ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები
მიზანი: მსმენელი შეისწავლის ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების გამოყენების და მუშაობის პრინციპებს.
თემის შინაარსი:
* ხანძრის წყლით ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები;
ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები - არის ავტომატური სისტემები, რომლებიც გამოიყენება შენობა-ნაგებობებში ხანძრის ჩასაქრობად ხანძრის წარმოშობის საწყის ეტაპზე. ნავთობპროდუქტების რეზერვუაების და ტექნოლოგიური მოწყობილობების გასაგრილებლად.
> წყლის ავტომატური სისტემების გამოყენებით ხანძრის ჩაქრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სავაჭრო და მრავალფუნქციური ცენტრების, საწყობების, ადმინისტრაციული შენობების, სპორტული კომპლექსების, სასტუმროების, სამრეწველო-საწარმოების, ავტოფარეხებისა და ავტოსადგომების, ბანკების, ენერგეტიკის ობიექტების, სამხედრო ობიექტების და ნავთობის გადაზიდვის დროს ნავსაყუდების დასაცავად დიდ ფართობზე.
> წყლის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიიაფე და ხელმისაწვდომობა, შედარებით მაღალი კუთრი თბოტევადება, მასალებისა და ნივთიერებების მიმართ ქიმიური ინერტულობა. წყალი წარმოადგენს ეფექტურ მაციებელ აგენტს, ფართოდ გამოიყენება ცეცხლმოდებული შენობა-ნაგებობების მომიჯნავე შენობა-ნაგებობის აალებისაგან დასაცავად. წყლით ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებულ და გამოყენებად სისტემას, რომელიც არ საჭიროებს პერსონალის სასწრაფო ევაკუაციას.
> ხანძრის ჩაქრობის სტაციონალური დანადგარები კონსტრუქციული შესრულების, სისტემის გაშვების (ამოქმედების) ხერხის, ხანძრის ჩაქრობის ხერხის და სისტემაში გამოსაყენებელი ცეცხლსაქრობი ნივთიერებების სახეობების მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად:
წყლით ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები გამაფრქვევლების ტიპის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად:
* სპრინკლერული, რომელშიც გამოიყენება სპრინკლერული გამაფრქვეველი;
* დრენჩერული, რომელშიც გამოიყენება დრენჩერული გამაფრქვეველი.
ხანძრის ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა წარმოადგენს, ცეცხლსაქრობი შემადგენლობით მუდმივად შევსებული მილსადენების სისტემას, აღჭურვილი სპეციალური საცმებით-სპრინკლერებით, რომელთა ადვილადლღობადი საცმი იხსნება აალების დაწყებით სტადიაზე და უზრუნველყოფს წვის კერაზე ცეცხლსაქრობი შემადგენლობის მიწოდებას.
ხანძრის "მშრალი" ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა წარმოადგენს ავტომატურ წყალჰაერის სისტემას და განკუთვნილია იმ სათავსებისათვის, სადაც შესაძლებელია იყოს დაბალი (50C ნაკლები) ტემპერატურა. "მშრალ" სისტემას იყენებენ საწყობების, ანგარების, ავტოსადგომების, საწარმოების ცალკეული სათავსების დასაცავად.
ხანძრის ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა შეიძლება დაყოფილი იქნეს რამდენიმე სექციად, თითოეული მათგანი აღიჭურვება საკონტროლო-სასიგნალო სარქველით. ამ შემთხვევაში სპრინკლერული სისტემის ამოქმედება ხდება ავტომატური წყლის მკვებავით, ხოლო შემდგომ გაიშვება სახანძრო ტუმბო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება დიდი ფართობის მქონე სათავსებში სპრინკლერული ხანძრის ქრობის მოწყობისას.
* სპრინკლერული დანადგარის სატუმბო სადგურს უნდა ჰქონდეს გათბობა. მიმყვანი მილსადენი (სატუმბი სადგურის მილსადენი) შევსებულია წყლით ან წყლის ხსნარით, ყველა დანარჩენი მილსადენი შევსებულია შეკუმშული ჰაერით ან აზოტით. ,,მშრალი“ ჩაქრობის სპრინკლერულ სისტემაში სპრინკლერული გამაფრქვეველი დგება როზეტით ზემოთ.
> წყლის სპრინკლერული სისტემები ფართოდ გამოიყენება მიწისქვეშა ავტოსადგომებში, მრავალიარუსიან გარაჟებსა და პარკინგებში, სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, ოფისებში, სასაწყობო და დამხმარე სათავსებში, აგრეთვე კერძო სახლებში, კოტეჯებში, საუნებში და წარმოადგენს ეფექტურ და საიმედო დაცვის საშუალებას სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სპრინკლერული დანადგარები როგორც წესი უნდა დაპროექტდეს არაუმეტეს 20 მ სიმაღლის სათავსებისათვის.
> დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია სპრინკლერული დანადგარებით გაფრქვეული წყლით ხანძრების ჩაქრობა. ამ მიზნისთვის ჭერქვეშ მონტაჟდება გამანაწილებელი მილსადენების ქსელი, რომელზეც განათავსებენ სპრინკლერებს, შემდეგი გაანგარიშებით - 1 სპრინკლერი იატაკის ფართობის ყოველ 9-12 მ2. სისტემის ერთ სექციაში უნდა იყოს არაუმეტს 800 სპრინკლერისა. სპრინკლერის გამაფრქვეველის ადვილადლღობადი ჩამკეტი მაღალ ტემპერატურაზე ლღვება, წყალი დეფლექტორზე მოხვედრის შემდეგ გაიფრქვევა.
> მაღალ ხანძარსაშიშროების მქონე სათავსებში (1 მ2 200 კგ წვადი მასალების არსებობისას) ერთი სპრინკლერით დასაცავი იატაკის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 9 მ2 სხვა შემთხვევებში არაუმეტეს 12 მ2.
> ხანძრის ჩაქრობის ავტომატურ სისტემებში ხანძრის წყლით ჩაქრობა ხანძრის ჩაქრობის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ხერხია. სპრინკლერები, დრენჩერები, მიმყვანი სისტემები და წყლის რეზერვუარები შედარებით იაფია, რომ არაფერი ვთქვათ "მუშა სითხეზე" წყალზე. თანამედროვე მასალები, რომლებიც გამოიყენება სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას არ შედის წყალთან ქიმიურ რეაქციაში და არ კარგავს საექსპლუატაციო მახასიათებლებს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.
> ხანძრის წყლით ჩაქრობა შეიძლება იქნეს გამოყენებული მაღალი ხანძარსაშიშროების მქონე ობიექტებშიც, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება. ამ დროს ხანძრის ჩაქრობის სისტემასთან ერთად ეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო "ფარდა", რომელიც ქმნის წყლის "კედელს" და ზღუდავს ცეცხლის გავრცელებას სხვა სათავსებში. წყლის "ფარდა" შეიძლება მოეწყოს კარ-ფანჯრის ღიობებშიც.
> ხანძრის ჩაქრობის სისტემაში შემავალი ბოლო მოდიფიკაციის გამაფრქვევლები (სპრინკლერი, დრენჩერი) იძლევა არამარტო ცეცხლის სწრაფად ჩაქრობის, არამედ ზარალის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას. წყალი არ მოედინება უწყვეტ ნაკადად, არამედ გაიფრქვევა, ქმნის რა თავისებურ ნისლს, რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურის მკვეთრ შემცირებას და წვის რეაქციის შეწყვეტას.
ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემა არის დრენჩერული გამაფრქვევლებით აღჭურვილი წყლით ან ქაფით ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემა, რომელიც გამოიყენება ერთ და იმავე დროს მთელ დასაცავ ფართობზე ხანძრის ჩასაქრობად, წყლის ფარდის შესაქმნელად, აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების, ნავთობპროდუქტების რეზერვუარების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ა. შ. გასაგრილებლად. დრენჩერული დანადგარი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე სექციისაგან, რომელთაგან თითოეულს გააჩნია დამოუკიდებელი მართვის კვანძი.
> ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემები გამოიყენება აგრეთვე დრენჩერული "ფარდის" შესაქმნელად, რომელიც ,,ცეცლმაქრი ნივთიერების ფარდით გამიჯნავს“ სათავსს, სადაც წარმოიქმნა ხანძარი, შენობის სხვა სათავსებიდან. ეს სისტემები როგორც წესი გამოიყენება განსაკუთრებით ხანძარ და ფეთქებადსაშიში ობიექტების დასაცავად, რომლებზეც ცეცხლი ვრცელდება დიდი სიჩქარით, კერძოდ: ადვილად აალებადი მასალების შესანახი ან მწარმოებელი საწარმოები, შესაღები კამერები, სხვა სპეციალური საწარმოები.
დრენჩერული სისტემის მილგაყვანილობა შეიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
1. მკვებავ მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა რომელიც მართვის კვანძს აერთებს გამანაწილებელ მილგაყვანილობასთან.
2. მიმყვან მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა რომელიც ცეცხლსაქრობი ნივთიერებების წყაროს აერთებს მართვის კვანძთან.
3. გამანაწილებელ მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა, რომელზეც დამონტაჟებულია დრენჩერული გამაფრქვევლები.
შენობის სახანძრო საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე გამოიყენება დრ¬ენ-ჩერული შევსებული (ფეთქებადსაშიშ სათავსებში) და მშრალმილიანი დანადგარები. შევსებულ დანადგარებში დრენჩერებს-გამაფრქვევლებს განათავსებენ სისტემის ხაზზე მიმართულებით ზევით, ხოლო მშრალმილიან დანადგარებში დრენჩერული გამაფრქვევლები სისტემის ხაზზე განთავსდება მიმართულებით ქვევით.
დრენჩერული დანადგარი შედგება ე.წ. სამი "ბლოკისაგან": 1 - დასაცავი სათავსები, რომლებშიც მოწყობილია მაუწყებელი-გადამცემები ხანძრის აღმოსაჩენად და გამაფრქვევლები მის სალიკვიდაციოდ. 2 - სათავსი პერსონალისათვის, სადაც მოწყობილია მართვის პულტი. 3 - სათავსი, სადაც განთავსებულია ტუმბოები, მილსადენები და წყალ-ქაფის არმატურა.
დანადგარი მუშაობს შემდეგი პრინციპით: ხანძრის გაჩენისას მოქმედებაში მოდის სახანძრო მაუწყებელი, ელექტროიმპულსი გადაეცემა მართვის პულტს და სახანძრო სიგნალიზაციის მიმღებ სადგურს, ირთვება შუქის და ხმოვანი სიგნალიზაცია. მართვის სიგნალი მიეწოდება ელექტროჩამკეტებს და ტუმბოს ჩასართავად. ტუმბო აწვდის წყალს ძირითადი წყლის მკვებავიდან მაგისტრალურ მილსადენს.
ხანძარსაშიშ სათავსებში მიზანშეწონილია წყლის მიწოდება სათავსის მთელ ფართობზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება ჯგუფური მოქმედების დრენჩერული დანადგარები. მანძილი დრენჩერებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს, ხოლო დრენჩერსა და კედლებს ან ტიხრებს შორის 1,5 მეტრს. ერთი დრენჩერით დასაცავი იატაკის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 9 მ2.
დრენჩერულ სისტემებში, სპრინკლერული სისტემებიდან განსხვავებით, გამოიყენება ღია საცმები-გამაფრქვევლები (დრენჩერები). დრენჩერულ მილსადენს წყალი მიეწოდება მხოლოდ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ასეთი სისტემები იძლევა წყლის დიდი რაოდენობით მიწოდების საშუალებას მთელ დასაცავ ფართობზე. წყლის მიწოდება დრენჩერულ სისტემაში ხდება მართვის დრენჩერული კვანძიდან, რომლის გააქტიურება ხდება ელექტრული, პნევმატური ან ჰიდრავლიკური ხერხით. გაშვების ხერხის მიუხედავად სიგნალი ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემის ასამუშავებლად მიეწოდემა სახანძრო სიგნალიზაციის სისტემიდან ან ხელით.
> როდესაც დანადგარების მოქმედებაში მოყვანა ხდება სპრინკლერით, ხანძრის დროს სპრინკლერი იხსნება, წყალი გამოდის მოქმედებაში მომყვანი ქსელიდან, მასში წნევა ეცემა, რის შედეგადაც ამუშავდება ჯგუფური მოქმედების სარქველი; წყალი ქსელიდან მიეწოდება დრენჩერებს.
> ხანძრის დროს დრენჩერული მოწყობილობების ტროსული ხერხით მოქმედებაში მოყვანის შემთხვევაში ტემპერატურის მომატების ხარჯზე იშლება ტროსული საკეტი, ჩაირთვება მოქმედებაში მომყვანი სარქველი. სარქველის ამუშავებისას ეცემა წნევა მოქმედებაში მომყვან ქსელში, რის შედეგადაც იხსნება ჯგუფური მოქმედების სარქველი. შემდეგში მოწყობილობის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც სპრინკლერული ხერხის დროს. ტროსული სისტემა ასევე საშუალებას იძლევა დანადგარის ხელით ამოქმედებისათვის.
> ხანძრის ჩაქრობის სისტემის მუშაუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა გამაფრქვევლების რეგულარული შემოწმება მექანიკური დაზიანებების, კოროზიის, ზედაპირის დაზიანების, მორწყვისათვის დაბრკოლებების არსებობის თავიდან ასაცილებლად
.
> დაზიანებული გამაფრქვევლები არ ექვემდებარება შეკეთებასა და განმეორებით გამოყენებას, ისინი უნდა შეიცვალოს, ამიტომ საჭიროა გამაფრქვევლების მარაგის არსებობა. ხანძრის ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ გამაფრქვევლები უნდა შემოწმდეს შესაძლო დაზიანებების აღმოსაჩენად და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს.
> გამაფრქვევლების შეცვლამდე საჭიროა ხანძრის ჩაქრობის მთელი სისტემის გამორთვა, შემდეგ ძველი გამაფრქვევლის დემონტაჟი და ახლით შეცვლა (ახალი გამაფრქვევლის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს პროექტში აღნიშნულს). გამაფრქვევლების შეცვლის შემდეგ ხანძრის ჩაქრობის სისტემა უნდა ჩადგეს მორიგე რეჟიმში.
> სპრინკლერული და დრენჩერული სისტემის ტექნიკური მომსახურება ითვალისწინებს: ჩაჭედილი, ჟანგიანი და გადაღებილი თავაკების შეცვლას, მილების საკიდების შეცვლას ან არარსებობის შემთხვევაში ახლის დამატებას, ტუმბოების გაწმენდას, სარქველებისა და შუასადებების ბუდეების შეცვლას, იმ ადგილებში გათბობის აღდგენას, რომელიც იმყოფება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.
> სპრინკლერული და დრენჩერული სისტემების ავარიული მომსახურება მოიცავს: მილსადენში არსებული გაუმართაობების ან სხვა დაზიანებების აღმოფხვრას. დაზიანებული გამაფრქვევლების შეცვლას. მართვის სისტემის ელექტროკვებაში არსებული დეფექტების აღმოფხვრას და სხვა.
კითხვები:
1. რას წარმოადგენს ხანძრის წყლით ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები?
2. ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები ცეცხლსაქრობი ნივთიერებების სახეობების მიხედვით რა სახეობებად იყოფა?
3. რა მანძილი უნდა იყოს დაცული დრენჩერებს შორის?
1. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
2."საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები" დამტკიცებული (საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანებით);
3. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 88-01 „ხანძრის ჩაქრობის დანადგარები და სიგნალიზაცია. დაპროექტების ნორმები და წესები“;
4. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 110-03 „შენობების, ნაგებობების, სათავსებისა და დანადგარების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარებიან ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარებით და ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვას;
5. „წყლისა და ქაფის ხანძრის ჩაქრობის დანადგარების დაპროექტირება“;
6. სახანძრო საქმის საფუძვლები.

ხანძრის ჩაქრობის დანადგარების საერთო კლასიფიკაცია
წყლით ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები გამაფრქვევლების ტიპის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად:
* სპრინკლერული, რომელშიც გამოიყენება სპრინკლერული გამაფრქვეველი;
* დრენჩერული, რომელშიც გამოიყენება დრენჩერული გამაფრქვეველი.
რა არის ხანძრის ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა?
ხანძრის ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა წარმოადგენს, ცეცხლსაქრობი შემადგენლობით მუდმივად შევსებული მილსადენების სისტემას, აღჭურვილი სპეციალური საცმებით-სპრინკლერებით, რომელთა ადვილადლღობადი საცმი იხსნება აალების დაწყებით სტადიაზე და უზრუნველყოფს წვის კერაზე ცეცხლსაქრობი შემადგენლობის მიწოდებას.
რომელ ობიექტებზე გამოიყენება სპრინკლერული დანადგარები ხანძრის ,,მშრალი“ ჩაქრობის სისტემით?
ხანძრის "მშრალი" ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა წარმოადგენს ავტომატურ წყალჰაერის სისტემას და განკუთვნილია იმ სათავსებისათვის, სადაც შესაძლებელია იყოს დაბალი (50C ნაკლები) ტემპერატურა. "მშრალ" სისტემას იყენებენ საწყობების, ანგარების, ავტოსადგომების, საწარმოების ცალკეული სათავსების დასაცავად.
ხანძრის ჩაქრობის სპრინკლერული სისტემა შეიძლება დაყოფილი იქნეს რამდენიმე სექციად, თითოეული მათგანი აღიჭურვება საკონტროლო-სასიგნალო სარქველით. ამ შემთხვევაში სპრინკლერული სისტემის ამოქმედება ხდება ავტომატური წყლის მკვებავით, ხოლო შემდგომ გაიშვება სახანძრო ტუმბო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება დიდი ფართობის მქონე სათავსებში სპრინკლერული ხანძრის ქრობის მოწყობისას.
* სპრინკლერული დანადგარის სატუმბო სადგურს უნდა ჰქონდეს გათბობა. მიმყვანი მილსადენი (სატუმბი სადგურის მილსადენი) შევსებულია წყლით ან წყლის ხსნარით, ყველა დანარჩენი მილსადენი შევსებულია შეკუმშული ჰაერით ან აზოტით. ,,მშრალი“ ჩაქრობის სპრინკლერულ სისტემაში სპრინკლერული გამაფრქვეველი დგება როზეტით ზემოთ.
რომელ ობიექტებზე გამოიყენება სპრინკლერული დანადგარები წყლით ხანძრის ქრობის სისტემით?
> წყლის სპრინკლერული სისტემები ფართოდ გამოიყენება მიწისქვეშა ავტოსადგომებში, მრავალიარუსიან გარაჟებსა და პარკინგებში, სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, ოფისებში, სასაწყობო და დამხმარე სათავსებში, აგრეთვე კერძო სახლებში, კოტეჯებში, საუნებში და წარმოადგენს ეფექტურ და საიმედო დაცვის საშუალებას სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სპრინკლერული დანადგარები როგორც წესი უნდა დაპროექტდეს არაუმეტეს 20 მ სიმაღლის სათავსებისათვის.
> დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია სპრინკლერული დანადგარებით გაფრქვეული წყლით ხანძრების ჩაქრობა. ამ მიზნისთვის ჭერქვეშ მონტაჟდება გამანაწილებელი მილსადენების ქსელი, რომელზეც განათავსებენ სპრინკლერებს, შემდეგი გაანგარიშებით - 1 სპრინკლერი იატაკის ფართობის ყოველ 9-12 მ2. სისტემის ერთ სექციაში უნდა იყოს არაუმეტს 800 სპრინკლერისა. სპრინკლერის გამაფრქვეველის ადვილადლღობადი ჩამკეტი მაღალ ტემპერატურაზე ლღვება, წყალი დეფლექტორზე მოხვედრის შემდეგ გაიფრქვევა.
> მაღალ ხანძარსაშიშროების მქონე სათავსებში (1 მ2 200 კგ წვადი მასალების არსებობისას) ერთი სპრინკლერით დასაცავი იატაკის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 9 მ2 სხვა შემთხვევებში არაუმეტეს 12 მ2.
რატომ აქვს უპირატესობა ხანძრის ჩაქრობის ავტომატურ სისტემებში ცეცხლმაქრ საშუალებად წყლის გამოყენებას?
> ხანძრის ჩაქრობის ავტომატურ სისტემებში ხანძრის წყლით ჩაქრობა ხანძრის ჩაქრობის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ხერხია. სპრინკლერები, დრენჩერები, მიმყვანი სისტემები და წყლის რეზერვუარები შედარებით იაფია, რომ არაფერი ვთქვათ "მუშა სითხეზე" წყალზე. თანამედროვე მასალები, რომლებიც გამოიყენება სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას არ შედის წყალთან ქიმიურ რეაქციაში და არ კარგავს საექსპლუატაციო მახასიათებლებს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.
> ხანძრის წყლით ჩაქრობა შეიძლება იქნეს გამოყენებული მაღალი ხანძარსაშიშროების მქონე ობიექტებშიც, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება. ამ დროს ხანძრის ჩაქრობის სისტემასთან ერთად ეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო "ფარდა", რომელიც ქმნის წყლის "კედელს" და ზღუდავს ცეცხლის გავრცელებას სხვა სათავსებში. წყლის "ფარდა" შეიძლება მოეწყოს კარ-ფანჯრის ღიობებშიც.
> ხანძრის ჩაქრობის სისტემაში შემავალი ბოლო მოდიფიკაციის გამაფრქვევლები (სპრინკლერი, დრენჩერი) იძლევა არამარტო ცეცხლის სწრაფად ჩაქრობის, არამედ ზარალის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას. წყალი არ მოედინება უწყვეტ ნაკადად, არამედ გაიფრქვევა, ქმნის რა თავისებურ ნისლს, რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურის მკვეთრ შემცირებას და წვის რეაქციის შეწყვეტას.
რა არის ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემა?
ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემა არის დრენჩერული გამაფრქვევლებით აღჭურვილი წყლით ან ქაფით ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემა, რომელიც გამოიყენება ერთ და იმავე დროს მთელ დასაცავ ფართობზე ხანძრის ჩასაქრობად, წყლის ფარდის შესაქმნელად, აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების, ნავთობპროდუქტების რეზერვუარების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ა. შ. გასაგრილებლად. დრენჩერული დანადგარი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე სექციისაგან, რომელთაგან თითოეულს გააჩნია დამოუკიდებელი მართვის კვანძი.
> ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემები გამოიყენება აგრეთვე დრენჩერული "ფარდის" შესაქმნელად, რომელიც ,,ცეცლმაქრი ნივთიერების ფარდით გამიჯნავს“ სათავსს, სადაც წარმოიქმნა ხანძარი, შენობის სხვა სათავსებიდან. ეს სისტემები როგორც წესი გამოიყენება განსაკუთრებით ხანძარ და ფეთქებადსაშიში ობიექტების დასაცავად, რომლებზეც ცეცხლი ვრცელდება დიდი სიჩქარით, კერძოდ: ადვილად აალებადი მასალების შესანახი ან მწარმოებელი საწარმოები, შესაღები კამერები, სხვა სპეციალური საწარმოები.
რა კომპონენტებს შეიცავს დრენჩერული სისტემის მილგაყვანილობა?
დრენჩერული სისტემის მილგაყვანილობა შეიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
1. მკვებავ მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა რომელიც მართვის კვანძს აერთებს გამანაწილებელ მილგაყვანილობასთან.
2. მიმყვან მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა რომელიც ცეცხლსაქრობი ნივთიერებების წყაროს აერთებს მართვის კვანძთან.
3. გამანაწილებელ მილგაყვანილობას – მილგაყვანილობა, რომელზეც დამონტაჟებულია დრენჩერული გამაფრქვევლები.
შენობის სახანძრო საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე გამოიყენება დრ¬ენ-ჩერული შევსებული (ფეთქებადსაშიშ სათავსებში) და მშრალმილიანი დანადგარები. შევსებულ დანადგარებში დრენჩერებს-გამაფრქვევლებს განათავსებენ სისტემის ხაზზე მიმართულებით ზევით, ხოლო მშრალმილიან დანადგარებში დრენჩერული გამაფრქვევლები სისტემის ხაზზე განთავსდება მიმართულებით ქვევით.
როგორია დრენჩერული დანადგარის მუშაობის პრინციპი?
დრენჩერული დანადგარი შედგება ე.წ. სამი "ბლოკისაგან": 1 - დასაცავი სათავსები, რომლებშიც მოწყობილია მაუწყებელი-გადამცემები ხანძრის აღმოსაჩენად და გამაფრქვევლები მის სალიკვიდაციოდ. 2 - სათავსი პერსონალისათვის, სადაც მოწყობილია მართვის პულტი. 3 - სათავსი, სადაც განთავსებულია ტუმბოები, მილსადენები და წყალ-ქაფის არმატურა.
დანადგარი მუშაობს შემდეგი პრინციპით: ხანძრის გაჩენისას მოქმედებაში მოდის სახანძრო მაუწყებელი, ელექტროიმპულსი გადაეცემა მართვის პულტს და სახანძრო სიგნალიზაციის მიმღებ სადგურს, ირთვება შუქის და ხმოვანი სიგნალიზაცია. მართვის სიგნალი მიეწოდება ელექტროჩამკეტებს და ტუმბოს ჩასართავად. ტუმბო აწვდის წყალს ძირითადი წყლის მკვებავიდან მაგისტრალურ მილსადენს.
ხანძარსაშიშ სათავსებში მიზანშეწონილია წყლის მიწოდება სათავსის მთელ ფართობზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება ჯგუფური მოქმედების დრენჩერული დანადგარები. მანძილი დრენჩერებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს, ხოლო დრენჩერსა და კედლებს ან ტიხრებს შორის 1,5 მეტრს. ერთი დრენჩერით დასაცავი იატაკის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 9 მ2.
დრენჩერულ სისტემებში, სპრინკლერული სისტემებიდან განსხვავებით, გამოიყენება ღია საცმები-გამაფრქვევლები (დრენჩერები). დრენჩერულ მილსადენს წყალი მიეწოდება მხოლოდ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ასეთი სისტემები იძლევა წყლის დიდი რაოდენობით მიწოდების საშუალებას მთელ დასაცავ ფართობზე. წყლის მიწოდება დრენჩერულ სისტემაში ხდება მართვის დრენჩერული კვანძიდან, რომლის გააქტიურება ხდება ელექტრული, პნევმატური ან ჰიდრავლიკური ხერხით. გაშვების ხერხის მიუხედავად სიგნალი ხანძრის ჩაქრობის დრენჩერული სისტემის ასამუშავებლად მიეწოდემა სახანძრო სიგნალიზაციის სისტემიდან ან ხელით.
როგორია დრეჩერული დანადგარების მოქმედებაში მოყვანის პრინციპი სპრინკლერული ქსელისა და ტროსული სისტემის გამოყენებით?
> როდესაც დანადგარების მოქმედებაში მოყვანა ხდება სპრინკლერით, ხანძრის დროს სპრინკლერი იხსნება, წყალი გამოდის მოქმედებაში მომყვანი ქსელიდან, მასში წნევა ეცემა, რის შედეგადაც ამუშავდება ჯგუფური მოქმედების სარქველი; წყალი ქსელიდან მიეწოდება დრენჩერებს.
> ხანძრის დროს დრენჩერული მოწყობილობების ტროსული ხერხით მოქმედებაში მოყვანის შემთხვევაში ტემპერატურის მომატების ხარჯზე იშლება ტროსული საკეტი, ჩაირთვება მოქმედებაში მომყვანი სარქველი. სარქველის ამუშავებისას ეცემა წნევა მოქმედებაში მომყვან ქსელში, რის შედეგადაც იხსნება ჯგუფური მოქმედების სარქველი. შემდეგში მოწყობილობის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც სპრინკლერული ხერხის დროს. ტროსული სისტემა ასევე საშუალებას იძლევა დანადგარის ხელით ამოქმედებისათვის.
რა არის საჭირო სისტემის მუშაუნარიანობის შესანარჩუნებლად და ექვემდებარება თუ არა დაზიანებული გამაფრქვეველი (როგორც სპრინკლერული ისე დრენჩერული) შეკეთებას?
> ხანძრის ჩაქრობის სისტემის მუშაუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა გამაფრქვევლების რეგულარული შემოწმება მექანიკური დაზიანებების, კოროზიის, ზედაპირის დაზიანების, მორწყვისათვის დაბრკოლებების არსებობის თავიდან ასაცილებლად
.
> დაზიანებული გამაფრქვევლები არ ექვემდებარება შეკეთებასა და განმეორებით გამოყენებას, ისინი უნდა შეიცვალოს, ამიტომ საჭიროა გამაფრქვევლების მარაგის არსებობა. ხანძრის ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ გამაფრქვევლები უნდა შემოწმდეს შესაძლო დაზიანებების აღმოსაჩენად და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს.
> გამაფრქვევლების შეცვლამდე საჭიროა ხანძრის ჩაქრობის მთელი სისტემის გამორთვა, შემდეგ ძველი გამაფრქვევლის დემონტაჟი და ახლით შეცვლა (ახალი გამაფრქვევლის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს პროექტში აღნიშნულს). გამაფრქვევლების შეცვლის შემდეგ ხანძრის ჩაქრობის სისტემა უნდა ჩადგეს მორიგე რეჟიმში.
რა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს სპრინკლერული და დრენჩერული სისტემების ტექნიკური მომსახურება?
> სპრინკლერული და დრენჩერული სისტემის ტექნიკური მომსახურება ითვალისწინებს: ჩაჭედილი, ჟანგიანი და გადაღებილი თავაკების შეცვლას, მილების საკიდების შეცვლას ან არარსებობის შემთხვევაში ახლის დამატებას, ტუმბოების გაწმენდას, სარქველებისა და შუასადებების ბუდეების შეცვლას, იმ ადგილებში გათბობის აღდგენას, რომელიც იმყოფება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.
> სპრინკლერული და დრენჩერული სისტემების ავარიული მომსახურება მოიცავს: მილსადენში არსებული გაუმართაობების ან სხვა დაზიანებების აღმოფხვრას. დაზიანებული გამაფრქვევლების შეცვლას. მართვის სისტემის ელექტროკვებაში არსებული დეფექტების აღმოფხვრას და სხვა.
კითხვები:
1. რას წარმოადგენს ხანძრის წყლით ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები?
2. ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები ცეცხლსაქრობი ნივთიერებების სახეობების მიხედვით რა სახეობებად იყოფა?
3. რა მანძილი უნდა იყოს დაცული დრენჩერებს შორის?
გამოყენებული ლიტერატურა
1. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
2."საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები" დამტკიცებული (საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანებით);
3. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 88-01 „ხანძრის ჩაქრობის დანადგარები და სიგნალიზაცია. დაპროექტების ნორმები და წესები“;
4. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 110-03 „შენობების, ნაგებობების, სათავსებისა და დანადგარების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარებიან ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარებით და ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვას;
5. „წყლისა და ქაფის ხანძრის ჩაქრობის დანადგარების დაპროექტირება“;
6. სახანძრო საქმის საფუძვლები.
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0