სერგო ბაიდაშვილი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სერგო ბაიდაშვილი

ლევთერ ჭოჭუა

ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში ვაკის რაიონის გასამხედროებულ ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმში ყარაულის უფროსად მუშაობდა, მას სამსახურში ნელ-ნელა აწინაურებდნენ, სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების ინჟინრად, ხოლო შემდეგ უფ. ინჟინრად გადაიყვანეს. ბოლოს კი ხანძრისქრობის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. არა მარტო თავისი საქმის დიდი სპეციალისტი, არამედ გულთბილი, სიკეთით აღსავსე ვაჟაკაცი იყო. მასთან შეხვედრა რაღაცნაირ სიხალისეს განიჭებდა. მახსოვს ერთხელ სახანძრო დაცვის სამმართველოში ვიყავი, როცა მოვრჩით სამსახურეობრივ საკითხებს, კაბინეტში ჭადრაკის თამაში შემომთავაზა. ვითამაშეთ 2:1 მოვუგე. ლევთერ, სამახსოვროდ რა გაჩუქო, ამ წუთას არაფერი გამაჩნიაო. მიიხედ-მოიხედა კაბინეტში, თაროზე პატარა მინიატურული უნიტაზი იდვა, აიღო , შეახვია და გადმომცა, ჩემგან სახსოვრადო. ასეთი გულღია, თბილი და კეთილი იყო სერგო. მისი დაღუპვა ელდასავით მეცა, გული დამიმძიმდა. მართლაც კიდე რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეეძლო მას, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა. მუხანათურმა ტყვიამ წუთისოფელს გამოასალმა იმ ავბედით დღეს სიცოცხლით სავსე ვაჟაკაცი. დიახ 1991 წლის 27 დეკემბერს ისევ და ისევ ქართველის ტყვია მოხვდა სერგო ბაიდაშვილს. სიყვარულით და სათნოებით აღსავსე ადამიანმა 5-წლის საშიკო და 2-წლის დევიკო დაუტოვა თავის საყვარელ მეუღლეს. მას არ დასცალდა ყოფილიყო მათთან ერთად ბედნიერი...
554
    

კომენტარები -
0

რეკლამა