განყოფილების უფროსი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

განყოფილების უფროსი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.განყოფილების უფროსი უშუალოდ ემორჩილება სამმართველოს უფროსს (უფროსის მოადგილეს) და სამსახურის უფროსს (უფროსის მოადგილეს);
2.ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობას. გადის ხანძრის ჩაქრობის, ავარიების ლიკვიდაციის, სტიქიური უბედურების ადგილებზე;
3.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
4.უზრუნველყოფს მორიგე ცვლებში მორიგე სამსახურის ორგანიზებასა და კონტროლს;
5.აანალიზებს მორიგე ცველების პირადი შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;
6.ახორციელებს კონტროლს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ შიდა განაწესის შესრულებაზე;
7.ფლობს ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონის, მის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხანძარ და ფეთქებადხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, გასასვლელების და კავშირის საშუალებების მდგომარეობის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;
8.ორგანიზებას უწევს სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის პროფესიულ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს სახანძრო-ტაქტიკურ მეცადინეობებს პირად შემადგენლობასთან, სამწყობრო დათვალიერებას, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ვარჯიშებს, საკლასო-ჯგუფურ მეცადინეობებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე;
9.უზრუნველყოფს კონტროლს სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებაზე, გასასვლელებსა და კავშირის საშუალებებზე იღებს ზომებს აღმოჩენილი გაუმართაობების აღმოსაფხვრელად, გასვლის რაიონის საზღვრებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;
10.უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის და რადიაციულ-ქიმიური დაცვის საშუალებების მუდმივ მზადოფნას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
11.უზრუნველყოფს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის წესების მოთხოვნების შესრულებას, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირად შემადგენლობასთან მომხდარი უბედური შემთხვევების კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულ და ამომწურავ გამოკვლევას;
12.უზრუნველყოფს გასვლის რაიონში მომხდარი ხანძრების შესწავლის სისრულეს და ობიექტურობას;
13.სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების განკარგულების საფუძველზე იღებს ზომებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის „გაძლირებულ მზადყოფნაზე“ გადასაყვანად;
14.კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს დანაყოფის პირადი შემადგენ¬ლო¬ბი-სათვის შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს (განკარგულებებს), აგრეთვე მოითხოვს მათ შესრულებას;
15.კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შემადგენლობას თადარიგში არსებული ტექნიკის ხარჯზე;
16.კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვს და იღებს მორიგე სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემებს და ოპერატიულ ინფორმაციას;
17.ამოწმებს მორიგე ცვლების მზადყოფნას ხანძრის ჩაქრობისა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
18.ესწრება მორიგე ცვლების გადაბარებას, ამოწმებს სამსახურის შიდა განწესის შევსების სისწორეს;
19.უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და სამაშველო შეიარაღების მუდმივ მზადყოფნას, აგრეთვე კონტროლს მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე და საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის აღრიცხვაზე;
20.ორგანიზებას უწევს ხანძარსაშიში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების კორექტირებას. უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო სათავსების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობას;
21.იცის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის წესები და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
22.სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მიერ წარდგენილი პირი;
23.განიხილავს შემოსულ წერილებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს.
24.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
2109
    

კომენტარები -
0

რეკლამა