ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლნი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლნი

ბორისი მაკალათია

ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლნი 1996 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 20 საათსა 30 წუთზე ნავსადგურის სახანძრო სამსახურის სადისპეჩერო პუნქტში შევიდა სატელეფონო ზარი, რომელიც იტყობინებოდა ხანძრის შესახებ ნავთობტერმინალთან მდგომ ტანკერ „სკოპელოსზე“.
გამოცხადდა განგაში და ხანძრის ადგილისაკენ გაეშურა ორი სახანძრო ავტოციტერნა პირადი შემადგენლობით. ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ცეცხლის ალი ამოდიოდა გემის შუა ნაწილში განთავსებული სატუმბო განყოფილებიდან და მთლიანად გემი კვამლში იყო გახვეული.
ცვლის უფროსმა გაანალიზა სიტუაცია, რადგან ნავთობტერმინალი მაღალი რისკის ობიექტი იყო შეტყობინება მომეწოდება მე, ნავსადგურის ყველა ოპერატიული სამსახურის უფროსს და ქალაქის სახანძრო სამსახურს დახმარებისათვის.
გემი დატვირთული იყო 3500ტ. საწვავით (ბენზინი), საიდანაც 500ტ. გადატვირთული იყო ცისტერნებში და გადატვირთა გრძელდებოდა. ცისტერნები იდგა ნავმისადგომზე ტანკერის გვერდით ორ სარკინიგზო ხაზზე.
შეიქმნა ტანკერის აფეთქების საშიშროება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად.
ცვლის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება წყლის მიწოდების სამანქანო განყოფილებაში ქრობისათვის და გემბანზე გაგრილებისათვის. ჩემს მიერ მიცემულ იქნა განკარგულება მილების ჩახსნაზე და სარკინიგზო შემადგენლობის გაყვანაზე ნავთობტერმინალის ტერიტორიიდან.
ამ დროისათვის ხანძარზე დახმარებისათვის გაყვანილ იქნა ნავსადგურის მესამე ავტოცისტერნა და დაემატა ქალაქისა და მუნიციპალური სახანძრო სამსახურების ოთხი ავტოცისტერნა . ხანძრის ქრობას სათავეში ჩაუდგა მოსული რანგით უფროსი მეხანძრე, ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი.
ერთობლივი ძალებით მოხდა სატუმბო განყოფილების ქაფით „მოხჩობა“, მიწოდებულ იქნა დამატებით ლულები გემნბანის გაგრილებაზე. დროულად გაყვანილ იქნა საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა ნავთობტერმინალიდან.
მეხანძრეების სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათი თავგანწირული და ოპერატიული მოქმედებით გადარჩა ტანკერი აფეთქებისაგან და ტანკერთან ერთად გადარჩა განადგურებას ნავსადგურის ნავმისადგომები და ქალაქიც.
ხანძრის ქრობაში მონაწილეობას ღებულობდა ნავსადგურის, ქალაქის და მუნიციპალური სახანძრო სამსახურის შვიდი ავტოცისტერნა, 42 მეხანძრე, ქრობისას გამოყენებულ იქნა ნავთობტერმინალის სახანძრო სისტემა და ნავსადგურის ფლოტის მცურავი ერთეულები.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ასეთი ბევრი შემთხვევის ჩამოთვლა და მოყოლა შეიძლება სადაც ფოთელი მეხანძრეები თავიანთი სიმამაცით, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა წამითაც არ შეყოვნებულან და თავგანწირვით ებრძოდნენ ხანძრის სტიქიას.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.38-39
346
    

კომენტარები -
0

რეკლამა