ცეცხლი და მეგრული ფოლკლორი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ცეცხლი და მეგრული ფოლკლორი

ცეცხლი და მეგრული ფოლკლორი

1. დაჩხირიშ ითორზამა - ცეცხლის შენთება. მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავება, დამძიმება, რაიმე მოქმედებით, ლაპარაკით ვინმეს კიდევ უფრო მეტად გახელება.
სქანი რაგადი თიშოთ დაჩხირიშ ითორზამადუ: „შენი ლაპარაკი მაგისთვის ცეცხლის შენთება იყო.“

2. დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია.
ცეცხლი ათბობს, მაგრამ დაწვაც იცისო.

3. ე, მუიე, მუიე, გიჸორს დო ვა გაჯვიდენი.
- ეს რა არის, რა არის გიყვარს დას ვერ აკოცებ.
(პასუხი)

დაჩხირიშ დაბენება - ცეცხლის გაჩაღება, დასაბამება, კერიისათვის ლოცვა, სრულდებოდა ახალწელს (მეკვლე პირველად კერიიის ცეცხლს დალოცავდა, ნაკვერჩხლებს ერთამანეთს დაუშენდა და ჩინჩხლებს დააყრევინებდა, ღმერთო, ასე გამიმრავლე ოჯახი და საქონელიო. წინა ღამეს შერჩეული და მომარაგებული ფიჩხებისაგან გააჩაღებდა ცეცხლს, რომ იგი იმ დილით, რაც შეიძლება, ტკაცუნა და ნაპერწკლიანი ყოფილიყო. საამისოდ ცეცხლში მარილსაც ჩაყრიდა. კერიის ცეცხლს ახალწელს არ გასცემდნენ, რადგან ეს დღე ცეცხლის დაბენების, დასაბამების დღედ ითვლებოდა).

დაჩხირიშ დორზამა დო სერიშ თანაფა - ღამისთევა საფლავისპირ დანთებულ კოცონთან (სასაფლას დაჩხირ ქუდარზია დო ღურელს ვაშქურნენია სასაფლაოზე ცეცხლი დაანთე და მკვდარს არ შეეშინდებაო).

დაჩხირიშ მითოხუაფა - ცეცხლის შენახვა ღადარში (ჩაქრობა ცოდვად ითვლებოდა); ცეცხლის შენახვის რიტუალი.ამ დროს ჩურჩულებდნენ: დედიბი კერიას, ბადიდი ჸვანას, თუნთი გვალას, ჩქიმ დაჩხირი ოსოგოთე გოთანას დედაბერი კერასთან, ბერიკაცი ყანაში, დათვი ტყეში, ჩემი ცეცხლი უწყვეტად, განთიადამდეო).


გარგანჩია - ცეცხლის ღვთაება (მეგრულად)


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.90
2537
    

კომენტარები -
0

რეკლამა