სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან

სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან

ფოთელ მეხანძრე-მაშველთა შემართება, მათი ბრძოლისუნარიანობა და გამბედაობა მრავალი ათეული წლების წინათაც იყო ცნობილი როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა იყო ჩავარდნებიც, გარდატეხისა და გამძლეობის წლებიც, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა მდგომარეობაა დღეს, როგორია მათი საბრძოლო მზადყოფნა, რა უჭირთ და რა ულხინთ. სწორედაც ამ მიზნით ეწვია 2016 წლის 18 თებერვალს ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი.
მათ მოინახულეს არსებული ტექნიკა-შეიარაღება, საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივი სათავსოები.
უფროს მეთაურთა შემადგენლობასთან გამართულ თათბირზე განიხილეს და აღინიშნა ტექნიკა - შეიარაღების გადაიარაღების - განახლების საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირადი შემადგენლობის თეორიული და პრქტიკული მომზადების დონის ასამაღებლად მომთხოვნელობის გაძლიერებაზე. ითქვა, რომ არაა საკმარისი იყო დისციპლინიანი, მთავარია სათანადო დონეზე ფლობდე იმ ილეთებს, წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს, რაც აუცილებელია სტიქიასთან ბრძოლის დროს მატერიალურიდოვლათისა და ადამიანთა გადასარჩენად. აღინიშნა სხვა სახის საჭირბოროტო საკითხებიც. დაისახა მეტად მნიშვნელოვანი სამომავლო ამოცანები.
ზემდგომი ორგანოებიდან ბატონი ზვიად ქაწაშვილისა და ბატონი მერაბ მალანიას სტუმრობა კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველთა განწყობას, ახალ ენერგიას, ახალ იმედსა და სულისკვეთებას აღუძრავს მათ, რათა პირნათლად უზრუნველყონ მათ წინაშე დასახული მეტად რთული და ხიფათით აღსავსე ამოცანების სწორად გადაწყვეტა.
ფოთელ მეხანძრეთა-მაშველთა მეხსიერებაში კი წარუშლელად დარჩება მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრის შთაბეჭდილება. ამავდროულად ეს მოვლენა ამიერიდან ისტორიის საკუთრება ხდება. გაივლის ათეული წლები და მომავალი თაობა თვალს გადაავლებს ფოთელ მეხანძრეთა ისტორიას და თვალწინ წარმოუდგებათ დღევანდელი ღირსსახსოვარი დღე.
1417
    

კომენტარები -
0

რეკლამა