სახანძრო -გამოყენებითი სპორტი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » სახანძრო -გამოყენებითი სპორტი

სახანძრო -გამოყენებითი სპორტი


სახანძრო -გამოყენებითი სპორტი ქვეყნის სახანძრო დაცვა წლითი წლობით ვითარდებოდა, უმჯობესდებოდა ტექნიკა-შეიარაღება, უფრო მაღალ დონეზე ადიოდა მეხანძრეთა ბრძოლის უნარიანობა. ეს ზრდა-განვითარება დაკავშირებული იყო ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკური პირობების განვითარებასთან, იზრდებოდა სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგები, განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში. კვლავ და კვლავ ახალი ამოცანები ისახებოდა მეხანძრეთა წინაშე. ერთერთი ასეთი ამოცანა იყო სახანძრო გამოყენებითი სპორტის დანერგვა სახანძრო ნაწილებში.
ათეული წლები დასჭირდა სპორტის ამ სახეობას, რათა ძირფესვიანად დახვეწილიყო და მაღალ საფეხურზე ასულიყო. 1958 წლიდან ფოთში ფიქრობდნენ სახანძრო-გამოყენებით სპორტში ისეთი გუნდის მომზადებაზე, რომელიც რესპუბლიკურ შეჯიბრებებში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ, ვერა და ვერ ხერხდებოდა საპრიზო ადგილების მოპოვება. მართალია, დებულების შესბამისად ნაწილებში ტარდებოდა საწვთრნელი მეცადინეობები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
1963 წელს ფოთის სახანძრო დაცვაში მეხანძრედ მიღებულ იქნა ახალგაზრდა მძლეოსანი ჭაბუკი გივი, ბუკია, იგი მაშინვე ჩაირიცხა დაცვის სახანძრო-გამოყენებითი სპორტის გუნდში. სულ ცოტა ხანში თვით გივის დაევალა სამივე ნაწილში გუნდების მომზადება და შეჯიბრების ჩატარება. 1964 წლის აგვისტოში დაინიშნა საგარნიზონო შეჯიბრება პროფესიულ საუწყებო და სხვა სახანძრო ნაწილებს შორის სახანძრო-გამოყენებით სპორტში. შეჯიბრება ტარდებოდა სპორტსაზოგადოება „ვოდნიკის“ ცენტრალურ სტადიონზე. ასპარეზობაზე განსაკუთერბით მომხიბლავი იყო გივი ბუკიას მიერ სწრაფად, ლამაზად და მაღალი ოსტატობით შესრულებული ილეთები.
შეჯიბრებაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა პირველმა სახანძრო ნაწილმა, რომელშიც მონაწილეობდა გივი ბუკია. მანვე გაიმარჯვა პირად პირველობაშიც.
მომდევნო წლებში გეგმაზომიერი საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარებით სულ უფრო მკვიდრ ნიადაგზე დგებოდა ამ სპორტის განვითარება.
ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.23-24
714
    

კომენტარები -
0

რეკლამა