გამბედავი თუ საზრიანი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

გამბედავი თუ საზრიანი

ლევთერ ჭოჭუა

გამბედავი  თუ  საზრიანი ხანძრის სტიქიასთან მებრძოლი გამბედავი უნდა იყოს, ხანძარს მამაცურად უნდა შეუტიოს, არ მისცეს მას გავრცელების საშუალება, ეს ასეცაა, მეხანძრეს არ უნდა შეეშინდეას ხანძრის, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ უმჯობესია მეხანძრე საზრიანი იყოსო. იბადება კითხვა - გამბედაობა სჯობია თუ საზრიანობა?
ამ კითხვაზე, ამ პატარა მოთხრობის დასასრულს გაიგებთ.
... იდგა არასასურველი ამინდი, უბერავდა ზენა ქარი, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იყო მომენტი, როცა ხეს წააქცევდა და შენობას სახურავსაც ახდიდა.
ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურში როგორც წესი მობილი-ზებული იყო მთელი ძალები და საშუალებები. ისინი ჩვეულებრივზე უფრო ფხიზლობდნენ. ღმერთის წყალობით დღე ისე მიილია, ხანძრის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა, ერთდროულად პოლიციის მორიგე პატრულის მანქანაც მოადგა სადისპეჩეროს. დისპეჩერმა მიიღო შეტყობინება ხანძრის შესახებ. იწვოდა მალთაყვაში ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული კეპინგი, სადაც ლტოლ-ვილები ცხოვრობდნენ. მეხანძრეთა მისვლის მომენტში სამი ოთახი ცეცხლის ალში იყო გახვეული, იგი ვრცელდებოდა გვერდითი შენობისაკენ, ამასთან მოსალოდნელი იყო ძლიერი ქარის მეშვეობით ცეცხლის წიწვიან ტყე-პარკში გავრცელება. საბედნიეროდ იმარჯვეს მეხანძრეებმა, მათი ენერგიული მუშაობით ბობოქარი ხანძარი ლოკალიზებული იქნა. საჭირო იყო მისი სრული ლიკვიდაცია, აქ კი სამწუხაროდ არასაკმარისი აღმოჩნდა ტექნიკა, დამატებით ერთი ავტოცისტერნაც კი წყვეტდა სიტუაციას. მართალია რაიონებიდან გამოძახებული იქნა დამხმარე ძალები, მაგრამ ისინი იგვიანებდნენ, აქ კი დრო არ ითმენდა, წუთები წყვეტდა ყველაფერს. ძლიერ ქარს ნაპერწკლები კიარა ნაკვერჩხლებიც კი გადაქონდა შორ მანძილზე.
სახანძრო განყოფილებაში სარემონტოდ განკუთვნილი ერთადერთი ავტოცისტერნა ეყენა, რომელსაც აკუმლატორი არ ქონდა, განათების სისტემაც მოშლილი იყო და მუხრუჭიც არ უვარგოდა. მძღოლმა
ვეფხვია ყურაშვილმა განყოფილების უფროს ამურ მაისაიასთან ერთად ეს გაუმართავი ავტოცისტერნა ბუქსირზე დაქოქეს. საჭესთან ვეფხვია დაჯდა, ჩაბნელებულ ქუჩებში საორიენტაციოდ მსუბუქი მანქანა წინ გაიყოლია და ხანძრის ადგილისაკენ გაემართა. დიდი რისკით, თუმცა შეფერხების გარეშე მივიდა ხანძრის ადგილზე. იქ მეხანძრეებმა ტუმბოს მილყელთან გადააერთეს სახელურები, ვეფხვიამ ტუმბო უმალვე ჩართო და დამატებით მიტანილი ოთხადოთხი ტონა წყალი საკმარისი აღმოჩნდა ხანძრის სრული ლიკვიდაციისათვის.
ვეფხვია ყურაშვილის საზრიანობა გამოიხატება იმაში, რომ მან მონახა გზები და საშუალებები რათა ეს ყოვლად გაუმართავი ავტოცისტერნა მოქმედებაში მოეყვანა და მიუხედავად მოსალოდნელი საგზაო ხიფათისა მან გარისკა, მან გაბედა ეს მანქანა მიეყვანა ხანძრის ადგილზე.
ახლა კი გავიმეოროთ შეკითხვა. - მეხანძრისათვის საზრიანობაა მთავარი თუ გამბედაობა? - რა თქმა უნდა საზრიანობა, თუმცა გამ-ბედაობა სჯობია.
ვეფხვია ყურაშვილმა კი პრაქტიკულად დაგვიმტკიცა, რომ ორივე ერთად კიდევ უფრო უკეთესიაო. მისი ქმედება კი გმირობის ტოლფასია.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.36-37
1028
    

კომენტარები -
0

რეკლამა