გათვლის უფროსი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

გათვლის უფროსი

უმცროსი ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1. სააგენტოს დანაყოფებში გათვლის უფროსი ემორჩილება მორიგე ცვლის და მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს და ითვლება მორიგე ცვლა¬¬ში შემავალი გათვლების პირადი შემადგენლობის უშუალო უფროსად;
2. უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას.
3. სააგენტოს დანაყოფების გათვლის უფროსი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) იცოდეს მორიგე სამსახურის ორგანიზების და განხორციელების წესი;
ბ) იცოდეს სააგენტოს დანაყოფის გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტეციურად საშიში ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
გ) მორიგე ცვლების შეცვლისას უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის, სათავსების ინვენტარის და სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება;
დ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მზადყოფნა;
ე) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კავშირის საშუალებების მდგომარეობა, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის მოძრაობის შესაძლებლობა სააგენტოს დანაყოფის გასვლის რაიონის საზღვრებში;
ვ) განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რომლებიც განსაზღვრულია სააგენტოს დანაყოფის ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებით;
ზ) უზრუნველყოს გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინის და დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი დაცვაზე კონტროლი;
თ) შეასრულოს სააგენტოს დანაყოფის დღის განაწესით გათვალისწინებული ღონისძიებები და ჩაატაროს მეცადინეობები პირად შემადგენლობასთან;
ი) უზრუნველყოს გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო-სამწყობრო, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენების ნორმატივების შესრულებასათვის შესაბამისი ვარჯიშების ჩატარების ორგანიზება;
კ) გააკონტროლოს მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვის წესი გათვლაზე მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე;
ლ) შეასრულოს შრომის დაცვის წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და გააკონტროლოს მათი შესრულება გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ;
მ) მოახსენოს ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს) ან მის მოადგილეს (ოცეულის მეთაურის მოადგილეს) გათვლის პირადი შემადგენლობის საჩივრების და თხოვნის, ავადმყოფობის, მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის დაკარგვის ან გაუმართაობების შესახებ;
ნ) შეასრულოს ოცეულის მეთაურის (მორიგე ცვლის უფროსის) ან/და ოცეულის მეთაურის მოადგილის (მორიგე ცვლის უფროსის მოადგილის) მოვალეობები მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. სააგენტოს დანაყოფის სახანძრო-სამაშველო და სამაშველო მორიგე ცვლის გათვლის უფროსს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) მიმართოს წინადადებებით ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს) ან/და ოცეულის მეთაურის მოადგილეს (მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს) გათვლის პირადი შემადგენლობის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ, დისციპლინისა და შრომის დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) მიმართოს წინადადებებით ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს) ან/და ოცეულის მეთაურის მოადგილეს (მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს) გათვლის პირადი შემადგენლობის წახალისების ან დასჯის თაობაზე, აგრეთვე მორიგე სამსახურის ორგანიზების პირობების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით;
5. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
2444
    

კომენტარები -
0

რეკლამა