თეთრი გედი
წელიწადის ყოველ დროს თავისი სილამაზე აქვს, განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი.
და ზამთარსაც თავისი მომხიბლელობა აქვს აბა რა სჯობს თოვლის ქათიბში ჩაფუნთული ბუნების ცქერას, როცა სქელი, მუქი ფერის ღრუბლებით დაფარული ციდან ფართო ფანტელები უხვად ცვივა. ეს ხომ ზღაპრული სანახაობაა.
ზამთარში ნადირობაც სასიამოვნოა. ჩემთვის ნადირობა ბუნების წიაღში გასეირნებაა.
ერთხელაც მოტორიანი ნავით სანადიროდ გავემგზავრეთ. 12 -წუთში გადავცურეთ პალიასტომის ტბა და გაღმა ნაპირზე შევჩერდით. დილიდ „პერელიოტს“ იქ დაველოდეთ. თუმცა წყნარი-მშვიდი ამინდი იდგა, და იხვებიც შორს-მაღლა გადაფრინდნენ. იმის შემდეგ მეგობარმა ეწერის სიღრმეში არჩია შესვლა, მე კი ჩვეულ ადგილებს, პატარა პალიასტომის, ლაქაშებითა და ჭილოფებით დაფარული ნაპირებს გავყევი. ამ მიდამოებში ბევრჯერ მომიკლავს იხვი და ახლაც ვფრთხილობ, იქნებ სადმე ამიფრინდეს იხვი. ამიტომ წელში ოდნავ მოხრილი, ნელი და მოკლე ნაბიჯებით მივყვები ჭაობიან სანაპიროს, აქ „კუსტებზე“ უნდა იარო, თორემ ფეხი თუ აგიცდა ნოყოში ჩაეფლობი, საიდანაც ფეხის ამოტანა გაგიძნელდება; ძნელია ასეთ ჭაობიან ადგილებში სიარული, თანაც შიგადაშიგ ლაქაშები გფარავს, მაგრამ მაინც გიხარია, იმის ლოდინში ხარ თუ როდის აგიფრინდება იხვი. ასეთ ფიქრებში მყოფმა კაი გვარიანი მანძილი გავიარე. ერთ ადგილას შევჩერდი და პატარა პალიასტომის ტბას გადავავლე თვალი, იქნება სადმე იხვი, იჯდეს მეთქი, სამწუხაროდ არა, სამაგიეროდ კოკორინები ბევრი იყო, ყვინთაობდნენ, ერთობოდნენ. მე კი გზა განვაგრძე, ერთ-ერთ მოსახვევში შევჩერდი, მოულოდნელად ორი გედი შევამჩნიე, თვალს არ ვუჯერებდი, ნუთუ მართლა გედებია, ცოტაც გავიარე და დავრწმუნდი, რომ გედები იყვნენ, ისინი წრიულად დაცურავდნენ, მერე ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ერთმანეთს ეალერსებოდნენ, ვუცქერდი და მათი მშვენიერება, მათი მოღერებული კისერი და ბრწყინვალება მსიამოვნებდა. რაღაცნაირ სითბოს, სიხარულსა და აღმაფრენას ვგრძნობდი. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და მათი აფრენა მენახა. აფრენის დროს გრძელ კისერს ისარივით წინ გაიშვერენ, ნახევარ მეტრიან ფრთებს წყლის ზედაპირზე აბათქუნებენ, ნიჩაბივით ფართო ფეხებს მარად მოიქნევენ და 8-10 მეტრის გავლის შემდეგ 10 კგ. წონის გედები ძლივძლივობით აიწევა ზევით და ჰორიზონტზე აღიმართებიან.
მინდოდა ასეთი სანახაობის მომსწერც ყოფილვიყავი, მაგრამ ჩქარმავალი „კაზანკის“ ხმა შემომესმა, წუთიც და თოფმაც იქუხა, ერთი გედი ფრთაზე დაიჭრა, მეორე აფრინდა. თოფი ჰაერში გავისროლე და თან მივაძახე, არ ესროლოთ, არ ესროლოთ მეთქი, შეიძლება ისიც მოეკლათ. ამ დაჭრილი გედის მორჩენა შეიძლებოდა მაგრამ ვერ მოვუსწარ, სტაცეს ხელი და გაუჩინარდნენ. ყველაფერი ეს წუთიერად მოხდა. ჩემი სიხარული მწუხარებამ შეცვალა. გაოგნებული ვიდექი. ვერ მოვასწარ ახლოს მოსვლა, ვერ გადავარჩინე. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვნახე, რომ ის გაფრენილი გედი მობრუნებულ იყო, ოდნავ ძირს დაეშვა, იმ ადგილს სამჯერ შემოუფრინა და ისევ ზღვისკენ აიღო გეზი.
ნადირობის თავი უკვე აღარ მქონდა და უკან მოვბრუნდით. შემდგომ ნადირობაზე ისევ იმ ადგილისაკენ, პატარა პალიასტომის ნაპირებს გავყევი. ნელი ნაბიჯებით მივიწევდი წინ, წარმოსახვაში ისევ იმ ორ გედს ვხედავდი, მათი სილამაზე ახლაც თვალწინ მედგა, თოფის ხმაც ჩამესმოდა ყურში.
როცა ახლოს მოვედი, ჩემდა მოულოდნელად ვნახე, რომ ერთი გედი იჯდა, ეს ის გედი იყო, რომელსაც თავისი წყვილი მოუკლეს.ის იჯდა თავაწეული და გარშემო იხედებოდა, სამწუხაროდ ახლომახლო არანაირი ფრინველი არ იჯდა. ახლოს მივედი, ის უფრო მომიახლოვდა, არ შეშინებია, პირჯვარი გადავისახე, რა ხდება მეთქი, გაოცებული ვიყავი ხელითაც შევეხე, დაჭრილი მეგონა, მაგრამ არა, ის არ იყო დაჭრილი. უკან მივბრუნდი კატერიდან პური ავიღე, მივუტანე და დაფურჩხნულად ჩავუყარე, პური შეჭამა, კაი ხანს ვუცქერდი, შემდეგ ასაფრენად მოემზადა, თითქოსდა შეგნებულად სურდა ენახებინა ჩემთვის, აფენის არაჩვეულებრივად საოცარი სილამაზე.
იმ დღეს ის გაფრინდა, მაგრამ მომდევნო ნადირობაზე ისევლე იქ იჯდა, ეს ნამდვილად საოცრება იყო, მთელმა მონადირეებმა გაიგო ეს ამბავი, სანახავადაც მიდიოდნენ, ყველა უყრიდა საკვებს.მასზე თოფის სროლას ახლა ვერავინ ბედავდა.
საღამოობით ზღვისაკენ მიემართებოდა, ხოლო დღისით პატარა პალიასტომის იმ ადგილზე აღამებდა, სადაც განუყრელი მეწყვილე მოუკლეს.
თეთრმა გედმა მთელი ზამთარი აქ, ფოთში, პატარა პალიასტომზე გაატარა, გაზაფხულის დადგომისთანავე ჩრდილოეთისაკენ აუღია გეზი, ეს ბევრ მონადირეს უნახავს, სამწუხაროდ ამ მომენტს მე ავცდი. ჩემს მეხსიერებიდან კი არასდროს არ წაიშლება მარტოდმარტო დარჩენილი გედი.
ნეტავ ახლ ა სად არის ის, თეთრი გედი.

ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0