ოცეულის მეთაურის მოადგილე - მორიგე ცვლის უფროსის მოადგილე » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ოცეულის მეთაურის მოადგილე - მორიგე ცვლის უფროსის მოადგილე

ოცეულის მეთაურის მოადგილე - მორიგე ცვლის უფროსის მოადგილე

(ფუნქცია მოვალეობა)

1. სააგენტოს დანაყოფებში მორიგე ცვლის უფროსის მოადგილე არის მორიგე ცვლის საავარიო-სამაშველო გათვლის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და მორიგე ცვლაში ის ემორჩილება მორიგე ცვლის უფროსს;
2. უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3. მორიგე ცვლის უფროსის მოადგილე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მორიგე ცვლის საავარიო-სამაშველო გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ მორიგე სამსახურის განხორციელება, მათ შორის შეამოწმოს შიდა განაწესის პირების მიერ მორიგე სამსახურის განხორციელება;
ბ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის პირადი შემადგენლობის სამსახურებრივი მომზადების გეგმის, სასწავლო მეცადინეობების განრიგის შესრულება, პირადად ჩაატაროს მეცადინეობები, გააკონტროლოს საავარიო-სამაშველო გათვლის უფროსის მიერ სასწავლო მეცადინეობების ჩატარების დროულობა და მომზადების ხარისხი;
გ) შეისწავლოს სააგენტოს დანაყოფის გასვლის რაიონი, პოტენციურად საშიში ობიექტების განლაგება და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
დ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული ძირითადი მოქმედებების უზრუნველყოფისათვის, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საავარიო-სამაშველო ტექნიკის და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნისათვის;
ე) მოახსენოს მორიგე ცვლის უფროსს საავარიო-სამაშველო ტექნიკის და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესრულება და დისციპლინის დაცვა მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ;
ზ) გააკონტროლის მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი;
თ) უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის დღის განაწესით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ი) უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის სამსახურებრივ სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი რეჟიმის დაცვა;
კ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის ორგანიზების მარეგლამენტირებელი და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინას¬წარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება-კორექტირება;
ლ) უზრუნველყოს საავარიო-სამაშველო გათვლაში ახლადმიღებული მაშველების პირველდაწყებითი სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლე¬ბე¬ბის პირადად ჩატარება მეცადინეობის განრიგის შესაბამისად;
მ) დაეხმაროს ცვლის უფროს დანაყოფის მძღოლების მიერ ცვლაში საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის აღრიც¬ხვის კონტროლის საკითხების მოგვარებაში;
ნ) სპეციალიზაციის მიხედვით, დანაყოფის ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულების განხორციელების უზრველყოფისათვის, შეასრულოს სამუშაოები სააგენტოს დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირების და ცვლის უფროსის დავალების შესაბამისად;
4. მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვა¬ლეობების შესრულება;
ბ) მოითხოვოს მორიგე ცვლის საავარიო-სამაშველო გათვლის პირადი შემადგენლობისგან თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება;
გ) გასცეს შესაბამისი განკარგულებები მორიგე ცვლის საავარიო-სამაშველო გათვლის პირად შემადგენლობისათვის და გააკონტროლოს მათი შესრულება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს წინადადებები მორიგე ცვლის უფროსს მორიგე ცვლის საავარიო-სამაშველო გათვლის პი¬რადი შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესა¬ხებ, აგრეთვე გათვლაში მორიგე სამსახურის ორგანიზებისათვის პირობების გაუმჯობესებისათვის;
ე) მოითხოვოს და მიიღოს გასვლის რაიონში არსებული ოპე¬რა¬¬ტიული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე გაეცნოს სამსახურის ორგანიზების განმკარგულებელ და სხვა დოკუმენტაციას;
5. მორიგე ცვლის უფროსის მოადგილის უეცარი ავადმყოფობის დროს (ან სხვა შემთხვე¬ვაში, რომელიც გამორიცხავს მერიგე ცვლის უფროსის მოადგილის მიერ მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას) მორიგე ცვლის უფროსი ან/და სააგენტოს დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირები იღებს გადაწყვეტილებას მისი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების თაობაზე. ამ შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსის მოადგილის მოვა¬ლეო¬ბების შესრულება ეკისრება სააგენტოს დანაყოფის საავარიო-სამაშველო გათვლის ერთ-ერთ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელსაც გააჩნია საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება და მორი¬გე ცვლის უფროსის მოადგილის მოვალე¬ობის დამოუკიდებლად შესრულების უფლება.
6. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
2127
    

კომენტარები -
0

რეკლამა