თემურ რიჟამაძის ხსოვნას
ლევთერ ჭოჭუა

ნაშუადღეს თემური მეუღლის - ლუარას დის სახლში წასულიყო შვილის წამოსაყვანად. მისვლისთანავე თავი ცუდად უგრძნია და იქვე დივანზე ჩამოწოლილა, რაღაც წუთებში გულის მუშაობა შემწყდარა..

სახანძრო დაცვაში ხმა დაირხა: - თემური რიჟამაძე გარდაცვლილაო, თავზარდაცემულებმა მის მეუღლე ლუარასთან ერთად გავეშურეთ სახლისაკენ მაგრამ... - შენ უკვე ცოცხალი არ იყავი თემურ, თითქოსდა ახალმიძინებული ყოფილიყავი, დივანზე იწექი და თვალს არ ვუჯერებდით, არა და არ გვეგონა რომ მკვდარი ესვენე.

ამიტომაც იყო ის დღე პირქუში, თითქოსდა ბუნებამ გვაგრძნობინა, რომ უბედურება დატრიალდებოდა.
შინაგანი სამსახურის კაპიტანი, ოფიცერი თემურ რიჟამაძე ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი გულში სევდა დაგვიტოვა და თვალში ცრემლი, ცრემლი რომლითაც 8 - დეკემბერს შენს საფლავზე მიწას დავასველებთ. იქნებ ცხარე ცრემლებმა გაგრძნობინოს ჩვენი გულისტკივილი.
დიდხანს ვერ დავრჩი მე თქვენთან
ნაადრევად დამიღამდა,
მახსენდება სიკვდილის დღე
ბურუსოვან სიზმარს ჰგავდა.
გევედრებით მოიშორეთ
მწუხარების ფიქრები.
მე ზეციდან გადმოგხედავთ
თქვენთან ახლოს ვიქნები.
10/11/2017 წელი
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0