ფოთელ მეხანძერთა გამარჯვება » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ფოთელ მეხანძერთა გამარჯვება

ფოთელ მეხანძერთა გამარჯვება

როგორც მთელ რიგ სხვა სპეციალურ სამსახურებში, ასევე სახანძრო დაცვის სისტემაში, ერთ-ერთი ძირითადი დარგია გაზკვამლდაცვის სამსახური. ამ სამსახურის შემდგომი გაუმჯობესებისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით შარშან ჩატარდა რესპუბლიკური შეჯიბრება გაზკვამლდაცვის სამსახურებს შორის. შეჯიბრებების პროგრამაში შედიოდა საბრძოლო გაშლა ავტოცისტერნის სახანძრო ჰიდრანტზე დაყენებით. რთული აგებულების კვამლსაკანში შესვლა და იქ მთელი რიგი ოპერაციების ჩატარება ჟანგბადმაიზოლირებელი აირწინაღებისა და გადასალაპარაკებელი რადიოაპარატის გამოყენებით.
შეჯიბრებაზე, რომელიც ქ. თბილისში ჩატარდა, პირველობისათის ერთმანეთს ეცილებოდნენ ქ.თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთისა და რიგი სხვა ქალაქების სახანძრო ქვეგანაყოფები.
სახანძრო გამოყენებით სპორტში ფოთელი მეხანძრეები მუდამ იყვნენ და არიან უძლიერესები, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ შეჯიბრების ამ ახალ სახეობაშიც ფოთის სახანძრო ქვეგანაყოფი პირველ ადგილს რომ დაისაკუთრებდა. ამაზე თვით თბილისელებსაც არ უფიქიათ. მსაჯთა შემადგენლობაშიც კი დაობდნენ, მოეხსნათ თუ არა ფოთელები შეჯიბრებიდან, - გამოცდილება აკლიათ, ხიფათი არ აცდებათო.
გამოცდილებამ და კარგმა გაწვრთნილობამ თავისი გაიტანა. ჩაირთო თუ არა წამზომი, ქვეგანაყოფმა ნ. გურგენაძის, ა.ტაბატაძის, ი.ლოლუას, გ.გვიჩიას, ფ.შიროკოვისა და მ. კატრანოვის შემადგენლობით დინჯად და გააზრებულად დაიწყო საბრძოლო გაშლა აირწინაღების გამოყენებით. ფოთელთა მეტოქეები ახლა იმაზე ფიქრობდნენ, რომ კვამლსაკანში ექნებოდათ შეფერხება მაგრამ ყველა ოპერაცია შეუფერხებლად, სამ წუთსა და 20 წამში ჩატარდა. სახეგაბრწყინებული ფოთელების გვერდით თითქოსდა შემთხევეით დამარცხებული თბილისელები დაღონებულნი გამოიყურებოდნენ, რომლებსაც მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგოთ წილად.
ფოთელმა მეხანძრეებმა დამსახურებულად პირველი ადგილი და გარდამავალი ბროლის თასი მოიპოვეს. თითოეული მონაწილე კი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ლ. ჭოჭუა
ფოთის პროფესიონალური სახანძრო დაცვის უფროსი.

გაზეთი "ახალი კოლხეთი" 29 იანვარი 1981 წელი
580
    

კომენტარები -
0

რეკლამა