ოცეულის მეთაური - მორიგე ცვლის უფროსი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ოცეულის მეთაური - მორიგე ცვლის უფროსი

ოცეულის მეთაური - მორიგე ცვლის უფროსი

(ფუნქცია მოვალეობა)

1. სააგენტოს დანაყოფებში მორიგე ცვლის უფროსი არის მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და ემორჩილება იმ დანაყოფის ხელმძღვანელებს, რომლის შტატშიც ის ირიცხება;
2. უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3. მორიგე ცვლის უფროსი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ მორიგე სამსახურის განხორციელება, მათ შორის შეამოწმოს შიდა განაწესის პირების მიერ მორიგე სამსახურის განხორციელება;
ბ) შეისწავლოს სააგენტოს დანაყოფის გასვლის რაიონი, პოტენციურად საშიში ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, სააგენტოს დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
გ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის პირადი შემადგენლობის სამსახურებრივი მომზადების გეგმის, სასწავლო მეცადინეობების განრიგის შესრულება, პირადად ჩაატაროს მეცადინეობები, გააკონტროლოს გათვლის უფროსის მიერ სასწავლო მეცადინეობების ჩატარების დროულობა და მომზადების ხარისხი;
დ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული ძირითადი მოქმედებების უზრუნველყოფისათვის, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახან¬ძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნისათვის;
ე) განახორციელოს სააგენტოს დანაყოფის გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, გასასვლელების და მისასვლელების მდგომარეობის კონტროლი;
ვ) მოახსენოს სააგენტოს დანაყოფის ხელმძღვანელს ან/და ოპერატიულ მორიგეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახან¬ძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ღიგიენური ნორმების შესრულება და დისციპლინის დაცვა მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ;
თ) გააკონტროლის მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი;
ი) განახორციელოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების და გაზკვამლდაცვის სამსახურის დოკუმენტაციის სწორი წარმოების კონტროლი;
კ) უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის დღის განაწესით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ლ) მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის რომელიმე წევრის ავადმყოფო¬ბის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ და მოახსენოს სააგენტოს დანაყოფის უფროსს და ოპერატიულ მორიგეს;
მ) სპეციალიზაციის მიხედვით, დანაყოფის ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მიართულების განხორციელების უზრველყოფისათვის, შეასრულოს სამუშაოები სააგენტოს დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირების დავალების შესაბამისად;
ნ) უზრუნველყოს სააგენტოს დანაყოფის სამსახურებრივ სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი რეჟიმის დაცვა;
ო) უზრუნველყოს მორიგე ცვლის ორგანიზების მარეგლამენტირებელი, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება-კორექტირება;
პ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლადმიღებული თანამშრომლების პირველდაწყებითი სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლებების პირადად ჩატარება მეცადინეობის განრიგის შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყოს მძღოლების მიერ ცვლაში საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის აღრიც¬ხვის კონტროლი.
4. მორიგე ცვლის უფროსს ეკრძალება:
ა) მორიგე ცვლის ადგილმდებარეობის მიტოვება, გარდა ამ წესებით გათვალისწინებუ¬ლი შემთხვევებისა;
ბ) მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის რომელიმე წევრის შეცვლა ან გათავისუფლება გარდა შემთ¬ხვე¬ვებისა, რომლებიც დაკავშირებულია მორიგე ცვლის მიერ სამსახურებრივი მოვალეო¬ბის შესრულებასთან;
გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მოხსნა გათვლიდან (გარდა ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვე¬ვებისა).
5. მორიგე ცვლის უფროსს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვა¬ლეობების შესრულება;
ბ) მოთხოვოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობისგან თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება;
გ) გასცეს შესაბამისი განკარგულებები მორიგე ცვლის პირად შემადგენლობისათვის და გააკონტროლოს მათი შესრულება;
დ) უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში გაათავისიფლოს შრომის დაცვის წესების და დისციპლინის დამრღვევი პირები მორიგე სამსახურის შესრულებისაგან, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს წინადადებები სააგენტოს დანაყოფის უფროს თანამდებობის პირებს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე მორიგე სამსახურის ორგანიზებისათვის პირობების გაუმჯობესებისათვის;
ვ) მოითხოვოს და მიიღოს გასვლის რაიონში არსებული ოპე¬რა¬¬ტიული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე გაეცნოს სამსახურის ორგანიზების განმკარგულებელ და სხვა დოკუმენტაციას;
6. მორიგე ცვლის უფროსის უეცარი ავადმყოფობის დროს (ან სხვა შემთხვე¬ვაში, რომელიც გამორიცხავს მერიგე ცვლის უფროსის მიერ მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას) სააგენტოს დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირები იღებენს გადაწყვეტილებას მისი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების თაობაზე. ამ შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსის მოვა¬ლეო¬ბების შესრულება ეკისრება მორიგე ცვლის უფროსის მოადგილეს, ხოლო ამ საშტატო ერთეულიას არ არსებობის შემთხვევაში სააგენტოს დანაყოფის ერთ-ერთ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელსაც გააჩნია ხანძრების ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება და მორიგე ცვლის უფროსის მოვალე¬ობის დამოუკიდებლად შესრულების უფლება.
7. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1211
    

კომენტარები -
0

რეკლამა