სანიტარული დაცვა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სანიტარული დაცვა

თავი I

ადამიანის სხეულის აგებულება

მეხანძრე მაშველის სამსახური დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საშიშროებასთან. ხანძრის პირობებში მეხანძრე მაშველი შეიძლება დაიჭრას, შეიძლება დაიწვას მისი სხეულის ნაწილი და აგრეთვე მიიღოს სხვა სახის დაშავება. ამიტომ ყოველმა მეხანძრე - მაშველმა უნდა იცოდეს, პირველი დახმარების აღმოჩენა, მასთან ერთად მომუშავე ამხანაგებისათვის, აგრეთვე ხანძრით ან ავარიით დაშავებული მოქალაქეებისათვის და თავის თავისათვისაც.

1.ჩონჩხი

სხეულის მთავარი საყრდენი არის ჩონჩხი (ხერხემალი, გვერდები ხელის და ფეხის ძვლები). გვერდები გულ-მკერდის ხერხემლები და ძვალი შეადგენს გულ-მკერდის უჯრედს, რომელიც არის ფილტვებისა და გულის დამცველი. ხელები დამაგრებულია სხეულზე. მხარის სარტყელი შედგება ბეჭისა და ლავიწისაგან, რომლებიდან იწყება იდაყვისა და სხივის ძვლებთან შეერთებული მხარის ძვალი; ამ უკანასკნელს ეკვრის ხელის წვრილი მტევნები. მენჯის სარტყელი შედგება გავის ძვალზე დამაგრებულ ორი უსახელო ძვლისაგან, უკანასკნელიდან იწყება ბარძაყის ძვალი, რომლებიც შეერთებულია წვივის დიდ ძვალთან მუხლის ფიალით. მუხლის ფიალის გვერდზე მდებარეობს წვივის მცირე ძვალი. ჩონჩხის ბოლო თავდება ტერფის ძვლებით.
ადამიანის ჩონჩხის თავის მაგარ ფუძეს წარმოადგენს ქალა; ქალა დგას ხერხემლის კონუსზე. თავის ქალის წინა ზედაპირის ძვლები წარმოადგენს პირისახის მაგარ საყრდენს.
ძვლები ურთიერთ შეერთებულია მჭიდროდ (თავის ქალის) ანდა მოძრავად, სახსრების საშუალებით.
ძვლებზე დამაგრებულია კუნთები. კუნთები შეკუმშვისას ახდენენ მათზე დამაგრებული ძვლების გადანაცვლებას. ძვალზე დამაგრებული კუნთის ბოლოს მყესი ეწოდება.

2.სისხლძარღვთა სისტემა

გული არის სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანო. გულის მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის სიცოცხლე, რადგან მისი შეუწყვეტელი მუშაობის გავლენით ხდება სისხლის მიმოსვლა ადამიანის სხეულის სისხლძარღვევში.
სისხლი აწოდებს ჩვენი სხეულის ყოველ ნაწილს ჟანგბადს და ამავე დროს აშორებს მას ნახშირორჟანგს. ჟანგბადი სისხლძარღვევში შედის ფილტვებით ჰაერის შესუნთქვის დროს, ნახშირორჟანგა გაზი კი გადის სისხლძარღვევიდან ამოსუნთქვის დროს.
სისხლძარღვები იყოფა არტერიალურ სისხლძარღვევად, რომლებიც გამოდიან გულიდან და, ჟანგბადის შემცვლელობის გამო, აქვთ ღია წითელი ფერის სისხლი, და ვენური სისხლძარღვევად, რომლებიც მიემართებიან გულისაკენ და აქვთ უფრო მუქი ფერის სისხლი.

3.სუნთქვა

სუნთქვა აწოდებს ადამიანის სხეულს ჟანგბადს და გამოაქვს მისგან ნახშირორაჟანგი.
ცხვირიდან შესუნთქვის დროს (სუნთქვა საჭიროა ცხვირით და არა პირით, რადგან ცხვირში გროვდება მტვერი და აგრეთვე ჰაერის სხვა მავნებელი ნარევი) ჰაერი შედის ხორხში, სადაც მოთავსებულია ადამიანის ბგერის წარმომშობი მბგერი იოგები, შემდეგ გადის სასუნთქავ ხორხში და ფილტვებში. სუნთქვა იყოფა ორ ფაზად - შესუნთქვად და ამოსუნთქვად. ჰაერის სესუნთქვისას ფილტვები ფართოვდება და ჰაერით ივსება, ამოსუნთქვისას კი იკუმშება, რის გავლენით ჰაერი გარეთ გამოდის. ნორმალურად ადამიანის სუნთქვა მიმდინარეობს 14-20 ჯერ წუთის განმავლობაში. ნორმალური სუნთქვის მიმდინარეობა შეიძლება დაიღვეს ჟანგბადის უქონლობით ანდა ჰაერში ნახშირორჟანგის სიჭარბით, რომლითაც ადამიანი სუნთქავს.
თუ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მოცულობით 16%-ზე ნაკლები იქნება, რასაც ხანდახან ადგილი აქვს ხანზრის პირობებში, მასინ წარმოიშობა ჟანგბადის შიმშილის ნიშნები: ქოშინი, ხშირი სუნთქვა, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაკარგვა და ხუთვა.

თავი II

პირველი დახმარების აღმოჩენა ხანძრის დროს.

1.პირველი დახმარება დაჭრის შემთხვევაში

ყოველნაირი დაჭრის დროს საჭიროა ჭრილობის სისუფთავის დაცვა. წმინდა ჭრილობა, რომელშიაც არ არის მტვერი, სიბინძურე და სხვადასხვა მიკრობები, უფრო ჩქარა და უკეთესად რჩება, ვიდრე ჭუჭყიანი ჭრილობა, რომლის მკურნალობის პროცესი დიდხანს გრძელდება. ამის გარდა ჭრილობის გაჭუჭყიანებას შეუძლია მძიმე და საშიშარი გართულების გამოწვევა (სისხლის მოწამვლა). ამიტომ, ყოველნაირი დაჭრისას საჭიროა ჭრილობის შეხვევა. ჭრილობაზე შეხვევის დადება უნდა ვიცოდეთ არა მარტო თავისი თავისათვის, არამედ დაჭრილი ამხანაგისათვის დახმარების აღმოსაჩენადაც. ჭრილობის შესახვევად გამოიყენება პირველი დახმარების სახვევი მასალა. ის შედგება ბანდისა და მარლის ორი პატარა ბალიშისაგან. ერთი ბალისა მიკერებულია ბანდის ბოლოზე, მეორე გადასაწევია. არაგამჭოლ ჭრილობაზე იდება ორი ბალიშა, ხოლო თუ ჭრილობა გამჭოლია, მაშინ ჭრილობის ორივე მხარეზე იდება თითო ბალიშა. ყოველი ჭრილობის შეხვევისას საჭიროა შემდეგი ძირითადი პირობების დაცვა; არ უნდა შევეხოთ ხელებით ბალიშის ჭრილობაზე დასადებ მხარეს; არ უნდა მოვბანოთ წყლით დაჭრილი ადგილი; არ უნდა მივადოთ ჭრილობაზე ქაღალდი, მიწა და აბლაბუდა. როცა საჭირო ხდება პაკეტის გახსნა,უნდა დავიჭიროთ

სანიტარული დაცვა

ჭრილობის შეხვევის ხერხები სხეულის სხვადასხვა ადგილას.

ის მარცხება ხელში და მივსწიოთ მარჯვენა ხელით ძაფი, რომლითაც გაკერილია ქსოვილი შალითას ზემო კიდე. ამის შემდეგ საჭიროა მეორე გარეზინებული შალითას გახვევა, ქაღალდის გარსის გახსნა და ორივე ხელის საჩვენებელი თითებისა და ცერების ჩაჭიდება წითელი ძაფით გაკერილი კომპრესის ზედაპირზე.
გარდა სწრაფი დახმარების პაკეტისა, ჭრილობის შესახვევად შეიძლება მარლის გამოყენება. ჭრილობაზე მარლის დადების შემდეგ საჭიროა მის ზემოტ ჰიგროსკოპიული ბამბის დადება, ბოლოს ბანდით შეხვევა. რა ადგილასაც არ უდა იყოს მიყენებული ჭრილობა - ხელზე, ფეხზე, ქალაზე თუ მკერდზე, მისი ბანდით შეხვევა უნდა დავიწყოთ ჭრილობის ქვემოდან, ამასთან ბანდი უნდა დავიჭიროთ მარჯვენა ხელსი და შემოვახვიოთ ჭრილობას მარცხნიდან მარჯვნივ.
სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობის შეხვევის ხერხები ნაჩვენებია სურათზე.
დაჭრილისათვის პირველი დახმარების აღმოჩენის დროს მთავარია არა მარტო შეხვევის დროულად დადება, არამედ სისხლდენის შეწყვეტა.
სიხლდენა არის არტერიალური იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობიდან ნაკადად ანდა შადრევნად გამოდის ღია ფერის სისხლი, ვენური, რომელიც ხასიათდება მუქი ფერის სისხლით, და კაპილარული, როდესაც სისხლი გამოდის მცირე სისხლძარღვებიდან მოდუნებულად. სიცოცხლისათვის ყველაზე უფრო საშიშია არტერიული სისხლდენა.

სანიტარული დაცვა

სისხლდენის დროს არტერიაზე მოჭერის ადგილები.

დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სახის სისხლდენას აქვს ადგილი, უნდა ვიცოდეთ მისი დენის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. სისხლდენის დროს არტერიაზე მოჭერის ადგილები ნაჩვენებია ნახატზე. სხეულზე არტერიის მიგნება ხდება მისი ძგერის მიხედვით, რაც გამოვლინდება სისხლძარღვზე თითის მიდების დროს.
ხელზე სისხლდენის შეჩერება შეიძლება იღლიის ღრმულში ძარღვებზე თითების დაჭერით. ფეხზე სისხლდენის შესაჩერებლად საჭიროა ბარძაყის შიდა მხარეზე გამავალ არტერიაზე ხელის დაჭერა. თავზე საფეთქელის არტერიის მიგნება შეიძლება წინიდან ყურის ზემო კიდესთან, ხოლო საძილე არტერიის - კისერზე ქვემო ყბის კუთხესთან.
სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება არტერიაზე თითის დაჭერა (10-15 წუთით) მაგრამ, როგორც წესი, სისხლდენის გაჩერება პირველ დახმარებისას ხდება შოლტით (რეზინის მილით), რომელსაც უჭერენ ჭრილობის ზემოთ, ოღონდ კანის გაჭედვის ასაცილებლად, შოლტის ქვეშ მოადებენ ცხვირსახოცს, ბამბას, ანდა მარლას. არტერიაზე შოლტს მაგრად უჭერენ, ისე რომ სისხდენა შეჩერდეს. შოლტის მოჭერილად გაჩერება შეიძლება მხოლოდ ორი საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოჭერილი ადგილის ქვემოთ შეიძლება წარმოიშვეს კიდურების განგრენა. თუ რეზინის მილი არ მოიპოვება, სისხლდენის შეჩერება ხედება ცხვირსახოცის ნასკვით, პირსახოცით, წმინდა ჩვრით, ღვედით, თოკით და ა.შ.; ნასკვში დებენ მოკლე ჩხირს, სახაზავს ანდა კალმისტარს და უჭერენ სისხლდენის სრულ შეჩერებამდე. ასეთი ხერხით სისხლდენის შეჩერებას ეწოდებას გადაგრეხა.

სანიტარული დაცვა

სისხლდენის გაჩერება შოლტით (რეზინის მილით) და ქსოვილის გრეხით.

სისხლდენის დროს პირველი დახმარების აღმოჩენისას მიზანშეწონილია დაშავებული კიდურის მაღლა აწევა (ფეხის ანდა ხელის).

2. პირველი დახმარების აღმოჩენა სიდამწვრის დროს

სიდამწვრე წარმოიშობა სხეულის ალზე ან ძალიან გახურებულ ნივთიერებებსა და საგნებზე შეხების დროს, აგრეთვე ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების გავლენით. ტანსაცმლის წვისას ცეცხლის ჩაქრობა საჭიროა წყლით და აგრეთვე ცეცხლმოდებულ საგანზე საბნის, მაზარისა და სხვა ამგვარი ქსოვილის დაფარებით. თუ სიდამწვრე გამოწვეულია ადუღებული წყლით, მაშინ ჯერ საჭიროა სიდამწვრის ადგილზე ცივი წყლის შხეფება და შემდეგ ტანსაცმლის გახდა ან გაჭრა. ყველაზე უმჯობესია დამწვარ ადგილზე 5% -იან კალიუმ-პერმანგანტის ხსნარში დასველებული ჩვრის დადება, ხოლო თუ ასეთი ჩვარი არ მოიპოვება, მაშინ ვაზელინის წასმა.
მჟავებით დაწვისას საჭიროა დაშავებულ ადგილას წყლის მოვლება, ანდა სოდით მობანა, შემდეგ ვაზელინის წასმა და შეხვევა. თუ სიდამწვრე გოგირდმჟავისაგან წარმოიშვა, მაშინ შეიძლება დაშავებული ადგილის წყლით მობანა; ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამწვარ ადგილზე სოდის მოფრქვევა, ვაზელინის წასმა და შეხვევა.
ტუტებით დაწვისას საჭიროა დაშავებულ ადგილზე ძმრისა და ბორის მჟავის სუსტი ხსნარის წასმა და ვაზელინ წასმული ნახვევის დადება. დაშავების სიძნელის მიხედვით წარმოიშობა სამი ხარისხის სიდამწვრე; პირველი ხარისხის სიდამწვრის დროს კანზე ჩნდება სიწითლე და სიმსიმვნე, მეორე ხარისხის სიდამწვრისას ბუშტები, მესამე ხარისხის სიდამწვრისას - კანისა და ზოგჯერ სხეულის ღრმა ნაწილების განგრენა; ამასთანავე დაშავებული ადგილი მუქი მიხაკისფერს ღებულობს. მაგრამ სახეში მისაღებია, რომ სიცოცხლის საფრთხე დაკავშირებულია არა მარტო სიდამწვრის ხარისხთან, რამდენად მისი სხეულზე გადასვლასთან. პირველი ხარისხის სიდამწვრეს შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი, თუ მოდებულია სხეულის ერთი მესამედის მეტ ნაწილზე. თუ სიდამწვრეზე ბუშტები გაჩნდა, - არ შეიძლება მათი ექიმის დაუკითხავად გაკვეთა.
ფუფხიანი ანუ მესამე ხარისხის სიდამწვრით დაშავებული ადამიანი ხშირად დიდ წყურვილს განიცდის, ასეთ შემთხვევაში წყურვილი უნდა დაკმაყოფილდეს ჩაის დალევით.

3.პირველი დახმარების აღმოჩენა კვამლით გამოწვეული ხუთვის დროს

ხუთვის ნიშნებია: თავბრუ, გულისრევა, თავის ტკივილი და ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვისა და გულის მოქმედების შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი. კვამლით გამოწვეული ხუთვის პირველი ნიშნებისთანავე საჭიროა დაშავებულთათვის სწრაფი და ენერგიული დახმარების აღმოჩენა. ამგვარ დაშავებულს უნდა მიეცეს ბევრი ჰაერით სუნთქვის საშუალება. ამისათვის საჭიროა მისი დაშავებისთანავე, წმინდა ჰაერზე გამოყვანა, ტანსაცმელს გახსნა, მკერდზე და სახეზე ცივი წყლის მისხურება; თუ დაშავებულს მაინც აღარ დაუბრუნდა ცნობიერება, მაშინ საჭიროა დაჟინებით და ხანგრძლივი ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე საჭიროა დაშავებულის პირის გაღება და ცხვირსახოცში შეხვეული თითით პირის ღრუს გამოწმენდა ლორწოსა და სხვა უცხო ნივთიერებისაგან. თუ ენა ჩავარდნილი აქვს, საჭიროა ენის ცხვირსახოცით ტაცება და გარეთ ამოწევა.
ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ყველაზე უფრო უმჯობესი სილვესტრის მეთოდით. ავადმყოფის მკერდის გაშიშვლებისას, საჭიროა მისი პირაღმა დაწვენა და ბეჭებქვეშ მუთაქად

სანიტარული დაცვა

ხელოვნური სუნთქვა სილვესტრის მეთოდით

შეხვეული ტანსაცმლის ამოდება ისე, რომ მკერდი უკან გადაწეული თავის ზემოთ მოექცეს. ხელოვნური სუნთქვის ჩამტარებელი დგება, დაშავებულის თავის უკან, ჩაავლებს ხელებს იდაყვებში, ასწევს მაღლა და გადაიქნევს ისე, რომ ხელები დაშავებულის სხეულის დონეს ეხებოდეს. შემდეგ დასწევს მის ხელებს დაბლა, იდაყვებს მაგრად მოუჭერს გვერდებსა და მკერდს. ხელების მაღლა აწევისას ხდება გულ-მკერდის გაფართოება, რასაც შედეგად მოჰყვება შესუნთქვა, ხელების ჩამოშვებისა და მკერდზე მოჭერისას ხდება გულ-მკერდის შეკუმკშვა - ამოსუნთქვა. ხელოვნური სუნთქვის ჩატარება საჭიროა მოთმენით და დიდხანს, - თექვსმეტჯერ წუთის განმავლობაში (შესაბამისად ნორმალურ სუნთქვასთან), სანამ დაშავებულს არ დაუბრუნდება ნორმალური სუნთქვის უნარი.

4.პირველი დახმარების აღმოჩენა ელექტროდენით დაშავებისას

ელექტროდენით დაშავებისას პირველი დახმარების აღმოჩენის დროს საჭიროა დაშავებულის რაც შეიძლება ჩქარა და ფრთხილად გათავისუფლება ელქტროდენისაგან. ასეთ შემთხვევაში ჯერ უნდა შევეცადოთ დენის ჩვეულებრივად, ე.ი. ჩამრაზით ამორთვა, ხოლო თუ ეს არ მოხერხდა, საჭიროა დაშავებულისაგან სადენის მოშორება. ამისათვის უწინარეს ყოვლისა, საჭიროა მოქმედება სადენზე ანდა დაშავებულზე, რითვისაც გამოიყენება მშრალი ჯოხი, ფიცარი, მშრალი ტანსაცმელი და ბაგირი - დენის შესაწყვეტად.
დაშავებულთან შეხებისას, საჭიროა ხელებზე რეზინის ხეთათმანების და ფეხებზე რეზინის კალოშების ჩაცმა; აგრეთვე შეიძლება დგომა მშრალ ხეზე, შუშაზე და მშრალ ტანსაცმელზე.
სანიტარული დაცვა

დაშავებულის ელექტროდენისაგან გათავისუფლების ხერხები

დენის შეწყვეტისას დაშავებულს უნდა გაეხსნას ტანსაცმელი და, საჭიროების მიხედვით, გაუკეთდეს ხელოვნური სუნთქვა.
ასეთივე ზომებს მიმართავენ ელექტროდენით დაწვის დროს.

5.პირველი დახმარების აღმოჩენა გულის წასვლის დროს

გულის წასვლად იგულისხმება ცნობიერების დაკარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის არასაკმარისად მიმოქცევით. გულის წასვლა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენამ, შეხუთულმა ჰაერმა, ძლიერმა დაღლამ და ა.შ.; გულის წასვლის ნიშნებია: ცნობიერების დაკარგვა, ფერმკრთალობა, ცივი ოფლი, სუსტი სუნთქვა და სუსტი მაჯისცემა.
რადგან გულის წასვლა ხდება ტვინში სისხლის არასაკმარისად მიმოქცევის გამო, საჭიროა ასეთი ავადმყოფის დაწვენა ისე, რომ თავი სხეულის დაბლა ჰქონდეს, ე.ი. საჭიროა მისი ფეხების მაღლა აწევა.
შემდეგ საჭიროა გულწასულის სახელოს, გახსნა, სარტყელის შემოხსნა, სარკმლის ან ფანჯრის გაღება (ზაფხულში) და ცხვირზე ფრთხილად ნიშადურის სპირტით დასველებული ბამბის მიდება - შესუნთქვის გამოსაწევად. თუ ავადმყოფს ამის შედეგაც არ დაუბრუნდა ცნობიერება, მაშინ საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. ცნობიერების დაბრუნებისას ავადმყოფს უნდა მიეცეს 20 წვეთი ვალერიანის წვეთები და მაგარი ჩაი.
3383
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0

რეკლამა