მაშველი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მაშველი

უმცროსი ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1. სააგენტოს დანაყოფის მაშველი უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროს (ოცეულის მეთაურს) და მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს(ოცეულის მეთაურის მოადგილეს);
2. უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3. სააგენტოს დანაყოფის მაშველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღოს მასზე მიმაგრებული საავარიო-სამაშველო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემო¬წ-მება და ტექნიკური მომსახურება;
გ) გავიდეს გამოძახების ადგილზე და შეასრულოს მაშველის მოვალეობები საავარიო-სამაშველო, საძიებო სამუშაოების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს, აგრეთვე განახორციელოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული სამუშაოები;
დ) განახორხიელოს დაზარალებულთა ძებნა, გამოყვანა და ტრანსპორტირება სხვადასხვა პირობებში, აგრეთვე აღმოუჩინოს მათ პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, იცოდეს დაზარალებულების მდგომარეობის შეფასების ხერხები;
ე) შეასრულოს მოვალეობები მორიგე სამსახურის განხორციელებისას საგუშაგოებზე შიდა განაწესის მიხედვით;
ვ) სრულყოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და სამაშველო ინსტრუმენტთან, საავარიო-სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის უნარ-ჩვევები;
ზ) უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტა¬რულ-ჰიგიენური ნორმების მორიგეობის პერიოდში განუხრელი დაცვა;
თ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სამაშველო ინსტრუმენტის, საავარიო-სამაშველო მოწყობილობის, ინდივიდუალური აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;
ი) საჭიროების შემთ¬ხვე¬ვაში, შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიიღოს მონაწილეობა ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებში.
4. მაშველს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სამაშველო ინსტრუმენტით, საავარიო-სამაშველო მოწყობილობით და ინდივიდუალური აღჭურვილობით;
ბ) მიმართოს წინადადებებით ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს) ოცეულის მეთაურის მოადგილეს (მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს), გათვლის უფროსს მორიგე სამსახურის ორგანიზების პირობების გაუმჯობესების თაობაზე.
5. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
2193
    

კომენტარები -
0

რეკლამა