როგორ უნდა ვიხმაროთ ნავთქურა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

როგორ უნდა ვიხმაროთ ნავთქურა

ნავთქურას ფართო გამოყენება აქვს ყოფაცხოვრებაში. მისი ხმარება შედარებით იოლია. ოჯახის პირობებში, მოსახერხებელია და საფრთხესთან არ არის დაკავშირებული თუ, რა თქმა უნდა, ზუსტად იქნება დაცული აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებანი.
უწინარეს ყოვლისა საჭიროა გვახსოვდეს, რომ უნდა ვისარგებლოთ ისეთი ნავთქურით, რომელიც წესიერ მდგომარეობაშია. ნავთქურა უნდა იდგეს მყარ მაგიდაზე, რომელსაც თუნუქის ფურცელი ექნება გადაკრული. ყოვლად დაუშვებელი და სახიფათოა ანთებული ნავთქურის დადგმა აივანზე, საკუჭნაოში, გასასვლელებში, გამჭოლ ქარზე, ანთებული ნავთქურის ადგილიდან ადგილზე გადატანა, მასში ბენზინის ან ლიგროინის, ასევე ცხელ მდგომარეობაში ნავთის ჩასხმა. არ შეიძლება ნავთქურაზე მძიმე ჭურჭლის დადგმა, მისი ანთების ან მეთვალყურეობის მცირეწლოვან ბავშვებზე მინდობა და საერთოდ ანთებული ნავთქურის უმეთვალყურეოდა დატოვება. ანთებული ნავთქურის ახლოს არ უნდა იყოს საწვავიანი ჭურჭელი.
დაუშვებელია ნავთქურაზე სარეცხის გაშრობა ან ჰაერის დინებისაგან და აბოლების თავიდან აცილებისათვის რაიმე წვადი ნივთების, მაგალითად ფანერის ან მუყაოს ნაჭრის მიფარება.
თუ რაიმე მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა ნავთქურას, საჭიროა დაუყოვნებლივ შევუდგეთ მის ჩაქრობას ხანძრის ქრობის ისეთი პირველადი საშუალებებით, როგორიცაა წყალი, ქვიშა ან ცეცხლმაქრები, რომელნიც წინასწარ უნდა გვქონდეს მომარაგებული ოჯახში. უკიდურეს შემთხვევაში ცეცხლმოდებულ ან აფეთქებულ ნავთქურას შეიძლება გადავაფაროთ ხალიჩა, საბანი, ქეჩა ან სხვა უხეში ქსოვილის ნაჭერი, რითაც ცეცხლის კერასთან შეწყდება ჟანგბადის მიწოდება და იგი ჩაქრება.
პ. ფინთურია
ფოთის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების თავმჯდომარე.
გაზეთი „ახალი კოლხიდა“ 1963 წელი.



1189
    

კომენტარები -
0

რეკლამა