Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  თემურ რიჟამაძის ხსოვნას
> ხსოვნის წიგნი > თემურ რიჟამაძის ხსოვნას

თემურ რიჟამაძის ხსოვნას


10-11-2017, 18:04. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა


თემურ რიჟამაძის ხსოვნას2003 წლის 8 - დეკემბერს დილა იყო, მზე ამოსვლითანავე დაფარა მუქი ფერის ღრუბელმა. ხან ზენა ქარი ქროდა და ხანაც ცივი ზღვაური დაუბერავდა, სახანძრო დაცვის სამსახურში კი ჩვეულებრივად გრძელდებოდა მუშაობა. თემურ რიჟამაძე თავის კაბინეტში საქმიანობდა, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, თუმცა რატომღაც ყველას სახეზე მოწყენილობა ეტყობოდა. თითქოსდა რაღაც მოხდა ან კიდევ რაღაც საოცნებო უნდა მომხდარიყო.
ნაშუადღეს თემური მეუღლის - ლუარას დის სახლში წასულიყო შვილის წამოსაყვანად. მისვლისთანავე თავი ცუდად უგრძნია და იქვე დივანზე ჩამოწოლილა, რაღაც წუთებში გულის მუშაობა შემწყდარა..თემურ რიჟამაძის ხსოვნას
სახანძრო დაცვაში ხმა დაირხა: - თემური რიჟამაძე გარდაცვლილაო, თავზარდაცემულებმა მის მეუღლე ლუარასთან ერთად გავეშურეთ სახლისაკენ მაგრამ... - შენ უკვე ცოცხალი არ იყავი თემურ, თითქოსდა ახალმიძინებული ყოფილიყავი, დივანზე იწექი და თვალს არ ვუჯერებდით, არა და არ გვეგონა რომ მკვდარი ესვენე.
თემურ რიჟამაძის ხსოვნას სამსახურში შუადღემდე ერთად ვიყავით, საათნახევარში კი ცოცხალი აღარ იყავი, ეს იყო თავზარდაცემი, ენით გამოუთქმელი შემაზრზენი შეგრძნება.
ამიტომაც იყო ის დღე პირქუში, თითქოსდა ბუნებამ გვაგრძნობინა, რომ უბედურება დატრიალდებოდა.
შინაგანი სამსახურის კაპიტანი, ოფიცერი თემურ რიჟამაძე ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი გულში სევდა დაგვიტოვა და თვალში ცრემლი, ცრემლი რომლითაც 8 - დეკემბერს შენს საფლავზე მიწას დავასველებთ. იქნებ ცხარე ცრემლებმა გაგრძნობინოს ჩვენი გულისტკივილი.
დიდხანს ვერ დავრჩი მე თქვენთან
ნაადრევად დამიღამდა,
მახსენდება სიკვდილის დღე
ბურუსოვან სიზმარს ჰგავდა.
გევედრებით მოიშორეთ
მწუხარების ფიქრები.
მე ზეციდან გადმოგხედავთ
თქვენთან ახლოს ვიქნები.

10/11/2017 წელი

გადიდება