მეხანძრე-მაშველი
უმცროსი ინსპექტორი
(ფუნქცია მოვალეობა)
1.სააგენტოს დანაყოფის მეხანძრე-მაშველი უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროსს და მისი არყოფნის შემთხვევაში ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს);
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.სააგენტოს დანაყოფის მეხანძრე-მაშველი, საჭიროების შემთხვევაში, საქმიდან გამომდინარე, ასრულებს სააგენტოს დანაყოფის უფროსი მეხანძრე-მაშველის მითითებებს;
4.მეხანძრე-მაშველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა)მორიგეობის დაწყებისას მიიღოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ინსტრუმენტი, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობები გათვლის ტაბელის ნომრის მიხედვით;
ბ)კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემო¬წ-მება და ტექნიკური მომსა¬ხუ¬რება;
გ)შეასრულოს მოვალეობები მორიგე სამსახურის განხორციელებისას საგუშაგოებზე და შიდა განაწესის მიხედვით;
დ)გავიდეს გამოძახების ადგილზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ე) სრულყოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და სახანძრო ინსტრუმენტთან, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის უნარ-ჩვევები;
ვ)უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტა¬რულ-ჰიგიენური ნორმების მორიგეობის პერიოდში განუხრელი დაცვა;
ზ)გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ინსტრუმენტის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის, ინდივიდუალური აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა.
5. სააგენტოს დანაყოფის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახანძრო ინსტრუმენტით, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობით და ინდივიდუალური აღჭურვილობით;
ბ) გაეცნოს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას;
გ) მიმართოს წინადადებებით ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს), გათვლის უფროსს მორიგე სამსახურის ორგანიზების პირობების გაუმჯობესების თაობაზე.
6. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0