ხანძრების ქრობისას უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ხანძრების ქრობისას უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები

ხანძრების ქრობისას უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები

ხანძრების ქრობისას უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები მრავალგვარია ხანძართა მრავალგვარობის გამო, განვიხილოთ უსაფრთხოების ძირითადი ზომები სახანძრო ქვედანაყოფების საბრძოლო მუშაობის ცალკეულ ეტაპზე.
უსაფრთხოების ზომები განგაშზე შეკრებისას, გზაზე მსვლელობისა და საბრძოლო გაშლისას.

განგაშის სიგნალზე საბრძოლო გათვლები მიეშურებიან გარაჟში სახანძრო ავტომობილისაკენ. საბრძოლო გათვლებიდან თითოეული მეთვალყურეობას უნდა უწევდეს მას, რომ არ დაეჯახოს წინას, ხელი არ ჰკრას გვერდით მორბენალს და არ შეჩერდეს მორბენალთა ნაკადში.
ბევრ სახანძრო ნაწილში მეორე სართულიდან გარაჟში ჩასასვლელად მოწყობილია საძრომები ჩასაშვები ბოძებით. ბოძზე ჩასვლისას სხეულის დაუცველ ნაწილებითა და ხელებით არ უნდა შევეხოთ მის ზედაპირს, ხოლო ჩასვლის შემდეგ სწრაფად უნდა მოვშორდეთ ბოძს. ჩასვლა უნდა დავიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა წინა ჩასული ბოძს მოსცილდება.
ავტომობილზე დასხდომა, როგორც წესი, გარაჟში უნდა მოხდეს. თუ გარაჟის ფართობი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, დასხდომას ახდენენ გასასვლელ მოედანზე. დასხდომისას არ შეიძლება წინ გადაურბინონ განგაშზე გამავალ ავტომობილებს. გარაჟიდან გასვლა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მთელი პირადი შემადგენ-ლობა ავტომობილში იქნება.
სახანძრო ავტომობილების გასვლის შესახებ საქალაქო ტრან-სპორტისა და მოსახლეობის გაფრთხილებისათვის უნდა აინთოს სპეციალურად მოწყობილი შუქნიშნები. თუ ისინი არ არის, გუშაგი მოვალეა ფასადთან წითელი ალმით, ხოლო ღამით წითელმინიანი ელექტროფარნით მისცეს სიგნალები.
მძღოლებმა უნდა დაიცვან ქუჩაში მოძრაობის წესები, არ დაუშვან ავტომობილების მკვეთრი მობრუნება და არ მისცენ უფლება პირად შემადგენლობას გამოვიდნენ ავტომობილიდან მის სრულ გაჩერებამდე.
ხანძრის ადგილზე მისვლისას ავტომობილები ისე უნდა განალაგონ, რომ შეიძლებოდეს მათი გადაადგილება უსაფრთხო ადგილზე ხანძარზე ვითარების მოულოდნელად შეცვლისას.
სახანძრო ჰიდრანტის სახურავის გაღება უნდა მოხდეს სპეცი-ალური კაუჭით ან ძალაყინით. ამასთანავე აუცილებელია თვალყური ვადევნოთ რომ სახურავი ფეხებზე არ დაგვეცეს. არ შეიძლება ღია ალის გამოყენება სახანძრო ჰიდრანტის ჭის გასანათებლად.
მოლიპულ და მოყინულ ზედაპირზე სახელოიანი ხაზის გაწყობა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით. არ შეიძლება წყლით სავსე სახელოიანი ხაზის მაღლა აწევა. აწეული ხაზი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სახელოების საკავებლებით.
ინსტრუმენტით კიბეებზე ასვლისას იგი საიმედოდ უნდა დავამაგროთ.
მძღოლებმა დამოუკიდებლად არ უნდა შეწყვიტონ წყლის მი-წოდება, არ მოახდინონ სახელოიან ხაზში წნევის მომატება ან მო-კლება.
თუ აფეთქებებია შესაძლებელი, საბრძოლო გაშლისას აუცილებელია განსაკუთრებული სისწრაფე მოქმედებაში. აფეთქების ტაღლებისაგან, ნამსხვრევებისაგან და კონსტრუქციების გაფანტული ნატეხებისაგან პირადი შემადგენლობის დაცვის მიზნით სახელოიანი ხაზები უნდა გაეწყოს გადარბენებით, თავშესაფრების (ჩამონანგრე-ვები, არხები, შენობების კედლები და ა.შ.) გამოყენებით.
უსაფრთხოების ზომები დაზვერვისას.

დაზვევის შემადგენლობისათვის მთელ რიგ შემთხვევაში უცნობია იმ ობიექტის შინაგანი დაგეგმვა, კონსტრუქციისა და სხვათა თავისებურებანი, რომელიც იწვის. ძლიერი დაკვამლიანება, მაღალი ტემპერატურა, სიბნელე, სათავსოთა დაგეგმვის სირთულე და ა.შ. რომლებიც მოითხოვენ უსაფრთხოების განსაზღვრული ზომების დაცვას.
დაკვამლიანებულ სათავსებში და ისეთ სათავსებში, რომლებშიაც მავნე გაზებია, აუცილებელია ჟანგბადის მაიზოლირებელი აირწინაღების გამოყენება, ძლიერ დაკვამლიანებულ სათავსებში შესვლის წინ აწესებენ უსაფრთხოების საგუშაგოს, რომელთანაც დაზვერვის ჯგუფი ამყარებს კავშირს რადიოთი, ტელეფონით, (ლარინგფონით), ხმით, მაშველი თოკის ან საგზაო ხაზის (კანაფის) შემწეობით. ძლიერ დაკვამლიანებულ სათავსში წინ წაწევა ხდება კედლის გასწვრივ ისე, რომ გზა დაიმახსოვრონ. ამის გარდა აუცილებელია იქონიონ მაშველი თოკი ფანჯრიდან, აივნიდან და ა.შ. ადამიანთა გადასარჩენად. ცეცხლმოკიდებული სათავსის კარი ფრთხილად უნდა გაიღოს და გამოიყენონ კარის ან კედლების კალთა, რათა თავი დაიცვან ძლიერ გახურებული გაზების ან ალისაგან.
საწარმოო შენობებში მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების შესახებ არსებული ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვა განსაკუთრებით სათავსებში, სადაც არის მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარები და სადაც აფეთქების ან მოწამვლის საშიშროებაა. საწარმოო პირობების აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარ უნდა მიიღონ კონსულტაცია ტექნიკური პერსონალისაგან, აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება სათავსებში, სადაც ივარაუდება ფეთქებადსაშიში ორთქლების, გაზებისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების არსებობა.
სარდაფში კიბებზე ჩასვლისას საჭიროა მოძრაობა ოთხით პირით გამოსასვლელისაკენ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი სასხვენო სათავსში სამერცხლე ფანჯრით ან სახურავის ღიობით ჩასვლისას, ჩავუშვებთ რა ფეხებს, უნდა ვეხებოდეთ გადახურვას და სახურავის კონსტრუქციაზე ხელის მოჭიდებით გავსინჯოთ გადახურვის სიმტკიცე. თუ ფეხები გადახურვამდე ვერ აღწევს, უნდა გამოვიყენოთ კიბე-ჯოხი ან შემოვიხვიოთ თოკი, რომლის ერთი თავი უნდა ეჭიროს სახურავზე მყოფ მეხნძრეს.
უსაფრთხოების ზომები ხანძრის ქრობის პროცესში

ხანძრისქრობის ხელმძღვანელს და უფროსთა შემადგენლობას ეკისრებათ პასუხიმგებლობა უსაფრთხოების ტექნიკის წეს-ების შესრულებაზე. მეხანძრეების სიცოცხლის დაცვასა და მათი შრომის უნარიანობის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე არსებულ ან სხვა ხანძრის დროს. უსაფრთხოების წესების დაცვა ხანძრის დროს დასახული ამოცანის წარმატებით შესრულების პირობას წარმოადგენს.
შენობებში ხანძრის ქრობისას პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება დამოკიდებულ;ია, უწინარეს ყოვლისა, ცალკეული კონსტრუქციების და მთელი შენობის სიმტკიცეზე.
ცეცხლმედეგი მშენებლობის განვითარება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის ხანძარზე მუშობის პირობების სულ უფრო მეტ უშიშროებას. ხანძარს ჯერ კიდევ ხშირად მაინც ახლავს კონსტრუქციების ჩამონგრევა. უფრო ხშირად ხდება ლითონისა და ხის კონსტრუქციების ჩამონგრევა. რკინა-ბეტონის კონსტრუქციები უფრო მეტად მყარია მათზე ცეცხლისა და ტემპერატურის ზემოქმედებისას. მიუხედავად ამისა ხანძრისას მთელი რიგი ასეთი კონსტრუქციების მზიდების უნარიანობის მთლიანად დაკარგვამდე (ჩამონგრევამდე) დრო შეიძლება ცეცხლმედეგობის ნორმატიულ ზღვარზე მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდეს. ამიტომ პირადი შემადგენლობის (განსაკუთრებით უფროსთა) მიერ შენობის ძირითადი მზიდი ელემენტების ცეცხლმედეგობის ცოდნის შედეგად შეიძლება დროული ზომები მივიღოთ ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ხანძრების  ქრობისას  უსაფრთხოების  ტექნიკის  საკითხები

ქრობის თვალყური უნდა ვადევნოთ კონსტრუქციებს და ეფექტური ზომები მივიღოთ გაფრთხილების სახით მათი ჩამონგრევის არიდებისათვის.
უშუალო გაგრილება;
ეკრანირება (წყლის ფარდა)
ტემპერატურის დაკლება იმ სათავსში, სადაც ხანძარი მიმდინარეობს, ნეიტრალური ზონის ამაღლება, ჰაერის დატენიანება გამფრქვევი ნაკადით, აგრეთვე უსაფრთხო მიმართულებით წვის პროდუქტების გაშვება.
იმ გადახურვიდან ტვირთის დროულად მოხსნა, რომელსაც ემუქრება (ქონების, მოწყობილობის და სხვათა) ჩამონგრევის საშიშროება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კონსტრუქციების დაცვას, საიდანაც შეიძლება ცეცხლი გავრცელდეს სიცარიელეთა გზით. ასეთია მაგალითად, სართულშორისი ძნელად წვადი გადახურვები.
საშიში მომენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია კონსტრუქციების დამახასიათებელ მოქცევათა ნიშნების ცოდნა ხანძრის ქრობის პროცესში: შესამჩნევ გადაღუნვათა გამოვლენა, ბზარების გახსნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში არმატურის გაშიშვლება, ხის მზიდი კონსტრუქციების გამოწვევა, ქვის კონსტრუქციებში ბზარების გაჩენა და ა.შ.
ხანძრის კერაზე აქტიური შეტევისათვის მელულეები რაც შეიძლება ზხლოს უნდა მივიდნენ მასთან. თითქმის ყველა ხანძარზე ისინი მუშაობენ მნიშვნელოვანი სითბური გამოსხივების, საწვავი გაზების და სხვა ისეთი პროდუქტების წვის ზონაში, რომელთაც აქვთ მაღალი ტემპერატურა.
სითბური გამოსხივება არა მარტო შენობებში, არამედ გარე ხანძარზედაც ქმნის წვის კერასთან მიდგომის სიძნელეს და ამასთანავე მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე.
გამოსხივების თბური ზეგავლენა დამოკიდებულია გამოსხივების ნაკადის ინტენსივობაზე. დასხივებული ზედაპირის სიდიდეზე, ორგანიზმის დასხივებულ უბანზე, დასხივების ხანგრძლივობაზე, სხივების დაცემის კუთხეზე, ტანსაცმლის ფერზე.
ცხრილში მოყვანილია დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანს შეუძლია გადაიტანოს ამა თუ იმ ინტესივობის თბური გამოსხივება და ის სითბოს რაოდენობა, რომელიც გადაეცემა ამ დროში.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით შენობებში ხანძრისას) ან სხეულის დასხივება იწვევს ორგანიზმში სითბოს დაგროვებას და გადახურებას. ამასთანავე მკვეთრად უარესდება გულის მუშაობა, ხშირად სუნთქვა, მატ-ულბს ოფლინობა და ხდება ორგანიზმისათვის საჭირო მარილების დაკარგვა.
გამოსხივების 0,8-1,5 კალ/სმ2 წუთ ინტესივობისას იწყება გადატანის ზღვარი. შიგნითა ხანძარზე გამოსხივების ასეთი ინტესივობა შეიძლება შევამჩნიოთ 30 მ-მდე და ზოგჯერ მეტ მანძილზე. ნაკლებ მანძილზე, სადაც მელულეებს უხდებათ მუშაობა იგი შეიძლება იყოს 15-20 ჯერ მეტი. ასე, საცხოვრებელ ხის სახლის, სახერხი მასალების შტაბელების ღია ხანძარზე გამოსხივების ინტესივობამ მან-
ძილზე შეიძლება მიაღწიოს 20-30 კალ//სმ2 წუთს, ამიტომ მელულეებს ასეთ პირობებში ჩვეულებრივ ტანსაცმელში ეფექტურად მუშაობა არ შეუძლიათ, რადგან წყლის ნაკადი ან სანახევროდ გააქვს ჰაერის ნაკადს, ან სრულად ვერ აღწევს მიზანს, ასეთ პირობებში მელულემ უნდა იმუშაოს თბური გამოსხივებისაგან დაცვის ინდივიდუალურ საშუალებებში.
დაცვის უფრო მეტად საიმედო საშუალებას წარმოადგენს სითბოამრეკლი კოსტუმი. საკმაოდ ეფექტურია აგრეთვე ლითონის დამცველი სველი ბადე და პლეკსიგლაზური ფარი ჩაჩქანზე. სხვა საშუალებებიდან შეიძლება გამოვიყენოთ წყლის საფარი. ასბესტისა და ფანერის საფარები, რომლებიც მიმაგრებულია ლულებზე. ასბესტცემენტის ფურცლები, რომელიც დგას მიწაზე; გაფრქვეული წყ-ლის ნაკადით დასველებული მელულის ბამბის ტანსაცმელი და ა.შ.
ლულების პოზიციას განსაზღვრისას, განსაკუთრებით იმ შტაბელებს შორის, რომლებიც იწვის, აუცილებელია მელულეების წყლით დასველება და იმ საყრდენი პოზიციების მითითება, სადაც უნდა გამოიყვანონ პირადი შემადგენლობა გახურებული ჰაერის გაგრილებისას ან ცეცხლის ქარბორბლის წარმოქმნის შემთხვევაში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი შემადგენლობის სიმაღლეზე, სიბნელეში და ზამთარში მუშაობას. სახურავზე და გადახურვაზე სათავსის შიგნით მუშაობისას აუცილებელია თვალყურის დევნება მზიდი კონსტრუქციის მდგომარეობაზე. ჩამონგრევის საშიშროების შემთხვევაში პირადი შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე.
გადახურვებზე, განსაკუთრებით კამაროვანზე, მუშაობისას მეხანძრეები, ხელის სახანძრო კიბეები, სპეციალური კიბეები და ა. შ. თოკებით უნდა იქნენ დამაგრებული.
სახურავზე გადასვლისას საჭიროა სიფრთხილე, თავბანდის გამოყენება, განსაკუთრებით ზამთრობით ხანძრის ქრობისას, როცა სახურავი თოვლით არის დაფარული. საფრთხის ადგილას არ შეიძლება პირადი შემადგენლობის დიდი შეჯგუფება.
კონსტრუქციების გახსნისა და დაშლისას, აგრეთვე ხანძრის ადგილის გაწმენდისას რეკომენდებული არ არის კონსტრუქციული ელემენტებისა და მათი ნატეხების ძირს დაყრა. თუ ეს აუცილებელია, თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ დასაყრელ ადგილებში არ იყვნენ ადამიანები და არ იქნეს საბრძოლო ტექნიკა, ის ადგილი, სადაც კონსტრუქციებს ყრიან, დაცული უნდა იქნეს.
თუ გადახურვის (სახურავის) ახლო ელექტრო ქსელი გადის, აუცილებლია მათი გათიშვა.
სახანძრო კიბეებზე ასვლა აუჩქარებლად უნდა მოხდეს, კიბიდან ლულების მუშაობისას მეხანძრეები, აგრეთვე სახელოიანი ხაზები, გულდასმით უნდა იქნენ მიმაგრებულნი. ღამით საბრძოლო მუშაობის პროცესში საჭიროა დროულად გაშუქდეს პირადი შემადგენლობის გადანაცვლებისა და ევაკუაციის გზები, საბრძოლო უბნები და წყლის წყაროები, გამოწვისა და კონსტრუქციის გახსნის ადგილები. აუცილებელ შემთხვევაში აწესებენ უსაფრთხოების საგუშაგოებს. საბრძოლო უბნებზე და ზურგში უნდა მოეწყოს საიმედო კავშირი ცუდი ხილვადობის პირობებში ვითარების შესახებ ინფორმაციისათვის.
ზამთრობით ხქხ-მა და მთელმა უფროსთა შემადგენლობამ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო შრომის პირობები ყინვაში მომუშავეთათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების დროულად შეცვლას. ხანძრის ადგილას უნდა იქნეს პუნქტები გათბობისა და სამედიცინო დახმარების გასაწევად. ხანგრძლივი ხანძრის დროს აუციელბელია მოეწყოს ცხელი საჭმლის გაცემა და სპეცტანსაცმლის გამოცვლა.
ისეთ რეზერვუარებში ხანძრის ქრობის დროს, რომელშიაც მუქი ნავთობპროდუქტებია, აუცილებელია ავტომობილების ისე განლაგება, რომ რეზერვუარიდან პროდუქტის ამოტყორცნის შემთხევაში ისინი ხანძრის ზონაში არ აღმოჩნდნენ. ავტომობლებს ან მცურავ საშუალებებს მდინარის პირას განალაგებენ ხანძრის ზემოთ, საიდანაც მდინარე მოედინება.
დანაყოფების მთელი პირადი შემადგენლობა და ობიექტის მომსახურე პერსონალი, რომლებიც ხანძრის ქრობით არ არიან დასაქმებული, გამოყვანილი უნდა იქნენ საშიში ზონის ფარგლებიდან.
დიდ საფრთხეს წარმოადგენს პროდუქტების ადუღება და ამოტყორცნა. ცნობილია შემთხვევები, როცა ათეულობით ტონა ნავთი იქნა ამოტყორცნილი წვის კერიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს წვის პროდუქტების ამოტყორცნისა ან ადუღების დროულად განსაზღვრისა და არიდების შესახებ.
ამოტყორცნის დროს წვის დასაწყისიდან (Тq- ს-ში) განისაზღვრება ნავთობის გახურების სიჩქარით და პრაქტიკულად უტოლდება იმ დროს, რომლის განმალობაშიაც ნავთობის გახურებული ფენა აღწევს წყლის ქვედა ფენას. მისი გამოანგარიშებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ რეზერვუარში პროდუქტის ფენის სიმაღლე ( h1 - წ-ში) და მისის გახურების სიჩქარე( υ გახ მ/ს-ში ). ამ სიდიდეთა შორის მარტივი დამოკიდებულებაა
იმ ნავთობის გახურების სიჩქარე υ გახ რომელიც შეიცავს 2-3% ტენიანობას, შეიძლება უტოლდებოდეს 0,5-0,6 მ/ს, ხოლო 1% ანობის შემცველობისას- 0,4 მ/ს.
მაგალითად, რეზერვუარში ნავთობის ფენის 2,4 მ სიმაღლისა და 2-3% ტენიანობისას ამოტყორცნა მოხდება თავისუფალი წვის 4- 4,5 ს-ში.
ხანძრების  ქრობისას  უსაფრთხოების  ტექნიკის  საკითხები

ამოტყორცნის დასაწყისის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს რეზერვუარის კედლის ვიბრაცია, რასაც თან ახლავს ძლიერი ხმაური, ალის ჩირაღდნის სიკაშკაშისა და ზომის გადიდება. ზოგიერთი შემთხვევაში ადუღების წინ იწყება ძლიერი შიშინით ხმაური.
ამოტყორცნის ასარიდებლად აუცილებელია წყლის გამოშვება იმ რეზერვუარის ფსკერიდან, რომელიც იწვის. ადუღების აცილების ეფექტური ზომები ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიულობას ასეთი ხანძრის ქრობისას.
რეზერვუარში ალის სამეთვალყურეოდ უნდა გამოიყონ პირები უფროსთა შემადგენლობიდან. ამოტყორცნის მომენტის მოახლოებისას მეთვალყურეობის გამწევი პირები ინფორმირებას უწევენ ამის შესახებ ხქხ-ს. ადუღების დაწყებისას ისინი იძლევიან სიგნალს შემოზვინვიდან პირადი შემადგენლობის გამოსვლის შესახებ. მელულეების ცვლა ერთროულად არ უნდა მოხდეს, რათა რაც შეიძლება ცოტა ადამიანები იმყოფებოდნენ საფრთხის ზონაში.
ხანძრის ზონაში მომწამვლელ ნივთიერებათა არსებობისას სიფრთხილის ძირითად ზომას წარმოადგენს სასუნთქი ორგანოების ჟანგბადმაიზოლირებელ ხელსაწყოებით დაცვა.
აფთიაქებში, ლაბორატორიებში და ისეთ საწყობებში ხანძრის ქრობისას, რომლებშიც ქიმური რეაქტივებია და ა. შ. აუციელბელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ დავუშვათ შუშის ჭურჭლეულის და აპარატურის დაზიანება.
იმ შენობებში ხანძრის ქრობისას, რომლებსაც აქვს სინთეზური მასალებისაგან მოწყობილი თბოიზოლაცია (მაგალითად, პოლისტიროლის, პენოპოლიურეთინისა და სხვა. ), მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ დაშლისას ამ ნივთიერებათაგან მრავალი გამოყოფს ტოქსუკურ გაზებს. მაგალითად, 1 კგ პენოპოლიურეთინი გარემომცველ სივრცეში გამოყოფს 0,003 მგტ ციანისტურ წყალბადს და 0, 223 მგ ტოლუილენდიიზოციონატს. ამ ნივთიერებათა ჰაერში დასაშვები კონცენტრაციაა 0,003 და 0, 005 მგ/ლ. ამ მასალების წვის ლიკვიდაციის შემდეგაც კი დაშლილი პროდუქტები გამოყოფენ ტოქსიკურ გაზებს. ტოქსიკური გაზები შეიძლება გამოიყოს სხვა მასალების წვის დროსაც. ამიტომ აუციელებლ შემთხვევებში საჭიროა კონსულტაციების მიღება ობიექტის ტექნიკური პერსონალისაგან და პირადი შემადგენლობის დაცვისათვის ზომების გატარება.
იმ ობიექტებზე ხანძრის ქრობის შემდეგ, რომელშიც მავნე ორთქლები და გაზებია, საჭიროა სპეცტანსაცმლის დეგაზაცია და პირადი შემადგენლობის სანიტარული დამუშავება. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება გულდასმით უნდა გაირეცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოს ავტომობილზე.
ხე-ტყის ბირჟებზე და ხის მასალების საწყობებში ხანძრის ქრობისას, აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში შუადადებებისა და სიმაგრეების გამოწვის შედეგად ხის ძელების ჩამოვარდნის, აგრეთვე წვის ადგილებში შტაბელებს შორის ადამიანების მოყოლის შესაძლებლობა. იმ შტაბელებზე მუშაობისა, რომლებიც იწვის, პირადი შემადგენლობა დაზღვეული უნდა იყოს თოკებით. თუ ძლიერი კონვექციური ნაკადები და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, აუცილებელია სათადარიგო პოზიციების შექმნა პირადი შემადგენლობისათვის. არ შეიძლება ადამიანების მაღლა აგზავნა ან საყრდენად შტაბელების გამოყენება თუ დარწმუნებული არა ვართ მათ სიმტკიცეში. შტაბელის ზემოთ მოძრაობა სასურველია ფიცარფენილზე.
ტორფის შტაბელების, ტორფის მინდვრების, ხის ძირების, ქვანახშირის ტაბელების ხანძრის დროს აკრძალულია წვის ადგილებში ადამიანების შესვლა. ქვანახშირის წვისას, ამის გარდა, აუცილებელია სასუნთქი ორგანოების დაცვა მახრჩობელა გოგირდის გაზისაგან.
ტორფის დიდი ხანძრის დროს დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქარის მიმართულების მოულოდნელი შეცვლა, ცეცხლის გავრცელების სისწრაფე, ნაპერწკლების მოხვედრა იმ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ და ზურგში წვის ახალი კერების წარმოქმნა, რის შედეგადაც ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ ორიენტირება და ირგვლივი
ცეცხლის რკალში აღმოჩნდენ. ამიტომ მთელ პირად შემადგენლობას წინასწარ უნდა აჩვენონ წყლის წყაროები, ზვინულის, ზედაპირული და სხვა არხები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოსალოდნელი ცეცხლისაგან თავის შეფარება. ორიენტირებად შეიძლება გამოიყენონ სახელოიანი ხაზები.
1510
    

კომენტარები -
0

რეკლამა