ინსტრუქცია შრომის დაცვის მეხანძრისათვის » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ინსტრუქცია შრომის დაცვის მეხანძრისათვის

ინსტრუქცია შრომის დაცვის მეხანძრისათვის

I. საერთო მდგომარეობა

სახანძრო დაცვის მუშაკების შრომა არსებითად განსხვავდება სამრეწველო წარმოების მუშაკების შრომისგან, მომსახურების სფეროსგან და ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფეროებისგან. ძირითადი განსხვავებები იმაში მდგომარეობს, რომ სახანძრო დაცვის მუშაკები არ ქმნიან მატერიალურ ფასეულობებს, არამედ იცავენ მათ ცეცხლისგან განადგურებისგან. მეხანძრეთა შრომა მოწოდებულია უზრუნველყოს ხანძრის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება (შრომის პროფილაქტიკური ხასიათი), უზრუნველყოს წარმოქმნილი ხანძრების ლიკვიდაცია (ოპერატიულ-ტაქტიკური). მეხანძრეთა შრომა, განსაკუთრებით ხანძრის ჩაქრობისას, გამოირჩევა დიდი სირთულით, ახლავს სრულიად განსახვავებული სახიფათო და საზიანო სამეწარმეო ფაქტორები, დიდი ფიზიკური და ნერვულ ფსიქოლოგიური დატვირთვა, ამიტომ ამაღლებული მოთხოვნები აქვს წაყენებული თავად მეხანძრეების მიერ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვას, ასევე სახანძრო ტექნიკის, აღჭურვილობის, შეიარაღების. მეხანძრის მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულებისთვის დაიშვებიან მამარობითი სქესის პირები, რომელთაც გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება; რომლებიც გამოსადეგნი არიან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, სამსახურეობრივი ფუნქციონალური ვალდებულებების შესასრულებლად. გავლილი აქვთ შესავალი ინსტრუქტაჟი სამსახურის მუშაკებისთვის შრომის დაცვაში და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ყველა მუშაკისათვის; გავლილი აქვთ სპეციალური პირველ დაწყებითი სწავლება; ბრძანებით არიან დანიშნულნი თანამდებობაზე.
II. სახიფათო და საზიანო ფაქტორები ხანძრის ჩაქრობისას

ხანძრის ჩაქრობისას უფრო მეტად დამახასიათებელი სახიფათო და დამაზიანებელი ფაქტორები, რომლებიც მეხანძრეებზე მოქმედებენ, არის კვამლის მაღალი კონცენტრაცია, მომწამლავი გაზები, ფსიქიკური დაძაბულობა, შენობის ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციის სიმცირე. სახიფათო სამეწარმეო ფაქტორი ეწოდება ისეთ ზემოქმედებას მუშაკზე, რომელიც განსაზღვრულ პირობებში იწვევს დაავადებას ან ჯანმრთელობის გაუარესებას. საზიანო სამეწარმეო ფაქტორებს განეკუთვნება: სამუშაო ზონაში ჰაერის ამაღლებული გაზიანობა; აწეული ან დაკლებული ტემპერატურა, ამაღლებული მიმართებითი, ბარომეტრული წნევა, ჰაერის იონიზაციის ხარისხი, ვიბრაციის ხმაურის ხარისხი, არასაკმარისი განათება. ზემოქმედების ხარისხზე და ხანგრძლივობაზე დამიკიდებულების მიხედვით საზიანო სამეწარმეო ფაქტორი შესაძლოა სახიფათო გახდეს. მაგალითად, ორთქლის და გაზების პერიოდულმა ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ორგანოების მწვავე დამწვრობა, და შედეგად ფილტვების პროფესიონალური დაავადება - პნევმოკონიოზი. სასუნთქი ტრაქტის გავლის ადამიანის ორგანიზმში აღწევენ მომწამლავი გაზები, ორთქლები, მტვერი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან - მშრალი, თხევადი და საზიანო ნივთიერებები საკვების მიღებისას; კანიდან - ნივთიერებები, რომელბიც კარგად იხსნებიან ქონის გარსში (სპირტი, აცეტონი, ბენზინი). ადამიანის ორგანიზმზე საერთო ტოქსიკური ზემოქმედების გარდა საზიანო ნივთიერებებმა შესაძლოა ადგილობრივი ზემოქმედებაც. ყველაზე ხშირად ეს არის კანის აძრობა საზიონო ნივთერებების მოხვედრის ადგილზე. ასე ზემოქმედებენ მჟავეები, ზოგიერთი მარილები და გაზები (ქლორი, გოგირდმჟავის ანჰიდრიდი, ქლორული წყალბადი და სხვ.). ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლოა სამი ხარისხის დამწვრობა გამოიწვიონ: პირველი ხარისხის დამწვრობა ხასიათდება კანის ავადმყოფული შესიებით და მისი გარეგანი დაზიანებით. მეორე ხარისხის დამწრობისას ჩნდება წყლულები. მესამე ხარისხის დამწვრობისას ხდება კანის დანახშირება. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება კანზე მოხვედრისას, ახორციელებს დამანგრეველ ზემოქმედებას არა მაშინვე, არამედ რამდენიმე საათის შემდეგ (მაგალითად - იზვესტ). ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის პერეკისი, სუსტ დამწვრობას იწვევს, მაგრამ თვალზე მოხვედრისას, მათ შეუძლიათ სიბრმავე გამოიწვიონ. უნდა აღინიშნოს, რომ მხედველობის ორგანოები დამწვრობაზე უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან.
ხანძრების ჩაქრობისას ხდება მტვრის სრულიად სხვადასხვაგვარ სახეობებთან შეხვედრა, რომელბიც საზიანო ნივთიერებებს განეკუთვნებიან. მტვერი - ეს არის მახვილი დისპერსიული ნაწილაკი, რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა სამეწარმეო პროცესისას, მათ შორის მაგარი და თხევადი აალებადი ნივთიერებების წვისას, ასევე სხვა ქიმიური პროცესებისას. მტვერი შეიძლება იყოს ორგანული (ცხოველური, მცენარეული, ასევე ზოგიერთი სინთეტიკური ნივთიერების მტვერი) და არაორგანული წარმომავლობის (მეტალური, მინერალური). უფრო ხშირად მტვერი კლასიფიცირდება დისპერსიულობის მიხედვით და წარმოქმნის საშუალების მიხედვით და შესაბამისად განასხვავებენ დეზიტეგრაციის აეროზოლებს, რომლებიც წარმოიქმნება მაგარი საგნების დაწვისას და კონდენსაციის აეროზოლებს, რომლებიც წარმოიქმენა სხვადასხვა ნივთიერების ორთქლის კონდენსირებისას.
ნორმალურ ატმოსფერულ გარემოდ მიიჩნევა ისეთი, რომელშიც ჰაერში გაზების მოცულობა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან( % მოცულობით): აზოტი - 78.08; ჟანგბადი - 20.95; არგონი - 0.93 %; სხვა გაზები - 0.01.
საჰაერო გარემო ხასიათდება არა მხოლოდ გაზური შემადგენლობით, არამედ ჰაერის ტემპერატურითაც, სინოტივითაც. ამას გარდა, ჰაერში შეიძლება იყოს საზიანო ნივთიერებები (გაზები, ორთქლები, აეროზოლები). ყველა ეს პარამეტრი ახასიათებს სამუშაო ზონის მიკროკლიმატს.
ძირითადი მიმართულებები ადამინისთვის სამუშაო ზონაში ნორმალური სამუშაო პირობების შესაქმნელად არის:
ოპერაციების და აღჭურვილობის მუშაობის რეჟიმის გამორიცხვა, რომელსაც ახლავს საზიანო ორთქლები , გაზები და აეროზოლები;
1.ვენტილაციის გამოყენება, გათბობის, კონდიცირების;
2.სითბური გამოსხივებოსგან დამცავი საშუალებების გამოყენება;
3.ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.
III. უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს წინ და სამუშაოს დროს

მორიგეობის ან ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრეებზე სახიფათო და საზიანო სამეწარმეო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად გამოიყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს განეკუთვნება:
1.მაიზოლირბელი კოსტიუმები - სითბურდამცავი;
2.სპეც.ტანსაცმელი - კომბინიზონები, ქურთუკები, შარვლები, ხალათები,, ჟილეტები, ქურქი, ნახეავრშუბა.
3.სპეც.ფეხსაცმელი - ბათინკები, ბოტები,
4.სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები - გაზსაწინააღმდეგოები, რესპირატოები;
5.ხელების დამცავი საშულებები - სახელოები, ხელთათმანები;
6.თვალების დამცავი საშუალებები - დამცავი სათვალეები;
7.წინასწარდამცავი საშუალებები - დამცავი ქამრები, კარაბინები, დიელექტრული ბოტები, კოვრიკები;
8. დამცავი დერმატოლოგიური საშუალებები - კრემები, მალამოები, სარეცხი საშუალებები.
უფრო მეტად გავრცელებულ მაიზოლირებელ კოსტიუმს სახანძრო დაცვის სამსახურში წარმოადგენს სითბოამრეკი კოსტიუმი. ის გამოიყენა მეხანძრის დასაცავად სითბური ზემოქმდებისაგნ ხანძრის ჩაქრობისას ნავთობი გაზური შადრევნებისას, ტყეების და სხვა ობიექტების რომელბიც დიდი რაოდენობით სხივურ ენერგიას გამოჰყოფენ.
ასეთი კოსტიუმი შედგება ქურთუკისგან, ნახევარკომბინიზონისგან, მუზარად ნიღბისგან, სახელოებისგან, ჟანგბადური მაიზოლირებელი გაზსაწინააღმდეგოსგან. კოსტიუმები მზადდება სხეულამრეკლი ქსოვილისგან მეტალის საფარით.
მეხანძრის სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დანიშნულია წყლისგან და უკიდურესად აქტიური ნივთიერებების ხსნარებისგან დასაცავად, ჩამოვარდნილი საგნების დარტყმისგან დასაცავად. მეხანძრის აღჭურვილობა შედგება ქურთუკისგან, მუზარადისგან, ქამრისგან სახანძრო ქამრის კარაბინისგან, სახელოებისგან და რეზინის ჩექმებისგან. ზამთრის პერიოდში მეხანძრეებს აძლევენ ქურთუკს, შარვლებს, მუზარადის ქვედას სიცივისგან დასაცავად. აღჭურვილობამ საიმედოდ უნდა დაიცვას მეხანძრე ტრავმებისგან და წვადი პროდუქტების მავნე ზემოქმედებისგან ხანძრის ჩაქრობის დროს.
საბრძოლო და დამცავი ტანსაცმელი, თბილი ტანსაცმლის საგნები, მუზარადი, მაშველი ქამრები პირად შემადგენლობას გადაეცემა მკაცრად ზომის მიხედვით. აკრძალულია სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, რომელსაც აქვს ნაკლი. მორიგეობაზე გასვლის წინ სპეციალური ტანსაცმელი, აღჭურვილობა დეტალურ შემოწმებას ექვემდებარება.
დამცავი დერმატოლოგიური საშუალებები დანიშნულების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა;
პროფილური პასტები, კრემები კანის დასაცავად ცხიმებისგან, ნავთობპროდუქტებისგან, ბოლისგან, სხვადასხვე ორგანული ნივთიერებების გამხსნელებისგან; ჰიდროფობიური პასტები და წყლისგან და სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარისგან დამცავი კრემები; სარეცხი საშუალებები და კანის მწმენდავები.
სასუნთქი ორგანოების დამცავი მაიზოლირებელი ნივთიერებები უზრუნველყოგენ ნომრალური სუნთქვისთის ჰაერის მიწოდებას და აიზოლირებენ სუნთქვის ორგანოებს გარემომცველი გარემოსგან. სახანძრო სამსახურებში უფრო ფართო გავრცელება ჰპოვა მაიზოლირებელმა გაზსაწინააღმდეგოებმა და საჰაერო-სასუნთქმა აპარატებმა.
ჟანგბადის მაიზოლირებელი გაზსაწინააღმდეგოები წარმოადგენენ მკაცრად ინდივიდუალურ საშუალებებს მჭიდროდ მიკრული მუზარადებით. დაწნეხილ ჰაერზე გაზსაწინააღმდეგოებით სარგებლობა შეუძლია საბრძოლო დანაყოფის ყველა პირს, მაგრამ მხოლოდ მუზარადების დეზინფექციის და ინდივიდუალური ნიღბების ქონის შემდეგ.
საწყობიდან გაზსაწინააღმდეგოს მიღების შემდეგ, მისი მეორე პირისთვის გადაცემისას, ინფექციურ შენობებში მუშაობის შემდეგ, ინფექციური დაავადების და შემოწმების შემდეგ გაზსაწინააღმდეგომ უნდა გაიაროს გამოწვლილვითი დეზინფექცია. საჰაერო სასუნთქი მოწყობილობების კონტროლი უნდა განხორციელდეს საბრძოლო გამოყენების პროცესში ან მათი ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას.
სპეციალური სახის სამუშაოების შესრულებისას დაცულ იქნას შრომის დაცვის ინსტრუქციის მოთხოვნები მოცემული სახის სამუშაოებისთვის.
IV.პირველადი სამედიცინო დახმარება

ხანძრები ქმნიან ადამიანების სხვადასხვა სახის დაზიანების წინაპირობებს. ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს ცეცხლისგან, მომწამლავი კვამლისგან, ელექტრული ძაბვისგან, ჭრილობისგან, დაზიანებებისგან, შენობის ნანგრევებისგან, სიმაღლიდან ჩამოვარდნისგან და სხვ.
გაწეული დახმარების საზრიანობიდან გამომდინარე, მისი ცოდნა გამოიყენოს ხელთარსებული მასალები ხშირად იმ ადამიანის სიცოცლის ბედს წყვეტს, რომელიც ხანძარმა დააზიანა.
ჭრილობისას პირველადი დახმარება მდგომარეობს სისხლდენის შეჩერებაში, ანტისეპტიკური სახვევის გაკეთებაში, რომელიც ჭრილობას გარეგანი ზემოქმედებისგან იცავს და მასში მიკრობებს არ უშვებს.
სანამ კანს შეახვევდნენ ჭრილობის გარშემო ახდენენ სპირტის საშუალებით დეზინფექციას, ან იოდით ან ეთერით. ჭრილობის წყლით დაბანა არ შეიძლება. ჭრილობაზე ახვევენ სტერილურ სახვევს (გადასახვევი პაკეტი).
ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, მძიმე დამწვრობით ან მექანიკური ტრავმით დაზარალებულისათვის პირველადი დახმარების გაწევისას, მისი გაუტკივარებაა.
გაუტკივარებისათვის ყველაზე მოსახერხებელია შპრიცის გამოყენებს რომელშიც არის ტკივილგამაყიჩებელი საშუალება - პრომედოლი.
შპრიცის და შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების არქონისას (სპირინი, პრომედოლი) დაზარალებულს უნდა დავალევინოთ 100 გრამი არაყი, ღვინო ან სპირტი ( იმის შესახებ რომ ალკოჰოლი მიეცა, აუცილებლად უნდა ეცნობოს დამწვრობის სასწრაფოს თანაშრომლებს, სხეულის დამწვარი ნაწილი 10-15 წუთით უნდა მოვათავსოთ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ,დავზილოთ პირსახოცით, რომელიც ყინულიან წყალში იქნება დასველებული, დავზილოთ თოვლით ან ყინულით.
თუმცა დამწვრობის დიდი არეალისას ზედმეტი გაციება საშიაშია ორგანიზმის გულის მუშაობისთვის.
წლის ცივ პერიოდში უნდა ვიზრუნოთ დამწვრების გათბობაზე. დარჩენილი ტანსაცმელი თუ ის მშრალია და არ იწვის, არ უნდა გავხადოთ.
დიდი მოცულობის დამწვრობის მქონე ადამიანი ინდა გავახვიოთ ზეწარში და თბილად შევკრათ. ტკივილის შესამცირებლად უნდა დავალევინოთ ცოტა არაყი, ღვინო ან გამოხდილი სპირტი (რის შესახებაც აუცილებლად უნდა ვაცნობოთ სამედიცინო პერსონალს). თუ არის საშუალება უნდა შევუყვანოთ გამაყუჩებელი საშუალება - მორფი, პანტოპონი ან პრომედოლი, დავალევინოთ ცხელი ჩაი ან კიდევ უკეთესი ხსნარი, რომელიც შეიცავს 1 კოვზ მარილს, ნახევარ ჩაის ჭიქა საკვებ სოდას ერთ ლიტრ წყალზე.
წვის პროდუქტებით დამწვრობისას პირველადი დახმარება მდგომარეობს დაზარალებულის სუფთა ჰაერზე სწრაფად გაყვანაში. მას უნდა გავხადოთ ტანსაცმელი, სუნთქვის შეჩერების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დავუწყოთ ხელოვნური სუნთქვის გაკეთება.
სისხლდენისას პირველადი დახმარება მდგომარეობს საბოლო ან დროებით შეჩერებაში სისხლდებისა იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია დაზარალებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადასაყვანად.
არტერიული სისხლდენისას უნდა დავადოთ ჭრილობაზე სახვევი და მივცეთ სისხმდენ ადგილს ამაღლებული მდგომარეობა, რათა შევამციროთ სისხლის ხელოვნური წნევა პერიფერიებზე.
ძლიერი, სიცოცხლისთვის სახიფათო არტერიული სისხლდენისას ჭრილობიდან რაც შეიძლება სწრაფად აჭერენ თითებით სისხლ შემჩერებელ მოსაჭერს, დაზიენების ცენტრალური ნაწილის ზემოთ.
თუ დაზარალებულს ცნობიერება არ აქვს, არ აქვს პულსი, გუგები კი ნახევარ სანტიმეტრზე ფართოა დიამეტრში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება და უნდა ვეცადოთ ორგანიზმის გამოცოცხლება ხელოვნური სუნთქვის საშუალებით "პირიდან პირში", ან "ცხვირიდან პირში" და გულის მასაჟორით.
V. უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს დასრულებისას

სახანძრო დეპოს მოწესრიგება, სამომსახურეო სათავსებში ქონების აღწერის შესაბამისად ყოფნის შემოწმება.
განაწესით დადგენილ დროს , დისპეტჩერის სინგალის მიხედვით, (სამი მოკლე ზარი) მეხანძრე იცვამს საბრძოლო ტანსაცმელს და აღჭურვილობას (მეხანრე გამშვები ყარაულისა დამატებით იცვამს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებას) და შენაერთის შემადგენლობაში ეწყობა ნაწილი მეთაურის მიერ მითითებულ ადგილზე.
ნაწილის მეთაურის ბრძანებით : შეანერთო სწორდი, სმენა. საბრძოლო მორიგეობის მისაღებად და გადასაცემად გავეშურეთ. ერთი გადაცემს მეორე აღჭურვილობას .
გადაცემა მიღების შედეგების შესახებ ეცნობება შენაერთის მეთაურს.
სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანების აღმოჩენისას მიიღება მათი აღკვეთის ზომები მორიგე შენაერთის პირადი შემადგენლობის მიერ.
- მათი დაუყოვნებლივ გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაშ ისინი იცვლება (გადაწყვეტილებას იღებს შენაერთის მეთაური).
- დისპეტჩერის სინგალის შემდეგ ოტბოი (ორი მოკლე ზარი) გამოსაცვლელი შენაერთის მეხანძრე ხსნის სახანძრო ავტომობილიდან სიზოდს, ხოლო მორიგეობაში შემავალი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანს. ამ მომენტიდან გამოსაცვლელი შენაერთის მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობიდან თავისუფლად მიიჩნევა.
- ის საბრძოლო ტანსაცმელს და აღჭურვილობას სპეციალურად გამოყოფილ ადგილას აბარებს.
- შინ მიმავალ გზაზე მეხანძრემ უნდა დაიცივას საგზაო მოძრაობის წესები.
2329
    

კომენტარები -
0

რეკლამა