ხანძართა ქრობა სხვენებში
კონსტრუქციული თავისებურებანი და ხანძრის განვითარების ხასიათი.
სხვენური სათავსების ძირითად გადამღობ კონსტრუქციებს წარმოადგენენ სახურავი და სასხვენო გადახურვები. სხვენის სახურავებს შენობის საერთო კონსტრუქციის არქიტექტურის, აგრეთვე წყლის დენის შესაძლო მიმარ-თულების მიხედვით აწყობენ ერთგვერდას, ორგვერდას, ოთხგვერდას.
სახურავის მზიდი კონსტრუქციები კეთდება ხისა, ფოლადისა და რკინაბეტონისაგან, ნივნივების, ნივნივების წამწეებისა და მსხვილი პანელების სახით. დაშრევებული ხის ნივნივების კონსტრუქციები ნაჩვენებია 10 ნახ.-ზე ნივნივებს ალაგებენ 1-2მ დაშორებით სახურავისა და შემოლარტყვის ელემენტებოს გადაკვეთის ტიპის შესაბამისად. ნივნივქვესა ძელები (მაუერლატები) ემსახურება გადაცემული ნივნივის ფეხით ტვირთის თავმოყრის განაწილებას. მათ აწყობენ სენობის კედლის მტელ პერიმეტრზე; კედელს ქვის წყობასა და ძელებს სორის აფენენ. იზოლაციას რულონური მასალისაგან.
ისეთი შენობების თავზე, რომლებსაც არა აქვს შიგნითა საყრდენები, აწყობენ ნივნივურ წამწეებს ან კიდურ ნივნივებს.
სხვენის სიმაღლეს ძირითადად განსაზღვრავენ სახურავის აუცილებელი დახრილობით და ნივნივური კონსტრუქციევბის დამჭერი სახურავის გაბარიტებით, აგრეთვე მთელი სხვენის გასწვრივ არანაკლებ 1,9 მ. სიმაღლის თავისუფალი გასასვლელების პირობებით. სხვენის სიმაღლე ყველაზე დაბალ ადგილებში კონსტრუქციების დათვალიერების ხელსაყრელობის და ხანძრის ქრობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის მხედველობაში მიღებით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,4 მ-ისა.
სხვენის სათვასები უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის დატვირთული წვადი მასალებით. წვადი ნივნივები და შემოლარტყვა გვხვდება ცეცხლმედეგობის ყველა ხარისხის შენობების სხვენში. წვად სახურავებს მრავალ შემთხვევაში აწყობენ III-V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში, ხოლო უწვი კონსტრუქციების სახურავის არსებობისას დასაშვებია I და II ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებშიც.
სხვენში სავენტილაციო კამერების განლაგება, წვადი სათბილებლებისა და ზრუდარების გამოყენება სათბობი სისტემის გაფართოების ავზების თბოიზოლაციისას და სხვადასხვა ქონების სენახვა მტელ რიგ შემთხვევებში ადიდებენ სხვენის წვადობის დატვირთვას და ქმნიან ხელსაყრელ პირობებს წარმოქმნილი ხანძრის სწრაფად განვითარებისათვის.
სხვენის კონსტრუქციული თავისებურებების, ხანძრის გაჩენასა და განვითარების ხანგრძლივობისაგან დამოკიდებულებით შეიძლება იწვოდეს მხოლოდ სახურავის კონსტრუქციები ან სხვენის გადახურვა, ასევე სხვა კონსტრუქციებიც ერთდროულად. ისეთი ხანრისათვის, რომლის დროსაც იწვის სახურავის კონსტრუქციები, დამახაიათებელია ალის სწრაფად გავრცელება სხვენის სათავსების შიგნით. სდხვენის სახურავის წვად კონსტრუქციებზე ხანძრის გავრცელების სიჩქარე ხშირად 1,5 მ/წამია, როგორც წესი, სხვენების კარგი ვენტილაციის, აგრეთვე სახურავის კონსტრუქციების წვის განვითარებადი ზედაპირის პირობებში. წვადი სახურავის არსებობისას ალი სხვენის სათავსიდან თანდათან ვარდება მაღლა, წვის ინტენსივობა მნიშვნელოვნად დიდდება, იქმნება მეზობელ შენობებსა და ნაგებობებზე ხანზრის გავრცელების საფრთხე, სხივური სითბოს ზემოქმედებისა და ნაპერწკლების გაბნევის შედეგად.
სხვენის სახურავის წვას ჩვეულებრივად ახლავს სხვენის დიდად დაკვამლიანება. ცეცხლი ვრცელდება გადახურვის სიცარიელების გზით. ნაყარს ქვეშ მიმდინარეობს ფუჟვა. ხანძრის გავრცელების სიჩქარე, განსაკუთრებით დაწყებით პერიოდში, შედარებით დიდი დრო არ არის და ძირიტადად განისაზღვრება გადახურვათა კონსტრუქციული თავისებურებებით. ამასტანავე, ყველა შემთხვევაში არსებობს ქვემოთ განლაგებულ სართულებსა და სახურავის კონსტრუქციებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე გაწვისა და გადახურვაში სხვადასხვა ხვრელის შედეგად. შირად ხდება გადახურვათ ჩამონგრევა ცალკეულ სათავსებზე.
სახურავისა და სხვენის გადახურვის ერთდროული წვისათვის დამახასიათებელი სხვენის ყველა სათავსის მ ძლიერი დაკვამლიანება, იქნება მაღალი ტემპერატურა, რაც ხელს უსლის მელულეებს, ღრმად შეიჭრან სხვენის სირრმეში. ალი სწრაფად ვრცელდება სახურავის კეხის და კარნიზების გასწრივ. ცეცხლში აღმოცნდება სხვენში არსებული ვენტილაციიისა და სათბობი სისტემის აღჭურვილობანი. წვადი სავენტილაციო არხების დროს ცეცხლი მათი გზით შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე სართულით დაბლა.
უფრო მეტად რთულია ანძარი სხვენის მანსადრულ სატავსებში. მანსარდში არსებული ერთადერთი დაქანებული კიბე, როგორც წესი, ცეცხლიტა და კვამლით გადაიჭრება ხოლმე. ტუ მხედველობაში მივიღებთ, კარგად საქრევ სივრცეს გადამღობ ტიხარებს შორის და მანსადრულ სათავსებს ტიხარებით, გადახურვებიტა და კონსტრუქციებით (მათთან მისვლა, როგორც წესი გაძნელებულია), ალი სწრაფად მოიცავს მანსადრს ყველა მხრიდან.
ხანძრის დაზვერვა და ქრობა.
გარეგანი ნიშნებით ვითარების შეფასებისას წვის ადგილს საორიენტაციოდ განსაზღვრავენ ალის ენების გამოვარდნისა, კარნიზების ფანჯრებიდან კვამლის უფრო ინტესიურად გამოსვლის ადგილების და ზამთრობით თოვლის დნობის ადგილების (წყალსადენი მილებიდან წყლის დინების) მიხედვით.
დაზვერვის მსვლელობისას (დაზვერვის საერთო ამოცანების შესრულების გარდა) არკვევენ სხვენის კონსტრუქციულ თავისებურებებს, სავენტილაციო არხების, განმანაწილებელი ავზების განლაგებას; კაპიტალური და ხანძარსაწინააღმდეგო კედლების გზით სართულებზე ხანძრის გავრცელების საფრთხის არსებობა განსაზღვრავს მელულეების უფრო მეტად ხელსაყრელ მ ამოსავალ პოზიციებს.
ისეთი სხვენის სათავსებში ხანძრის დროს, რომლებიც განლაგებულია შენობის რამდენიმე სექციის თავზე ან სხვენზე რამდენიმე გამოსასვლელის მქონე კორიდორული დაგეგმვის შენობებში, დაზვერვა მიზანშეწონილია ჩატარდეს ორი და მეტი მიმართულებით (Т-ს მსგავსი და Ш-ს მსგავსი ფორმის შენობებში).
სხვენში დაზვერვის ერთდროულად (ხოლო ღია ცეცხლის შემთხვევეაში და პირველ რიგში) ამოწმებენ სართულის იმ სათავსებს, რომლებიც განლაგებულია სხვენის ცეცხლმოკიდებული ნაწილის ქვეშ. ხანძრის გარეგანი ნიშნების არ არსებობისას მოსინჯავენ გადახურვების, ტიხარების ზედა ნაწილების გადაბმას და შეამოწმებენ სავენტილაციო არხებს.
ხანძრის დაზვერვისათვის, როგორც საბრძოლო გაშლის დროსაც, იყენებენ მარშებიან საევაკუაციო კიბეებს, აგრეთვე არსებულ სტაციონალურ სახანძრო კიბეებს. ამასთანავე, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ომამდე აშენენბულ შენობებში ყველა მარშებიან კიბეს არა აქვს სხვენში გამოსასვლელი, ხოლო კორიდორული დაგეგმვის შენობებში კიბე და სხვენში საძრომები ხშირად განლაგებულია კორიდორის მიხედვით კიბის უჯრედიდან რამდენადმე დაშორებით.
სხვენში ხანძრის საქრობად, როგორც წესი აწოდებენ ბ ლულებს („კრბ“ ტიპის გამფრქვევები და ლულები) ხანძრის 40-60 მ/კვ ფართობზე დაახლოებით ერთი ლულის გაანგარიშებით.
ლულები პირველ რიგში შეყავთ კიბის უჯრედებში. ერდროულად ახდენენ ლულების მიწოდებას სტაციონალური და ავტომექანიკური კიბეებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხანძრის კერაში სამერცხლე ფანჯრებიდან ან გახსნილი სახურავიდან ლულების შეყვანა ხშირად იძლევა შესაძლებლობას უცბად დასწიონ სხვენში წვის ინტესივობა და სწრაფად მოახდინონ ხანძრის ლოკალიზაცია. სახურავის ცეცხლის მოკიდების დროს ლულებს აწვდიან აგრეთვე სახურავზე.
სასხვენო სათავსებში ხანძართა ქრობის ყველა შემთხვევაში საბრძოლო წესდებით გამიზნულია გაითვალისწინონ სარეზერევო ლულები ზედა სართულში. ხანძრის განვითარების დროს სასხვენო გადახურვებისა და სახურავის კონსტრუქციების წვის ერთდროულად გადამწყვეტ მიმართულებას ხშირად შეიძლება წარმოადგენდეს სართულების დაცვა.
სხვენში ხანძრის ქრობას აზრი არა აქვს სახურავისა და ზოგჯერ სასხვენო გადახურვათა გახსნისა და დაშლის გარეშე. სახურავს უფრო ხშირად ხსნიან კვამლის გამოსაშვებად და სხვენში ტემპერატურის დასაწევად. სახურავის კონსტრუქციის წვისას კვამლის გამოსაშვებად სახურავს ხსნიან კეხთან ხანძრის კერის ახლოს, ქარის მიმართულების მხრიდან. გახსნილი ხვრელიდან კვამლის გამოსვლის უზრუნველყოფისათვის ხვრელის ფართობი სამერცხლეების ფართობს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ორჯერ. ამ შემთხვევაში სამერცხლე ფანჯრები იმუშავებს, როგორც ჰაერის მიმღები და გაადვილდება მათი გამოყენება სხვენზე შესაღწევად.
ლულების შესაღწევად სახურავს ხსნიან კარნიზის ახლო ქარის მიმართულების მხარეზე წვის ადგილის ხსნიან კარნიზის ახლო ქარის მიმართულების მხარეზე წვის ადგილის სიახლოვეს. გახსნის ფართობი ჩვეულებრივად უდრის 1,5-2 მ/კვ-ს.
უშუალოდ კარნიზის ახლოს სახურავს ხსნიან ძნელად მისადგომ ადგილებზე ხანძრის ქრობისათვის და ფარული ხანზრის კერების გამოსავლინებად.
სასხვენო გადახურვას ხშირად ხსნიან ქვემოდან ზედა სართულის სათავსიდან.
ძალების უკმარისობისა და გრძელი სხვენის პირობებში ზოგჯერ ქმნიან მანძილს ცეცხლის მოძრაობის ხაზზე, რაც ხორციელდება სახურავის დაქანების სიგანეზე მთლიანი ზოლის 1-2 მ სიფართეზე გახსნია გზით.
მასანდრში ხანძრის ქრობისას ხსნიან სახურავს, ხოლო თუ ხანძარი განვითარდა - ტიხარებსაც სათავსის ყველა მხრიდან.
სხვენში ხანძრის ქრობისას ხქხ-ის დამახასიათებელ შეცდომას წარმოადგენს არათავისდროული დაზვერვა და სარეზერვო ლულების იმ მხრიდან შეყვანის შეფერხება, რომელიც გადაკვეთს ან გამოყოფს სხვენს სხვა შენობებისაგან კაპიტალური და ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით. ასეთ შემთხვევაში ხანძარი შეუფერხებლად ვრცელდება მითითებულ კედლებში დაუცველ ღიობების, ხოლო ზოგჯერ არსებული შემოლარტყვისა და სახურავის მეშვეობით.
თუ განვითარებადი ხანძრის დროს სხვენის გადამკვეთ კედელს იყენებდნენ როგორც ზღუდეს, რითაც შეიძლება შეიკავონ ცეცხლის შემდგომი გავრცელება, ლულები შეჰყავთ ცეცხლმოკიდებულის მომიჯნავე სხვენის მხრიდან და სახურავზე, ხოლო კედლის ახლოს ხსნიან სახურავს (როგორც წესი, მთელი კედლის გასწვრივ და აუცილებლად კარნიზის ახლოს).
განვითარებადი ხანძრის დროს საბრძოლო უბნებს ქმნიან სხვენისა და მთლიანად შენობის კონსტრუქციული თავისებურებებისა და შექმნილი ვითარების მხედველობაში მიღებით, მაგრამ უფრო ხშირად კიბის უჯრედების მხრიდან ორი საბრძოლო უბნის მოწყობის აუცილებლობა : სხვენზე და დამოუკიდებელი უბნისა ქვემოთ მდებარე სართულზე.
სართულზე საბრძოლო უბნის ამოცანას წარმოადგენს არა მარტო ხანძრის ქრობა გადახურვაში, არამედ ყველა ქვემოთ მდებარე სართულზე ცეცხლის გადასვლის აცილება, აგრეთვე სათავსებისა და ქონების დაცვა ზემოდან ჩამოსული წყლისაგან. სართულებზე მომუშავეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სავენტილაციო არხების შემოწმებას: მაგალითად, ერთ-ერთ ხანძარზე ცეცხლის საქრობად სახანძრო ქვედანაყოფების საკმაოდ აქტიურ მოქმედებათა დროს სხვენიდან, ხის სავენტილაციო არხების გზით გავრცელდა ხანძარი ქვევით მე-5 სართულზე. ამასთანავე სამ ზედა სართულზე იგი შეიჭრა სართულშორის გადახურვებში.
ხანძრის ქრობა სხვენებში, განსაკუთრებით მრავალსართულიან შენობებში, მოითხოვს მეხანძრეთა კარგ გაწვრთნილობას, გამბედაობას, მუშაობისადმი მკაფიო ხელმძღვანელობას და მაღლა მომუშავე პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკიტხისადმი მეთაურთა მუდმივ ყურადღებას. სხვენში პირველი ლულების კიბის უჯრედის მხრიდან შყვანისას ხშირად უხდებათ მაიზოლირებელი აირწინაღებით მუშაობა. ხანძრის ქრობის პროცესში შეიძლება დამწვარი სახურავის კონსტრუქციებისა და საკვამლე მილების ჩამონგრევა.
უნდა აიკრძალოს ისეთ უბნებზე გადასვლა, რომელთაც აქვთ ამაღლებული, გავარვარებული სახურავი და დამწვარი გადახურვები. არ უნდა დაუშვან პირადი შემადგენლობის თავმოყრა ცეცხლმოკიდებული გადახურვის ქვეშ და მასზე, აგრეთვე სახურავზე. ციცაბო და გაყინულ სახურავზე უნდა გამოიყენონ საიერიშო კიბე; სახურავის გახსნისას საჭიროა საშველი თოკით დაზღვევა. რეკომენდებულია შემოწმდეს სახურავების ძგიდეების სიმტკიცე მის ახლო მუშაობის დროს; სახურავზე გადასვლა უნდა მოხდეს კეხის გასწვრივ.
თუ ნივნივებსა და კვამლსადენებს ჩამონგრევა ემუქრება, მათ ანგრევენ და აწყობენ ისე, რომ ეს არ შეიქნას გადახურვათა ჩამონგრევის მიზეზი. კონსტრუქციებისა და გახსნილი სახურავის ცალკეული ნაწილების მიწაზე ჩამოყრისას ქვევით უნდა შექმნან გამაფრთხილებელი საგუშაგო.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღამით საბრძოლო უბნების განათებას პროჟექტორებისა და ფარნების მეშვეობით, განსაკუთრებით მრავალსართულიანი შენობების სახურავზე მუშაობისას.
კითხვები გამეორებისათვის
1.როგორია სხვენის სადგომთა დახასიათება?
2. რა ახასიათებს ხანძრის გავრცელებას სხვენში?
3. რაში მდგომარეობს სხვენში ხანძრის დაზვერვის ძირითადი ამოცანები და როგორ ტარდება დაზვერვა?
4.რა ძირითად მიმართულებებს იყენებენ სხვენში წვის კერებზე შეტევისათვის?
5.რითვის და რა შემთხვევებში წარმოებს სახურავის აყრა სხვენში ხანძრის დროს?
6. რა უნდა გაკეთდეს სხვენისაკენ მიმავალ სავენტილაციო არხებში ხანძრის ქრობის დროს?
7.უსაფრთხოების რა ზომების დაცვაა საჭირო სხვენში ხანძრის დროს?
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0