ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძე - ცეცხლოვანი ბრანდმაიორი
მოამზადა გიორგი კალანდაძემ

ერთხელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ახალგაზრდა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობაში და ცხოვრებაში პირველი საბრძოლო ნათლობაც გამოსცადა.
ალექსანდრე გაიტაცა მეხანძრის ხიფათით აღსავსე საქმიანობამ, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღნა. მან სწრაფად გაიარა გზა რიგითი მეხანძრიდან ქ.პეტერბურგის ნევის სახანძრო ნაწილის ბრანდმაიორამდე.
გამანადგურებელი ხანძრების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ.ორიოლში.
რუსეთის სახანძრო დაცვის საზოგადოებამ ა.ბერიძეს ორიოლის სამოქალაქო სამმართველოში ბრანდმაიორის თანამდებობაზე სამუ-შაოდ რეკომენდაცია მისცა.
ორიოლში რამდენიმე წლით მუშაობის მანძილზე ალექსანდრე ბერიძემ სახანძრო ნაწილის საქმიანობა მაღალ დონეზე აიყვანა.
1920 წლის იანვრიდან ა. ბერიძე თბილისის სახანძრო რაზმში იწყებს მუშაობას ბრანდმაიორად. ხელქვეითები მასში ხედავდნენ საქმის საუკეთესო მცოდნეს.
მკაცრს, მაგრამ გულისხმიერ და სამართლიან ხელმძღვანელს.
1934 წელს ა. ბერიძე ინიშნება თბილისის სახანძრო დაცვის უფროსად და საქართველოს სსრ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
შესანიშნავმა ადამიანმა მედგარმა და მამაცმა „ცეცხლოვანმა“ ბრანდმაიორმა, რომელმაც სიყვარულის ძეგლი აიგო საქართველოს მეხანძრეთა გულებში თავისი სიცოცხლე დაასრულა 1938 წელს, გადასახლებაში.
1989წ.
ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.67
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0