პოლონელი მეხანძრეები ფოთში
თენგიზ ხაზალია
2014 წლის 14 ოქტომბერს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო- სამაშველო სამსახურს მეგობრული ვიზიტით ეწვია, საქართველოში 11 ოქტომბრიდან კუთვნილ შვებულებაში მყოფი, პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დედაქალაქ ვროცლავის მეხანძრეთა რიგითი და უფროს მეთაურთა შემადგენლობის 13 კაციანი დელეგაცია, მათ მოინახულეს 2012 წლის ნოემბერში პოლონეთის მხარის მიწვევით ვროცლავში ერთობლივ სწავლებებში მონაწილე ქართველ მეხანძრეთა ჯგუფის ფოთელი წევრები - სამსახურის უფროსი თენგიზ ხაზალია და სპეციალისტი (მეხანძრე) რაჯი ჭკადუა, მოიგონეს ვროცლავში ერთად გატარებული სამი კვირა, დაათვალიერეს სამსახურის ტექნიკა--შეიარაღება, გაეცნენ სამსახურის სპეციფიკას, სტრუქტურას, მადლობა გადაუხადეს ფოთელ მეხანძრეებს გულთბილი მიღებისათვის და გადასცეს სამსახურს ვროცლელ მეხანძრე -მაშველთა სახელით სამახსოვრო საჩუქრები.
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0