაძლებელია იყოს ადამიანები და პირუტყვი. მათი სიცოცხლისათვის წარმოქმნილი საფრთხეების დონის განსაზღვრას, სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილებში შექმნილი მდგომარეობის გამოვლენას;
- ხანძრის გავრცელების მიმართულებების დადგენას;
- უსაფრთხოების საზღვრების გამოვლენას;
- ხანძრის ლოკალიზაციის ადგილების, რეაგირების ძალების შეყვანის გზების განსაზღვრას;
- მოსახლეობის და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციის მიმართულებების და მეთოდების განსაზღვრას;
- ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი ძალებისა და საშუალებების დაზუსტებას;
- ხანძრის სხვა მიმართულებებით გავრცელების გზების, ობიექტებზე და კომუნიკაციებზე შესაძლო აფეთქებებისა და ნგრევის საფრთხის გამოვლენას.

დაკვირვება, საჰაერო გადაღება შესაძლებლობას იძლევა ხანძრის გარეგნული ნიშნებით წარმოდგენა ვიქონიოთ ხანძრის ძალასა და მისი გავრცელების მიმართულებაზე. გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია კვამლის ფერზე დაკვირვებით, მის მოძრაობასა და საკონვენციო სვეტების (ნაკადების) ხასიათზე.

რას განსაზღვრავს მზვერავთა ჯგუფი დაზვერვის შედეგად?
- ხანძრის საზღვრებს, მათი გავრცელების მიმართულებასა და მის სისწრაფეს;
- ბუნებრივი წინაღობების, წყლის წყაროების, ხანძრის კერების შემოვლითი გზების და მათზე გავლის შესაძლებლობებს.

დაზვერვის მონაცემების და ხანძრის გავრცელების პროგნოზირების საფუძველზე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ოპერატიულად ამზადებს აუცილებელ მონაცემებს და იღებს გადაწყვეტილებას ხანძრის ჩაქრობის შესახებ.

რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დროს?

- ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის არსებობა:
ა) პირველ ეტაპზე ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ ადამიანების უსაფრთხოების დაცვას;
ბ) შემდგომ ეტაპზე კი ხანძრის ლოკალიზაციასა და მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ ზღუდეების შექმნას.

- ხანძრის გავრცელების ზონაში ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების არსებობა:
ა) აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას;
ბ) ხანძრის ლოკალიზაციას და მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ ზღუდეების შექმნას.

- ხანძრის ჩასაქრობად ძალებისა და საშუალებების უკმარისობა:
ა) ხანძრის შეკავების მიზნით ყველა არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებას;
ბ) დამატებითი ძალების მოზიდვის შემდეგ გეგმური ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.

ტყის ხანძრის ლიკვიდაცია მეტად რთული და შრომატევადი სამუშაოების შესრულებას მოითხოვს.

ვინ შედის რეაგირების ძალების თითოეულ ჯგუფში?
- მეგზური, რომელმაც კარგად იცის ადგილმდებარეობა;
- მზირი, რომელიც აკონტროლებს ცეცხლის გავრცელების მიმართულებას, ხეთა ქცევას, აგრეთვე უზრუნველყოფს ოპერატიულ შტაბთან კავშირს.

ტექნიკის გამოყენებით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები: მუშაობა უნდა წარმოებდეს ჯგუფურად, ტყის ხანძრებზე მიზანშეწონილია მუხლუხიანი ტექნიკის გამოყენება; ტექნიკა ცეცხლის ზოლისაგან გარკვეულ უსაფრთხო მანძილზე უნდა მუშაობდეს.

საშუალებები, რომლებიც ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების დროს გამოიყენება:

- მარტივი მექანიკური საშუალებები: ნიჩაბი, ბარი, ცელი, ფოცხი, ბარჯი, ხელის ხერხი, ხის ტოტები.
- გადასატანი ტექნიკური საშუალებები: საზურგე სასხურებელი ხელსაწყო, ბენზინის ხერხი, ავტოცელი, სახანძრო–სატუმბი სადგურები და დანადგარები სახანძრო სახელოებით და ლულებით;
- მექანიკური ტექნიკა: სწრაფმავალი სატრანშეო მანქანა, მაღალი გამავლობის მანქანა, ბულდოზერი, ტრაქტორი, გრეიდერი, სატრაქტორო კავი, საბურღი დანადგარი, წყალმზიდი, ავტოამწე, ავტობუსი;
- სპეციალური ტექნიკა: სახანძრო ავიაცია, სახანძრო მანქანები;
- ჩაქრობის სპეციალური საშუალებები: ქიმიური ნივთიერებები, ქაფწარმომქმნელი ფხვნილები და სითხეები;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
ა) სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები;
ბ) კანის ზედაპირის დაცვის საშუალებები: ნიღბები, რესპირატორები, მფილტრავი აირწინაღები, მაიზოლირებელი აირწინაღები, ინდივიდუალური სასუნთქი აპარატები, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი, სპეცშლემი, ჩაფხუტები, ხელთათმანები;
- კავშირის საშუალებები: მობილური ტელეფონები, რაციები, სატრანსპორტო მიმღები და გადამცემი აპარატურა.
- სამედიცინო დაცვის საშუალებები: ინდივიდუალური სამედიცინო დაცვის საშუალებები, ჟანგბადის საინჰალაციო და სასუნთქი საველე აპარატურა, ანტიშოკური და დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები და სხვა.

- პირველი ეტაპი - ხანძრის გავრცელების მიმართულებაზე (ცეცხლის ზოლზე) უშუალოდ ზემოქმედებით;
- მეორე ეტაპი - გადამღობი ზოლებისა და თხრილების გაყვანით, ხანძრის პერიფერიების დამუშავებით, შემდგომში ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის გამოირიცხვის მიზნით.


ნახანძრალში დარჩენილი კერებისა და ჩახერგილებში ბჟუტვის ადგილების ქრობა (დამუშავება) ხორციელდება ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ყველა ხერხებით, არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით.

ნახანძრალის მეთვალყურეობა ხორციელდება დანაყოფების მიერ გარკვეული დროის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში.
რა ხერხები გამოიყენება ტყის ხანძრების ჩასაქრობად ?
- ზურგიდან და ფლანგებიდან ხანძრის კერის გარშემორტყმით;
- ხანძრის გავრცელების მიმართულებით ზღუდეებისა და მინერალიზებული ზოლების შექმნით;
- ხანძრის საწინააღმდეგო ცეცხლის გაშვებით (ამოწვით);
- ხის ტოტებით ან სხვა საშუალებებით ცეცხლის პირის ქრობით;
- ცეცხლის წყლით ჩაქრობით;
- ცეცხლის ჩაქრობა ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით;
- ცეცხლის ჩაქრობა მიწის დაყრით.

სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკისა და ცეცხლის ჩაქრობის ხერხების გამოყენება, ხანძრის სახეობის, სიძლიერესა და გავრცელების თვისებებზე, მეტეოროლოგიურ მდგომარეომაზე, ხანძარზე მოზიდული ძალებზე და საშუალებებზეა დამოკიდებული.

რა სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება ტყის მასივებში წარმოქმნილი ხანძრებისას?
- საინჟინრო დაზვერვა – რომელიც ადგენს წარმოქმნილი ხანძრის ადგილმდებარეობას, გზებისა და წყლის წყაროების არსებობას და მათ მდგომარეობას;
- მოსახლეობის ევაკუაცია;
- გადასასვლელების მოწყობა;
- ხერგილების დამუშავება;
- შესასვლელი გზების მოწყობა;
- წყლით უზრუნველყოფა;
- მინერალიზებული ზოლების მოწყობა;
- ტრანშეების, თხრილების გაყვანა;
- ხანძარსაწინააღმდეგო წყვეტილების მოწყობა;
- ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
- განაკაფი ზოლების მოწყობა.

ტყის მასივებში წარმოქმნილი ხანძრების ჩაქრობის ყველაზე ხელსაყრელ დროდ ადრე დილა ითვლება

ტყის ხანძრების ლოკალიზაციის სამუშაოები მოიცავს:
- მინერალიზებული ზოლის და ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდის სიგანე ტყეში, მათ შორის მეჩხერ ტყეში უნდა შეადგენდეს - 8 მეტრს ხოლო ღია ადგილებში - 4 მეტრს
- ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის სიგანე ტყეში უნდა შეადგენდეს 10 - 50 მეტრს;
- ტრანშეის სიღრმე უნდა იყოს 1 -1,5 მეტრამდე;
- განაკაფი ზოლის სიგანე უნდა შეადგენდეს - 20 მეტრს;
- დაბალი ხანძრის ზოლის ჩაქრობა ცეცხლზე მიწის დაყრით უნდა განახორციელდეს ყოველ 100 მეტრზე 20-25 ადამიანის მონაწილეობით;
- მეჩხერ ტყეში 100 მ სიგანის ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის ხელით გაკაფვა უნდა განხორციელდეს, ყოველ 20-30 მეტრზე 20-25 ადამიანის მონაწილეობით;
- დაბალი ხანძრის ზოლის წყლით ჩაქრობა უნდა განხორციელდეს 1 სახანძრო ავტომობილზე – არანაკლები 5 ადამიანის მონაწილეობით.

ტყის ხანძრების სალოკალიზაციო სამუშაოების მოცულობა აღებულია ტყის ხანძრების ჩაქრობის პრაქტიკიდან გამომდინარე

კითხვები:
1.ჩამოთვალეთ ტყის ხანძრების ჩაქრობის ეტაპები
2.ჩამოთვალეთ სადაზვერვო ჯგუფის ამოცანები
3.რა საშუალებები გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების დროს?
4.ჩამოთვალეთ ტყის ხანძრის ლოკალიზაცი ეტაპები
5.რა სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება ტყის მასივებში წარმოქმნილი ხანძრებისას?
1308
    

კომენტარები -
0

რეკლამა