ინსტრუქცია შრომის დაცვის სახანძრო ავტომობილის მძღოლისათვის » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ინსტრუქცია შრომის დაცვის სახანძრო ავტომობილის მძღოლისათვის

ინსტრუქცია შრომის დაცვის სახანძრო ავტომობილის მძღოლისათვის

1. შრომის დაცვის საერთო მოთხოვნები

1.1. სახანძრო ავტომობილის მძღოლობა ამაღლებული საშიშროების შემცველი პროფესიაა, რომელსაც შრომის უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები წაეყენება, რომელიც მოიცავს სპეციალურ მოთხოვნებს განსწავლის, ატესტაციის, დამოუკიდებელი მუშაობის საშვის, შრომის დაცვის ინსტრუქტაჟს და პროფესიული ცოდნის და შრომის უსაფრთხოების ცოდნის პერიოდულ შემოწმებას.
1.2 სახანძრო ავტომობილის მძღოლის პროფესიით სამუშაოს შესასრულებლად დაიშვებიან არანაკლებ 18 წლის პირები. რომელთაც აქვთ მძღოლის C და D კატეგორიის მოწმობა, პირველი ან მეორე კლასი და მძღოლად შეუწყვეტლად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი სტაჟი, გავლილი აქვთ სამედიცინო შემწომება, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვთ, გააჩნიათ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული მომზადება, გავლილი აქვთ შესავალი და პირველადი ინსტრუქტაჟი შრომის დაცვისა სამუშაო ადგილზე და სწავლება, და შემოწმება საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის და ავტმობილის მართვის პრაქტიკული ჩვევების, ატესტირებული არიან კვალიფიციური კომისიის მიერ და მიღებული აქვთ საშვი სახანძრო ავტომობილზე დამოკიდებლად მუშაობისთვის.
1.3 მძღოლმა პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს ცოდნის შემოწმება შესაბამისი ჩანაწერით ამაღლებული საშიშროების სამუშაოებზე დაშვების მოწმობაში.
1.4 მძღოლმა, მიუხედავად კვალიფიკაციისა და სამუშაოს სტაჟისა, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს განმეორებითი ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოებაში, 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით სამუშაოს შეწყვეტისას, მან უნდა გაიაროს არაგეგმური ინსტრუქტაჟი.
1.5. სახანძრო ავტომობილის მძღოლმა, რომელიც დამოუკიდებელ სამუშაოზე დაშვებულია, უნდა იცოდეს: სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და მისი ექსპლუატაციის წესები: ავტომობოლის და მისი მექანიზმების და აგრეგატების მუშაობის პრინციპი: მუშაობის რეჟიმი, შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ექსპლუატაცის დადგენილი შეზღუდვები და განსაკუთრებულობები: ავტომობოლის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ვადები და მუშაობის მოცულობა.
1.6 სახანძრო ავტომობილის მღოლმა უნდა იცოდეს: ავტომობილის დამაჯერებლად მართვა, სპეციალურ აგრეგატებთან და აღჭურვილობებთან მუშაობა, სპეციალური აგრეგატების და სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობის სარემონტო სამუშაოების შესრულება, მექნიზმების საექსპლუატაციო ხარვეზების აღკვეთა, ავტომობილის აგრეგატები და მოწყობილობები.
1.7 დამოუკიდებელი მუშაობის დაწყების წინ მღოლმა უნდა გაიაროს სტაჟირება არანაკლებ ხუთი სამუშაო ცვლის მოცულობით გამოცდილი მძღოლის ხელმძღვანელობით, ავტომობილის მართვის პრაქტიკული ჩვევების შესაძენად.
1.8 მძღოლი, რომელიც მომზადებულია მისთვის უჩვეულო სამუშაოებში მონაწილეობისთვის, უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი მომავალი სამუშაოების უსაფრთხო შესრულებაში.
1.9 მძღოლს ეკრძალება იმ ინსტრუმენტის, აღჭურვილობის გამოყენება, რომლის უსაფრთხო მოხმარებაც არ უსწავლია.
1.10 . სახანძრო ავტომობილის მძღოლად მუშაობისას შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შემდეგმა ძირითადმა საფრთხის შემცვლელმა და საზიანო სამეწარმეო ფაქტორებმა:
მაღალი ნერვულ -ემოციური დაძაბულობა, განსაკუთრებით მკვეთრად დამუხრუჭებისას, გადასწრებისას, არარეგულირებულ გზაჯვარედინებზე გადასვლისას, სატრასპორტო საცობში მოხვედრისას და სხვა.в სავალი ნაწილის არასაკმარისი განათებისას დღე-ღამის ბლენ მონაკვეთში მუშაობისას. შემხვედრი ავტომობილების სინათლის ფარების დამაბრმავებელი მოქმედება:
- გზის მოცურებადობა .
- ბენზინის გამონაბოლქვის ამაღლებული კონცენტრაცია სამუშაო ზონის ჰაერში.
- არასასიამოვნო მიკროკლიმატი ავტომობილის კაბინაში (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა,
- ფიზკური გადატვირთვა (მძიმე საგნების გადატვირთვისას, მაგალითად ბორბლების, აკუმულატორების და სხვ).
- მოუხერხებელი სამუშაო პოზა (მაგალითად, სარემონტო სამუშაოების ან ტექნიკური მომსახურების შესრულებისას ავტომობილის ქვეშ.
1.11. მძღოლმა უნდა იცოდეს ნივთირებების ტოქსიკურობის შესახებ, რომლებიც შედის ბენზინის შემადგენლობაში, ზეთების და სხვ. დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები: საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანოს ხელები საპნით.
1.12. მძღოლს უნდა ახსოვდეს საწვავის მაღალი ხანძარსაშიშროებადობის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს.
1.13. მძღოლი მუშაობის დროს უნდა სარგებლობდეს სპეციალური ტანსაცმლით, სპეციალური ფეხსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით საშიში და საზიანო სამეწარმეო ფაქტორების ზემოქმედებისგან.
1.14. მძღოლმა უნდა დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძრის წარმოქმნის შესაძლებლობაში დასარწმუნებლად და არ დაუშვას დარღვევა ამ მოთხოვნისა სხვა მუშაკების მიერ: მოწევა დასაშვებია მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
1.15. მძღოლი ვალდებულია დაიცვას შრომითი და სამეწარმეო დისციპლინა, შრომითი შიდაგანაწესის წესები: უნდა ახსოვდეს, რომ სპირტიანი სასმელების მოხმრება, როგორც წესი, უბედურ შემთხვევებს იწვევს.
1.16. მძღოლმა უნდა დაიცვას მისთვის დადგენილი სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი: ავადმყოფობის შემთხვევაში , ცუდი თვითშეგრძნების ან არასაკმარისი დასვენების მძღოლი ვალდებულია მოახსენოს თავისი მდგომარეობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს და მიმართოს სამედიცინო დახმარებას.
1.17. მძღოლს, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეეძლოს პირველად ექიმამდელი დახმარების გაწევა, სამედიცინო აფთიაქის გამოყენება.
1.18. მძღოლი, რომელიც დაუშვებს დარღვევას ან შრომის დაცვის ინსტრუქციის მოთხოვნებს არ შეასრულებს, განიხილება, როგორც სამეწარმეო დისციპლინის დამრღვევი და შესაძლოა დაექვემდებაროს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, ხოლო შედეგის მიხედვით - სისხლის სამართლისაც; თუ დარღვევას მატერიალური ზიანი მოყვება, დამნაშავეს შესაძლოა დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა დადგენილი განაწესით.
2. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს დაწყების წინ

2.1. მორიგეობის დაწყებამდე მძღოლმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. მძღოლი რომელსაც დაუდგინდება ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება სამუშაოზე არ დაიშვება.
2.2. მძღოლი რომელიც ავად იმყოფება ავტომობილის საჭესთან არ უნდა დაჯდეს, რადგან ამან შესაძლოა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვიოს.
2.3 მორიგეობის შეცვლისას მორიგეობაზე მიმავალი და მორიგეობიდან მომავალი ცვლის მძღოლებმა უნდა ჩაატარონ სახანძრო ავტომობილის ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება.
2.4. მძღოლს უნდა ახსოვდეს, რომ სახანძრო ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას მაღალი მოთხოვნები აქვს წაყენებული: სახანძრო ავტომობილი, უნდა პასუხობდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: იყოს სუფთა, გამართული, დარეგულირებული შეზეთილი და სრულად აღჭურვილი საექსპლუატაციო მატერიალებით:
დაკომპლექტებული იყოს გამართული სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობით:
არ ჰქონდეს საწვავის გაჟონვა,
მამოძავებელი უნდა იშვებოდეს იოლად სტარტერის საშუალებით და საიმედოდ მუშაობდეს სხვადასხვა რეჟირემბში;
კვების, განათების, გაზისგანაწილების, მუხრუჭის, შეზეთვის, გაციების სისტემები გამართული და მუშაობისას საიმედო უნდა იყოს.
ბორბლების მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს.
ელექტრო აღჭურვილობა გამართული უნდა იყოს.
პედალები, მართვის რიჩაგები, ასევე საჭის ბორბალი უნდა შეესაბამებოდეს ნორმას.
2.5. საბრძოლო მწყობრში გაუმართავ ავტომობილის ან გაუმართაობების მქონე ავტომობილის, აკრძალულია.
2.6. თუ ავტომობილი გამართულია, უნდა შემოწმდეს აღჭურვილია თუ არა სათადარიგო ბორბლებით, ცეცხლსაქრობით, სამედიცინო აფთიაქით და საბუქსირო ტროსით: ამას გარდა, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს გასამართი ინსტრუმენტების აკრებით, მათ შორის , დომკრატით, გადასატანი ფანრით, დგუშით ბორბლების დასაბერად,
2.7. მორიგეობაზე გასვლის წინ მძღოლმა უნდა შეამოწმოს აუცილებელი დოკუმენტების ქონა, მათ შორის ავტომობილის მართვის მოწმობა.

3.1. სახანძრო ავტომობილები ისე უნდა იყოს განლაგებული რომ მათ შორის გავლა შესაძლებელი იყოს და კარებმადე მისვლა თავისუფალი იყოს.
3.2. სახანძრო ავტომობილის კაბინაში და სალონში არ უნდა იყოს რაიმე ზედმეტი საგანი.
3.3. ცვლის შეცვლისას ავტომობილის ძრავის გაშვება უნდა მოხდეს დათვალიერების და სახანძრო აღჭურვილობის მიღების შემდეგ.
3.4. ძრავის მუშაობისას გამოსაბოლქვი მილები უნდა იყოს შეერთებული გაზგამომშვებ მილებთან. ძრავის გამორთვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს გარაჟი.
3.5. ძრავის ჩართვისას მძღოლმა უნდა შეამოწმოს, დამუხრუჭებულია თუ არა ავტომობოლი მუხრუჭით, და სიჩქარეთა გადამცმელი კოლოფი იმყოფება თუ არა ნეიტრალურ მდგომარეობაში.
3.6. სახანძრო ავტომობოლის მოძრაობის დაწყება ნებადართულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარები და სალონი დაიკეტება, ყარაულის უფროსის ან განყოფილების უფროსის ბრძანებით.
3.7. გარაჟიდან გამოსვლისას მძღოლმა უნდა მისცეს გამაფრთხილებელი სიგნალი.
სახანძრო ავტომობოლის ხანძარზე გასვლისას უსაფრთხო მოძრაობაზე პასუხისმგებელი მძღოლია, რომლისთვისაც აუცილებელია საგზაო მოძრაობის ყველა წესის შესრულება.
3.9. საგზაო მოძრაობის წესებიდან ზოგიერთი გადახვევა დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური ბგერითი სიგნალის ჩართვის შემდეგ - "სირენის" ტიპის ან მოძაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში.
3.10. არაოპერატიულ დავალებაზე გასვლისას სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმში მძღოლს სირენის გამოყენება ეკრძალება.
3.11. მძღოლმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ საბრძოლო შემადგენლობას სახანძრო მოძრაობის დროს მოწევა ეკრძალება, ფანჯრიდან გამოხედვა, კარის გაღება.
3.12. მუშაკები სახანძრო ავტომობილის მოძრაობის დროს ვალდებულნი არიან მათ მიერ დაგამაგრებულ ადგილზე იმყოფებოდნენ და ქამრები შეკრული ჰქონდეთ.
3.13. სახანძრო ავტომობილის მოძრაობის დროს მძღოლი უნდა დააკვირდეს საკონტროლო მოწყობილობების მონაცემებს.
3.14. ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე უნდა შეირჩეს მოძრაობის ინტენსივობის , საგზაო და ამინდის პირობების გათვალისწინებით.
3.15. მძღოლმა უნდა აირჩიოს ინტერვალი მოძრავ ავტომობილებს შორის სიჩქარის და გზის მდგომარეობის მიხედვით. სველ და მცურავ გზაზე მოძრაობისას სამუხრუჭო გზა მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ ავტომობილებს შორის ინტერვალის გაზრდა აცუილებელია.
3.16. მანევრირებისას, რიგიდან რიგში გადასვლისას, გადასწრებისას, მძღოლი უნდა დარწმუნდეს მანევრის სრულ უსაფრთხოებაში.
3.17. მკვეთრ დაღმართებზე სიჩქარის გამთიშველი და გადაცემათა კოლოფი ჩართული უნდა იყოს. ხანგრძლივი დაშვებისას არ არის რეკომენდირებული პიდაპირი გადაცემის გამოყენება.
3.18. დაბნელებისას მძღოლმა უნდა ჩართოს გასანათებელი მოწყობილობა: გზის გაუნათებელ ნაწილში შორი ან ახლო სინათლის ფარი, განათებულზე კი ახლო სინათლის ფარი ან გაბარიტული სინათლე.
3.19. იმისთვის რათა არ დააბრმავოს შემხვედრი ავტომობილების მძღოლები, შორი სინათლის ფარი უნდა გადაირთოს ახლოზე შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებამდე 150 მეტრის დაშორებისას.
3.20. მძღოლი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს უკანსვლით მოძრაობისას: უკანსვლით მოძრაობისას არ შეიძლება მოძრაობის სხვა მონაწილეებს პრობლემები შეუქმნას. ავტომობილის უკანსვლთ წაყვანამდე აუცილებელია დარწმუნება, რომ მას არავინ უსწრებს და რომ უკნიდან ხალხი ან რაიმე დაბრკოლება არ არის. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში, მიმართავს სხვა პირების დახმარებას.
3.21. გზის სავალ ნაწილზე ავტომობილიდან გადმოსვლამდე აუცილებელია წინასწარ დარწმუნება საფრთხის არარსებობაში, დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობასთან, როგორც თანამიმდევრული ასევე შემხვედრი მიმართულებებით.
3.22. სახანძრო ავტომობილის მძღოლმა არ უნდა მისცეს მუშაკებს ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალება მის სრულ გაჩერებამდე.
3.23. მუშაკი ავტომობილიდან უნდა გადმოვიდეს მხოლოდ ყარაულის უფროსის ან სხვა უშაულო უფროსის განკარგულებით და როგორც წესი, მარჯვენა მხარეს.
3.24. ხანძრის ადგილზე სახანძრო ავტომობილი უნდა დადგეს სწორ სადგომზე: ამასთან ავტომობილი ხელს არ უნდა უშლიდეს ტრანსპორტის ნორმალურ მოძრაობას.
3.25. ავტომობილის დაყენება გზის სავალი ნაწილის გადაკვეთაზე მძღოლს ეკრძალება.
3.26. ავტომობილის გზის ხაზზე გაჩერება ან მოედნის შუაში მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის ბრძანებით, ან ყარაულის უფროსის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ბრძანებით შეიძლება.
3.27. სახანძრო ავტომობილი უსაფრთხო მანძილზე უნდა დაყენდეს და როგორც წესი იმ მხარეს საიდანაც ხანძარი ბობოქრობს, რათა შეამციროს ბოლის, გაზების, ნაპერწკლების და სითბოს მოქმედება.
3.28. ავტომობილი ისე უნდა დაყენდეს, რომ მის მხარეს ცეცხლის გავრცელების შემთხვევაში მისი გადაყვანა შესაძლებელი იყოს.
3.29. თუ ავტომობილსა და ცეცხლის კერას შორის მანძილი უსაფრთოხებას არ უზრუნველყოფს, აუცილებელია დაცულ იქნას ავტომობილი სითბური გამოსხივებისგან წყლის ჭავლით ან საჰაერო მექანიკური ქაფით.
3.30. მანძილი სახანძრო ავტომობილიდან შენობაბმდე ან აღჭურვილობამდე, რომლიც შეიძლება დაინთქას ხანძრისას, უნდა იყოს არანაკლებ ამ აღჭურვილობის სიმაღლისა.
3.31. დგომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახანძრო ავტომობილი დღე-ღამის ბნელ დროს განათებული უნდა იქნეს საბორტო ნათებით ან სხვა საშუალებებით.
3.32. ხანძარზე მუშაობისას მძღოლს ეკრძალება:
ბრძანების გარეშე გადასცეს ცეცხლსაქრობი საშუალებები ან შეწყვიტოს მათი მიწოდება.
ბრძანების გარეშე გადააყენოს სახანძრო ავტომობლი.
მეთვალყურეობის გარეშე დატოვოს სახანძრო ავტომობილი.
3.33.მძღოლს ეკრძალება ავტომობილის მართვა გადააბაროს პირებს, რომელთაც არ აქვთ თან სახანძრო ავტომობილის მართვის უფლების მოწმობა, ასევე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მყოფ პირებს.
3.34. თუ ავტომობილში რაიმე ტექნიკური გაუმართავობა წარმოიქმნა, რომლებიც დაუყოვნებლივ გამოსწორებას ითხოვს, მძღოლმა უნდა დააყენოს ავტომობილი გვერდზე და უყუროს მას, რემონტშიც შეიძლება ჩაერთოს თუ აქვს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი და თუ მისი მოცულობა საშუალებას აძლევს ბორბლის გაცვლის, კვების სისტემის შეკეთების, ან სხვა სამუშაოების შესრულებისა.
3.35.ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისას და რემონტისას მძღოლს მართებს გამოიყენოს ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
3.36. გაიკების ქანჩები (კლუჩები) უნდა შეირჩეს ქანჩების და ბოლტების შესაბამისი ზომის: არ შეიძლება არაპალელური ტუჩების კლუჩებით მუშაობა.
3.37. ყველა ინსტრუმენტის სახელურის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, ამოზნექილობების გარეშე. არ შეიძლება ცუდად გამაგრებული ხის სახელურიანი ინსტრუმენტის გამოყენება, ასევე გაუმართავი სახელურით ან მეტალის ბეჭდის გარეშე მასზე.
3.38. ავტომობილის ნაწილის აწევის აუცლებლობისას დომკრატით მძღოლმა უნდა შეასრულოს უსაფრთხოების შემდეგი წესები:
4. შრომის დაცვის მოთხოვნები ავარიული მდგომარეობისას

4.1. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და ჩართოს ავარიული სიგნალიზაცია, მისი გაუმართაობის ან არქონის შემთხვევაში კი ავტომობილის უკან 30-4- მეტრით დაშორებით დააყენოს ავარიული შეჩერების ნიშანი ან წითელი ფარანი და არ გადაიტანოს ადგილიდან ავტომობილი ან საგნები რომლებსაც მომხდართან საერთო აქვს.
4.2. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაუწიოს ექიმამდელი დახმარება დაზიანებულს და გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუ ეს შესაძლებელია დაზიანებული უნდა გაიგზავნოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4.3. შემდეგ მომხდარზე აუცილებლად უნდა ეცნობოს ГИБДД-ს. თუ არიან თვითმხილველები უნდა ჩაიწეროს მათი სახელი და გვარი მისამართი და დაელოდონ ГИБДД-ის მუშაკების მოსვლას.
4.4.თუ ავარიამ ხალხის ჯანრმთელობას ზიანი არ მიაყენა და არსებითი ამტერიალური ზარალი არ მოჰყვა ურთიერთშეთანხმებული შეფასებით მომხდარის გარემოებებისა და სატრანსპორო საშუალებების გამოუსწორებელი დაზიანებების არარსებობის შემთხვევაში, მძღოლებს შეუძლიათ წავიდნენ ГИБДД -ის უახლოეს ოფისში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გასაფორმებლად.
4.5. ბუქსირი უნდა განხორციელდეს მაგარი და დრეკადი ჯაჭვით. ამასთან ბუქსირებული ავტომობილის მძღოლი თავისი ავტომობილის საჭესთან უნდა იმყოფებოდეს.
4.6. არ შეიძლება ბუქსირების საშუალებად მისამბელიანი ავტომობილის გამოყენება.
4.7. მერყევი ჯაჭვის გამოყენებისას ბუქსირებულ ავტომობილს გამართული სამუხრუჭო სისტემა და საჭური მართვა უნდა ჰქონდეს, ხოლო მაგარი ჯაჭვისას საჭური მართვა.
4.8. მაგარი ჯაჭვისას ავტომობილებს შორის დაშორება 4 მეტრი უნდა იყოს, მერყევისას კი 4-6 მეტრი/ მერყევი ჯაჭვისას ტროსი თითოეულ მეტრზე სასიგნალო დროშებით უნდა იყოს აღჭურვილი.
4.9.ბუქსირისას სიჩქარემ 50 კმ/სთ-ს არ უნდა გადააჭარბოს.
4.10. დღე-ღამის ნათელ დროს ბუქსირებისას ხედვის პირობების მიუხედავად ჩართული უნდა იყოს ახლო სინათლის ფარი. ხოლო დღე-ღამის ნებისმიერ დროს გაბარიტული ფარები.
4.11. მერყევი ჯაჭვით ბუქსირებული ავტომობილის მძღოლმა ყურადღება უნდა მიაქციოს რომ ბუქსირი მუდმივად დაჭიმული იყოს, ეს დაიცავს მას გაწყვეტისგან , ავტომობილს კი დაგორებისგან და დაიცავს ბუქსირებული ავტომობილის შეჯახებისგან მაბუქსირებელზე, მკვეთრად დამუხრუჭების შემთხვევაში.
4.12. ავტომობილის ბუქსირება მერყევი ჯაჭვით ყინულზე დაუშვებელია.
4.13. ხანძრის წარმოქმნის შემთხვევისთვის ავტომობილი უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით დაკომპლექტებული.
4.14. ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში შეჩერდეს ავტომობილის მოძრაობა და მიმართოს ცეცხლის ჩაქრობას, აცნობოს განყოფილების ხელმძღვანელობას.
5. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს დასრულებისას

5.1. ცვლის დასრულებისას მძღოლმა მანქანა უნდა გადასცეს მორიგეობაზე მომავალ მძღოლს , და მასთან ერთად ყოველდღიური ტექნიკური მომსახურეობა ჩაუტაროს სახანძრო ავტომობილს.
5.2. ავტომობილის გაჩერების ადგილზე დაყენების წინ დარწმუნდეს რომ ბეზნზინი არ გასდის.
5.3. დაიბანოს ხელები საპნით, ხოლო ავტომობილის დეტალებთან მუშაობის შემდეგ კი აუცილებლია ხელის ნავთით დააბნა.
5.4. ყველა გამოვლენილ ნაკლზე მუშაობის დროს რომ იქნა შემჩნეული - და ავტომობილის მიღება-გადაცემის დროს , მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მექანიკოსს, ცვლის უფროსს.
1751
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0

რეკლამა