ხანძარი ქ.ფოთი ბარათაშვილის №38
2014 წლის 25 ნოემბერს 16 საათსა და 58 წუთზე ქ.ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის სადისპეჩერო პუნქტში შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისვლის მომენტში ცეცხლი ეკიდა სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციებს და ვრცელდებოდა ყველა მიმართულებით. ხანძარი ლოკალიზირებული იქნა მისვლის მომენტიდან 7-10 წუთში, ხოლო ლიკვიდირებული 20 წუთში. ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ოთხი სახანძრო ავტოცისტერნა. ხანძრის შედეგად დაიწვა სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები დაახლოებით 60 მ/კვ. დაზიანდა 4 ოთახი და მათში მოთავსებული საოჯახო ქონების ნაწილი.
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0