სამოქალაქო ზედამხედველობის ხაზით » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » სამოქალაქო ზედამხედველობის ხაზით

სამოქალაქო ზედამხედველობის ხაზით

უფროსი ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.უფროსი ინსპექტორი ემორჩილება სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს და განყოფილების უფროსს. საკუთარ მუშაობას წარმართავს განყოფილების უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით;
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზების განყოფილების უფროსი ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კონტროლის ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო მართვის და რისკის მართვის გეგმების შესრულების, მუნიციპალიტეტებისა და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების შემოწმება და გამოკვლევა;
ბ) გასცეს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა;
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალისწინებით;
დ)სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისარგებლოს სხვა უფლებებით;
ე)მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში;
ვ) აკონტროლებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პროცედურების სათანადოდ შესრულებას.
4.სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზების განყოფილების უფროსი ინსპექტორი ვალდებულია :
ა)იცოდეს და შეასრულოს სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების და სამოქალაქო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს კონტროლის ღონისძიებები;
გ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოიკვლიოს ზედამხედველობის ობიექტები,ტერიტორიები და სათავსები, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ;
დ)კონტროლის ღონისძიებების შედეგები გააცნოს ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილ პირებს;
ე)გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებები სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღკვეთისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით;
ვ)მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ გავრცელებაში, აწარმოოს ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და ანალიზი საქმიანობის მიმართულების მიხედვით.
ზ)შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოვალეობანი.
5.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1957
    

კომენტარები -
0

რეკლამა