ამური შუბლაძე » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ამური შუბლაძე

ლევთერ ჭოჭუა

ამური შუბლაძეიტყვიან ხოლმე, დრო მკურნალიაო, მაგრამ ყოფილა გამონაკლისებიც. ზოგიერთ ტკივილს დრო ვერ კურნავს. პირახვედი. განგებამ აიქით რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მწვავდება ის. ასე იყო შენი ოჯახისათვის, შენი კოლეგებისათვის, როცა უფლის ნებით მარადიულ სასუფეველში გადსეთი ბედი არგუნა ხვიჩა (ამური)
უბლაძეს. ის სრულიად ახალგაზრდა ეზიარა მეხანძრის პროფესიას. მან განვლო გზები სახანძრო დაცვის რიგითი მეხანძრიდან უფროსის მოადგილის პოსტამდე. იყო შინაგანი სამსახურის ოფიცერი.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. ხვიჩა შუბლაძის ცხოვრებაში მთავარი იყო მაღალი კეთილშობილური თვისებები, ზნეობრივად მტკიცე და მეგობრისადმი უსაზღვრო სიყვარული. ის იყო საოცრად თავმდაბალი, ნებისმიერი ადამიანის მიმართ მისი პირველი სიტყვა იყო ბატონო...
ამური შუბლაძე

ნადრევად შემოეპარა მძიმე ავადმყოფობა, რომელსაც წლების მანძილზე ებრძოდა, ყველას ერთიანად გვწყდება გული,ყველა განიცდიდა...მახსენდება სამსახურის უფროსის - თენგო ხაზალიას ნაღვლიანი სიტყვები: - მას მძიმე სენი შეეყარა, მკურნალობა ძვირი უჯდება, დახმარება სჭირდება... დიახ, შენზე არამარტო შენიანები, არამედ მთელი შენი გარემოცვა ფიქრობდა და ვის როგორ შეეძლო, არაფერს იშურებდა, თუმცა სიკვდილს ვერავინ აღუდგა.
ამური შუბლაძე

ამასწინათ შენს საფლავთან შეიკრიბა შენი კოლეგები, ბევრ მოგონებებთან ერთად ბევრი სევდიანი ცრემლებითაც დასველდა საფლავი შენი. „ვინ შეაჩერებს სიკვდილს, ვინ აღუდგება ფარად, მხოლოდ და მხოლოდ ნატვრით, ჩვენს გულებში ხარ მარად.“
1281
    

კომენტარები -
0

რეკლამა