რას ეწოდება დენის მოკლე ჩართვა? » მთავარი გვერდი
                                რეკლამა

ვებ.გვერდ "ცეცხლთან მებრძოლები"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » რას ეწოდება დენის მოკლე ჩართვა?

რას ეწოდება დენის მოკლე ჩართვა?

დენის მოკლე ჩართვა ეწოდება მოვლენას მაშინ, როდესაც ორი ან რამოდენიმე სხვადასხვა ნიშნის გამტარი ეხება ერთიმეორეს უშუალოდ ან დენგამტარი საგნის საშუალებით – იზოლაციის გარეშე.
– მოკლე ჩართვის მიზეზებია;
1.სხვადასხვა ნიშნიანი შიშველი ელსადენების ურთიერთშეხება. ეს ხდება გამტარის ურთიერთ დაშორების დაუცველობით როცა ისინი შიშველია.
2.გარეშე დენგამტარი საგნების ძაბვის ქვეშ არსებულ შიშველ სადენებზე შეხება.
3. დაზიანება ელსადენებზე(ლურსმნის ჩაჭედვა სადენებში. შენობის ნაწილების ხახუნი სადენებზე).
4.მიწისქვეშა ელგაყვანილობის დამცველი გარსის დაზიანება.
5.მავნე სითბური ენერგიის მოქმედება იზოლაციაზე.
6.ქიმიური ზემოქმედება.
7.ელ მანქანებში და აპარატებში საგნების ჩავარდნა.
8.ზეთიან ტრანსფორმატორებში და აპარატებში ზეთის დაჭუჭყიანება დენგამტარი ნაწილაკებით.
1896
    

კომენტარები -
0

რეკლამა