განყოფილების უფროსის მოადგილე » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » განყოფილების უფროსის მოადგილე

განყოფილების უფროსის მოადგილე

(ფუნქცია მოვალეობა)

1.ექვემდებარება სამსახურის უფროსს, სამსახურის უფროსის მოადგილეს, განყოფილების უფროსს;
2.ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, განყოფილების უფროსის წინაშე;
3.ასრულებს ხელმძღვანელი პირების მითითებებსა და დავალებებს;
4.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
5.დაამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის ხელმძღვანელ პირს წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
6.კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომლების სამუშაო გარემოსათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისათვის ხელმძღვანელი პირისადმი შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
7.დადგენილი წესის შესაბამისად და/ან ხელმძღვანელი პირის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
8.განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, კოორდინაციას უწევს განყოფილებაში ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესს;
9.ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამის სფეროში მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულებით;
10.აკონტროლებს თანამშრომელთა ყოველდღიური სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობას;
11.ხელმძღვანელის წინაშე წარსდგება წინადადებით განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების შემუშავების თაობაზე;
12.კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით, მონაწილეობას იღებს ადგილობრივი მაშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და პრევენციის, ასევე შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში;
13.განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, ორგანიზება უწევს პირადი შემადგენლობის სახანძრო ტაქტიკურ-ტექნიკურ და სახანძრო სამწყობრო მომზადებას;
14.პასუხისმგებელია პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფაზე;
15.უზრუნველყოფს ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობას;
16.კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების (მეხანძრე–მაშველი) მომზადებას. შესაბამისი სწავლების ჩატარების უზრუნველყოფას მაშველთა მომზადებისა და გადამზადების მიზნით, რეაგირების ძალების პირადი შემადგენლობის გადამზადების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობას;
17.ვალდებულია აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს, მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მიზნით, ასევე ქონების გადარჩენისათვის, როგორც უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ასევე დროის ნებისმიერ მონაკვეთში;
18.კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს დაგეგმილ ვარჯიშებში (სამაგიდო, ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში, კომპლექსური ვარჯიში);
19.კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით მონაწილეობას იღებს ადგილობრივი და რეგიონის მაშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და პრევენციის, ასევე შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში;
20.ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
21.განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
22.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1976
    

კომენტარები -
0

რეკლამა