სამსახურის უფროსი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სამსახურის უფროსი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.სამსახურის უფროსი უშუალოდ ემორჩილება სამმართველოს უფროსს (უფროსის მოადგილეს).
2.ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობას. გადის ხანძრის ჩაქრობის, ავარიების ლიკვიდაციის, სტიქიური უბედურების ადგილებზე.
3.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
4.უზრუნველყოფს მორიგე სამსახურის ორგანიზებასა და კონტროლს.
5.აანალიზებს მორიგე ცვლების პირადი შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.
6.ახორციელებს კონტროლს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ შიდა განაწესის შესრულებაზე.
7.ფლობს ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონის, მის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხანძარ და ფეთქებადხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, ხანძარსაწი¬ნააღ¬მდეგო წყალმომარაგების, გასასვლელების და კავშირის საშუალებების მდგომარეობის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
8.ორგანიზებას უწევს სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის პროფესიულ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომ¬ზა¬დებას; დადგენილი წესით ატარებს სახანძრო-ტაქტიკურ მეცადინეობებს პირად შემადგენლობასთან, სამწყობრო დათვალიერებას, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ვარჯიშებს, საკლასო-ჯგუფურ მეცადინეობებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე.
9.უზრუნველყოფს კონტროლს სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებაზე, გასასვ¬ლე¬ლებსა და კავშირის საშუალებებზე იღებს ზომებს აღმოჩენილი გაუმართაობების აღმოსაფხვრელად, გასვლის რაიონის საზღვრებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
10.უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის და რადიაციულ-ქიმიური დაცვის საშუალებების მუდმივ მზადოფნას და დადგენილი წესით შენახვას.
11. უზრუნველყოფს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის წესების მოთხოვნების შესრულებას, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირად შემადგენლობასთან მომხდარი უბედური შემთხვევების დადგენილი წესით დროულ და ამომწურავ გამოკვლევას.
12.უზრუნველყოფს გასვლის რაიონში მომხდარი ხანძრების შესწავლის სისრულეს და ობიექტურობას.
13.სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების განკარგულების საფუძველზე იღებს ზომებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის „გაძლირებულ მზადყოფნაზე“ გადასაყვანად.
14.კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს დანაყოფის პირადი შემადგენლობისათვის შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს (განკარგულებებს), აგრეთვე მოითხოვს მათ შესრულებას.
15.კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შემადგენლობას თადარიგში არსებული ტექნიკის ხარჯზე.
16.კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვს და იღებს მორიგე სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემებს და ოპერატიულ ინფორმაციას.
17.ამოწმებს მორიგე ცვლების მზადყოფნას ხანძრის ჩაქრობისა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.
18.ესწრება მორიგე ცვლების გადაბარებას, ამოწმებს სამსახურის შიდა განწესის შევსების სისწორეს.
19.უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და სამაშველო შეიარაღების მუდმივ მზადყოფნას, აგრეთვე კონტროლს მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე და საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის აღრიცხვაზე.
20.ორგანიზებას უწევს ხანძარსაშიში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების კორექტირებას. უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო სათავსების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობას.
21.იცის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის წესები და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.
22.კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ან ხელს აწერს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგლამენტირებელ დოკუმენტაციას.
23.ორგანიზებას უწევს სამსახურის სამუშაო გეგმების და გაწეული სამუშაოს ანგარიშის მომზადებას.
24.ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე და სახანძრო ზედამხედველობის სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის საკითხში.
25.სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმებას და გამოკვლევას.
26.წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
27.დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისაგან, მათ შორის მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვს და იღებს შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტებს ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგო¬მა¬რეობის, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების შესახებ, აგრეთვე განმარტებებს, ცნობებს, საბუთებს და მათ ასლებს იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მათ ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვევს ზემოთ აღნიშნულ პირებს.
28.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზებას უწევს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე.
29.ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის დროს ორგანიზებას უწევს ხანძრის გაჩენის მიზეზის (ან სავარაუდო მიზეზის), მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის (ან სავარაუდო პირის) გამოსავლენად შეკრებილი მასალების ანალიზის და პროფესიული შეფასების სამუშაოებს, აგრეთვე იმ გარემოებების დადგენას, რომლებმაც იმოქმედა მათი პასუხიმგებლობის ხარისხსა და ხასიათზე;
30.ამზადებს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წინადადებებს შესა¬ბამის ტერი-ტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენისათვის.
31.ამზადებს სასამართლოსთვის მოტივირებული მიმართვას, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას.
32.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) დასკვნის მომზადებას და გაცემას.
33. აუქმებს (ცვლის) სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ქვემდგომი სახელ¬მწიფო ინსპექტორის მიერ მიღებულ არაკანონიერ და/ან დაუსაბუთებელ გადაწყვე¬ტილებებს.
34.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობს სხვა უფლებებით.
35.განიხილავს შემოსულ წერილებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს.
36.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
2113
    

კომენტარები -
0

რეკლამა