მძღოლი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მძღოლი

უმცროსი ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1. სააგენტოს დანაყოფის მძღოლი უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსს (ოცეულის მეთაურს) და მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს (ოცეულის მეთაურის მოადგილეს);
2. უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3. სააგენტოს დანაყოფის მძღოლი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) იცოდეს მორიგე სამსახურის ორგანიზების და განხორციელების წესი;
ბ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებებისათვის;
გ) იცოდეს და შეეძლოს სააგენტოს დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სპეციალურ აგრეგატებსა და მოწყობილობებთან მუშაობა;
დ) იცოდეს გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტეციურად საშიში ობიექტების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, ქუჩებისა და გასას¬ვლე¬ლების განლაგება;
ე) მორიგეობის დაწყებისას შეამოწმოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაუნარიანობა, გაუმართაობების აღმოჩენის შესახებ მოახსენოს გათვლის უფროს, მისი არყიფნის შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსს (ოცეულის მეთაურს) და მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს (ოცეულის მეთაურის მოადგილეს) და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
ვ) შეასრულოს მოწყობილობების გამოყენების წესები მასზე მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისათვის, აწარმოოს საჭირო საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
ზ) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) შეასრულოს შრომის დაცვის წესების მოთხოვნები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
ი) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ექსპლუატაცია ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად;
კ) აწარმოოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაობის, აგრეთვე საწვავ-საპოხი მასალების და სპეციალური სითხეების ხარჯის აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) კომპეტეციის ფარგლებში მოამზადოს მიმაგრებული ტექნიკა ტექნიკური დათვალიერებისათვის;
მ) მოახსენოს გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსს (ოცეულის მეთაურს) და მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს (ოცეულის მეთაურის მოადგილეს) მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.
4. სააგენტოს დანაყოფის მძღოლს უფლება აქვს:
ა) შეიტანოს წინადადება მორიგე სამსახურის ორგანიზების, აგრეთვე მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ;
ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მძღოლს, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა მორიგეობაზე არ დაიშვება.
5. სააგენტოს დანაყოფის მძღოლს მორიგეობის პერიოდში ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის სამართავად გადაცემა სხვა პირებზე, მათ შორის იმ თანამდებობის პირებისათვის რომლებსაც ის ემორჩილება.
6. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1207
    

კომენტარები -
0

რეკლამა