სახანძრო სახელოების არმატურა
> თემა: სახანძრო ტექნიკა > სახანძრო სახელოების არმატურა

სახანძრო სახელოების არმატურა


19-02-2016, 20:21. ავტორი: amuri
თემა№2/8

(სახანძრო სახელოები და მათი არმატურა)


დ) სახანძრო სახელოების არმატურა

რა მოწყობილობები მიეკუთვნება სახანძრო სახელოების არმატურას?

სახანძრო სახელოების არმატურა


> რგოლისებრი შემწოვი ბადე
> შემაერთებელი თავაკები
> განშტოებები
> წყლის შემკრები
> ხელის და ლაფეტის ლულები
> ჰიდრანტის სვეტი

სახანძრო სახელოების მოწყობილობები ჩამოისხმება სხვადასხვა სახის ალუმინის შენადნობებისაგან შემდგომი მექანიკური დამუშავებით.

რა დანიშნულება აქვს შემწოვ ბადეს?


სახანძრო სახელოების არმატურა> შემწოვი ბადე იცავს შემწოვ სახელოს და ტუმბოს სხვადასხვა საგნების მოხვედრისაგან, აგრეთვე გამოიყენება წყლის სვეტის შესანარჩუნებლად წყლის მიწოდების დროს. შემწოვი ბადე უერთდება შემწოვ სახელოს ტუმბოს მუშაობის დაწყებამდე.
> ტუმბოს მუშაობისას შემწოვ ხაზში იქმნება გაიშვიათება. წყალი ატმოსფერული წნევის ზემოქმედებით ხსნის სარქველს (1), გადადის შემწოვ ხაზში და შემდგომ ტუმბოს ღრუში. ტუმბოს გაჩერებისას სარქველი ბრუნდება ბუდეში, ხოლო წყალი რჩება შემწოვი ხაზში.
> ხაზის წყლისაგან გასათავისუფლებლად, საჭიროა ბერკეტის (2) მობრუნება რგოლზე (3) მიმაგრებული თოკის მეშვეობით, რის შემდეგ სარქველი იწევა და სახელოები იცლება წყლისგან.

კითხვები:

1.რა მოწყობილობები მიეკუთვნება სახანძრო სახელოების არმატურას?
2.რა დანიშნულება აქვს შემწოვ ბადეს?
3.როგორია შემწოვი ბადის მუშაობის პრინციპი?

რა დანიშნულება აქვს შემაერთებელ თავაკებს?

შემაერთებელი თავაკები გამოიყენება სახელოების ერთმანეთთან და სახელოების მოწყობილობებთან სწრაფი, ჰერმეტული და მყარი შეერთებისათვის.

დანიშნულების მიხედვით და სახელოებზე მიერთების ხერხიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციის შემაერთებელი თავაკები:
> სახშობი თავაკები
> გადამყვანი თავაკები
> სახელოების თავაკები
> ხრახნიანი თავაკები


სახანძრო სახელოების არმატურა> სახშობი თავაკები გამოიყენება სახანძრო ტუმბოების შემავალი და გამომავალი მილყელების და სახანძრო შემწოვი და გამდენი სახელოების ჩასაკეტად. აღნიშნული ტიპის თავაკები ბლოკავენ გამოუყენებელ წყლის ან ქაფის მიმწოდებელ არხებს. არსებობს სხვადასხვა ზომის, წონის და დიამეტრის სახშობი თავაკი.


სახანძრო სახელოების არმატურა> გადამყვანი თავაკები გამოიყენება სხვადასხვა დიამეტრის სახანძრო სახელოების ერთმანეთთან და სახელოების მოწყობილობებთან სწრაფი, ჰერმეტული და მყარი შეერთებისათვის.
არსებობს სხვადასხვა მოდელის გადამყვანი თავაკი: 50X70, 50X80, 70X80, 51X66, 51X77, 66X77

> სახელოების თავაკები გამოიყენება სახანძრო სახელოების ერთმანეთთან და სახელოების მოწყობილობებთან შესაერთებლად.

სახანძრო სახელოების არმატურა


სახანძრო სახელოების არმატურა> ხრახნიანი თავაკები გამოიყენება სახანძრო სახელოების ერთმანეთთან ან სახანძრო მოწყობილობებთან სწაფი და ჰერმეტული შეერთებისათვის.
არსებობს შემწოვი და გამდენი ხრახნიანი თავაკები, რომლებიც შესაბამისად გამოიყენება შემწოვი და გამდენი სახანძრო სახელოებისათვის.
ხრახნიანი თავაკები ასევე გამოიყენება შიგა სახანძრო ონკანებისათვის.

კითხვები:

1.რა დანიშნულება აქვს შემაერთებელ თავაკებს?
2.რა სახის შემაერთებელი თავაკები არსებობს?

რა დანიშნულება აქვს განშტოებებს?

> სახანძრო განშტოებები გამოიყენება მაგისტრალურ სახელოს ხაზში სახანძრო ტუმბოთი მიწოდებული ცეცხლმაქრი ნივთიერების ნაკადის დასაშლელად რამდენიმე ნაკადათ, აგრეთვე ცეცხლმაქრი საშუალებების მიწოდების დასარეგულირებლად.

სახანძრო სახელოების არმატურაგამომავალი შტუცერების რაოდენობიდან და შემავალი შტუცერის პირობითი დიამეტრიდან გამომდინარე განასხვავებენ შემდეგი ტიპის განშტოებებს: სამსვლიანი და ოთხსვლიანი სახანძრო განშტოებები სახანძრო სახელოების არმატურა

სახანძრო განშტოებებს, მიუხედავად მათი კონსტრუქციისა, აქვთ მსგავსი აგებულება: კორპუსი, შემავალი მილყელი, გამომავალი მილყელი, სარქველიანი ჩამკეტი ონკანი, სახელური.

კითხვები:

1.რა დანიშნულება აქვს სახანძრო განშტოებებს?
2.რამდენ სვლიანი სახანძრო განშტოებები არსებობს?
3.რა აგებულება აქვს სახანძრო განშტოებებს?


რა დანიშნულება აქვს წყალშემკრებს?


სახანძრო სახელოების არმატურა> წყალშემკრები გამოიყენება ორი შემწოვი სახელოდან წყლის შესაკრებად და სახანძრო ტუმბოში მისაწოდებლად. წყალშემკრები იდგმევა ტუმბოს შემწოვ შტუცერზე.

წყალშემკრების აგებულება: კორპუსი, შემწოვი და გამდენი სახანძრო სახელოების მისაერთებელი ორი შემავალი შემაერთებელი თავაკი, ტუმბოს შემწოვ შტუცერზე მისაერთებელი გამომავალი შემაერთებელი თავაკი. წყალშემკრების კორპუსში დამაგრებულია სარქველი ერთერთი შემავალი მილყელის ჩასაკეტად.

კითხვები:

1.რა დანიშნულება აქვს წყალშემკრებს?
2. რა აგებულება აქვს წყალშემკრებს?

სახანძრო ლულები


რა დანიშნულება აქვს სახანძრო ლულებს?


> სახანძრო ლულები გამოიყენება ცეცხლმაქრი ნივთიერების გაფრქვეული და კომპაქტური ნაკადების შესაქმნელად და მიმართულების მისაცემად, აგრეთვე ნაკადის შესაჩერებლად მისი ხანძრის კერაში მიწოდების შეწყვეტისას. სახანძრო ლულები უერთდება გამდენი სახელოების ხაზებს.


სახანძრო ლულების კლასიფიკაცია


ცეცხლმაქრი ნივთიერების სახეობის მიხედვით არსებობს წყლის და ჰაერქაფის სახანძრო ლულები

გამტარუნარიანობის და ზომების მიხედვით სახანძრო ლულები იყოფა ორ ტიპათ: ხელის და ლაფეტის სახანძრო ლულები

ნაკადის სახის, ფორმისა და ზომის მიხედვით ხელის სახანძრო ლულები იყოფა ორ ტიპათ: 1 - კომპაქტური ნაკადების შესაქმნელად და 2 - გაფრქვეული ნაკადების შესაქმნელად

დიამეტრის მიხედვით არსებობს შემდეგი კლასის სახანძრო ლულები:
„ა“ – 77 მმ, 66 მმ დიამეტრის შემაერთებელი თავაკებიანი ლულები
„ბ“ – 51 მმ დიამეტრის შემაერთებელი თავაკებიანი ლულები

კომბინირებული ხელის სახანძრო ლულის აგებულება

სახანძრო სახელოების არმატურა1, 2, 8 - არხები
3 – ჩამკეტი ონკანი
4 - სახელური
5 - კორპუსი
6,9 – ღიობი
7 – ღრუ
10 – საცმი

„ა“ ტიპის სახანძრო ლულის ტექნიკური მახასიათებლები


სახანძრო სახელოების არმატურაწყლის ხარჯი - 7,4 ლ/წმ
წყლის ჭავლის სიგძე (კომპაქტური)- 32 მ
ლულის სიგრძე - 450 მმ
ლულის წონა - 1,5 კგ
ლულის გამომავალი ღიობის დიამეტრი - 19 მმ

„ბ“ ტიპის კომბინირებული სახანძრო ლულის ტექნიკური მახასიათებლები


სახანძრო სახელოების არმატურაწყლის ხარჯი - 2,7 ლ/წმ
წყლის ჭავლის სიგრძე (კომპაქტური) – 30 მ
ლულის სიგრძე - 390 მმ
ლულის წონა - 1,8 კგ
ლულის გამოსასვლელი ხვრელის დიამეტრი - 12 მმ



რა დანიშნულება აქვს სახანძრო ლაფეტის ლულას?


> სახანძრო ლაფეტის ლულები გამოიყენება წყლის ან ქაფის მძლავრი ნაკადების შესაქმნელად დიდი ხანძრების ჩაქრობის დროს, როდესაც ხელის სახანძრო ლულების გამოყენების ეფექტურობა მცირეა.

არსებობს სტაციონარული და გადასატანი ლაფეტის ლულები


სახანძრო სახელოების არმატურა სტაციონარული - ლაფეტის ლულები დამონტაჟებულია სახანძრო ავტომობილზე


სახანძრო სახელოების არმატურა გადასატანი





სახანძრო ლაფეტის ლულის აგებულება და ტექნიკური მახასიათებლები


სახანძრო სახელოების არმატურა1 – ლულის კორპუსი
2 – ჰაერქაფის საცმი
3 – გამდენი მილყელი
4 – შემკრები კორპუსი
5 – ფიქსატორი
6 – მართვის სახელური

წყლის ხარჯი - 20 ლ/წმ
წყლის კომპაქტური ჭავლის სიგრძე - 55 (ქაფი 40) მ
ლულის წონა – 16,5 კგ
ლულის გამომავალი ღიობის დიამეტრი – 22 მმ

კითხვები:

1.რა დანიშნულება აქვს სახანძრო ლულებს?
2.რა ნიშნების მიხედვით ხდება სახანძრო ლულების კლასიფიკაცია?
3.რით განსხვავდება ხელის სახანძრო ლულა ლაფეტის ლულისგან?
4.რა განსხვავებაა სტაციონარულ და გადასატან ლაფეტის ლულებს შორის?


ჰიდრანტის სვეტის დანიშნულება და მოწყობა


> ჰიდრანტის სვეტი განკუთვნილია სახანძრო მიწისქვეშა ჰიდრანტის გასახსნელად და დასაკეტად, აგრეთვე სახანძრო სახელოების მისაერთებლად წყალგაყვანილობის ქსელიდან წყლის ასაღებად ხანძრის ჩაქრობის მიზნით.

სახანძრო სახელოების არმატურასახანძრო სვეტი იდგმევა ჰიდრანტის დგარზე ჩახრახნით და ჰიდრანტი იხსნება სპეციალური გასაღებით. სახელოში წყლის გასაშვებად ჰიდრანტი წინასწარ ივსება წყლით, ამისათვის ხდება გასაღების მობრუნება ნახევარ ბრუნზე და წყალი წყალგაყვანილობის ქსელიდან მიედინება ჰიდრანტის სვეტის ღრუში. სვეტის მილყელებზე სახელოების მიერთების შემდეგ იხსნება ონკანები და წყალი სვეტიდან მიედინება სახელოების ხაზში და შემდეგ მიეწოდება სახანძრო ტუმბოს.
ჰიდრანტის სვეტს აქვს ორი გამომავალი (77 მმ) და ერთი შემავალი მილყელი (77 მმ), გამავალ მილყელებზე დამონტაჟებულია მარეგულირებელი ონკანები.

კითხვები:

1.რისთვის გამოიყენება ჰიდრანტის სვეტი?
2.სად დგება ჰიდრანტის სვეტი?
3.რამდენი გამომავალი და შემავალი მილყელი აქვს ჰიდრანტის სვეტს?

ე) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები სახანძრო სახელოებსა და მათ არმატურასთან მუშაობისას


სახანძრო სახელოებსა და მათ არმატურასთან მუშაობისას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის რომელი წესები უნდა იქნეს დაცული?

> სახანძრო სახელოებსა და მათ არმატურასთან მუშაობისას უნდა იქნეს დაცული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, კერძოდ:
სახელოების ხაზების გაშლის, ინსტრუმენტების და ინვენტარის გადატანის შედარებით უმოკლესი და უსაფრთხო გზის შერჩევა. რკინიგზის ლიანდაგების ქვეშ სახელოების ხაზების გაყვანისას უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობა რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ (ორივე მხარეზე), მოძრავი შემადგენლობის მიახლოების შესახებ პირადი შემადგენლობისათვის ინფორ¬მაცი¬ის დროულად მისაწოდებლად.

სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გაშლისას აკრძალულია


> ხაზების გაშლა სახანძრო ავტომობილის გაჩერებამდე;
> სახანძრო ჰიდრანტების, გაზ- და თბოკომუნიკაციების ჭების გასანათებლად ღია ცეცხლის გამოყენება;
> წყალ-, გაზ- და ტექკომუნიკაციების ჭებში მაშველი თოკისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე ჩასვლა;
> სახელოების ხაზებთან შეერთებული სახანძრო ლულის ღვედის ტანზე დამაგრება სიმაღლეზე ასვლისას და მუშაობისას;
> სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, ინსტრუმენტების და მაშველი თოკით ატანა-ჩამოტანისას ტვირთის ქვეშ დგომა;
> წყლით შევსებული სახელოს ხაზის ატანა სიმაღლეზე;
> წყლის მიწოდება დაუმაგრებელ სახელოების ხაზებში, მელულეების საწყის პოზიციებზე გასვლამდე ან სიმაღლეზე ასვლამდე;
> ვერტიკალური სახელოების ხაზები უნდა იქნეს დამაგრებული თითოეულ სახელოზე არანაკლებ ერთი დამჭერის ანგარიშით.

> ხანძარზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ თანამდებობის პირების ან უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებით. წყლის მიწოდება სახელოების ხაზებში უნდა განხორციელდეს თანდათანობით, წნევის მომატებით, რათა თავიდან აცილებულ იქნეს სახელოს გაგლეჯვა და მელულის წაქცევა. სახანძრო ჰიდრანტის გამოყენებისას მისი ხუფი უნდა გაიხსნას სპეციალური კაკვით ან ძალაყინით.
> სახელოების დასაწყობი ამწე მექანიზმის პნევმოსისტემის გამოყენებისას საჭიროა სამუხრუჭე სისტემაში წნევის უზრუნველყოფა, რომელიც მოყვანილია მანქანის ტექნიკურ პასპორტში.
> სახელოებიან ავტომობილებში სახელოს ხვეულების დაწყობისას აკრძალულია ამწე მექანიზმის ტვირთამწეობის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება. ავტომობილის სახურავზე გამოყენებული სახელოების დაწყობისას შემომღობი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული ვერტიკალურ მდგომარეობაში.
> აფეთქების საშიშროების არსებობისას დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ სახელოების ხაზების გაყვანა უნდა განხორციელდეს გადარბენებით, ხოხვით, არსებული თავშესაფარის (არხები, კედლები და სხვა), აგრეთვე დაცვის საშუალებების (ფოლადის ჩაფხუტების, ფარების, ჯავშანჟილეტების) გამოყენებით, აგრეთვე ჯავშანფარების, ჯავშანტექნიკისა და ავტომობილების დაცვის ქვეშ.

კითხვები:

1.როგორ ხდება რკინიგზის ლიანდაგებზე სახელოების ხაზების გაშლა?
2.რა იკრძალება სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გაშლისას?
3.როგორ მიეწოდება ცეცხლმაქრი საშუალებები სახელოების ხაზებში?
4.როგორ ხორციელდება სახელოების ხაზის გაშლა აფეთქების საშიშროების არსებობისას?


გამოყენებული ლიტერატურა:


1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება N 649 „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის ბრძანება N 518 „სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
3. „სახანძრო საქმის საფუძვლები“
4. „სახანძრო–ტექნიკური შეიარაღება“

< უკან

გადიდება