ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები

ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები

თემის მიზანია: მსმენელი შეისწავლის ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებს და მათზე სახანძრო ტექნიკური შეიარაღების განთავსებას ასევე უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებთან მუშაობის დროს.

თემის შინაარსი

1. სახანძრო ავტომობილების კლასიფიკაცია და ზოგადი მიმოხილვა
2. ძირითადი დანიშნულების ავტომობილებზე სახანძრო ტექნიკური შეიარაღების განთავსება
3. საავარიო-სამაშველო ავტომობილები
4. უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა სახანძრო და საავარიო- სამაშველო ავტომობილებთან მუშაობის დროს

1. სახანძრო ავტომობილის კლასიფიკაცია და ზოგადი მიმოხილვა


სახანძრო ტექნიკა – ხანძრისაგან ადამიანთა გადასარჩენად, მატერიალურ ფასეულობათა და ბუნებრივი გარემოს დასაცავად განკუთვნილი ტექნიკური საშუა¬ლებები.

სახანძრო ავტომობილი – ოპერატიული სატრანსპორტო საშუალება, აღჭურვილი სახანძრო–ტექნიკური შეიარაღებით, რომელიც გამოიყენება სახანძრო–სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას.

>სახანძრო–სამაშველო სამსახურებში ტექნიკურ საშუალებებს წარმოადგენენ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური საშუალებები, მათ შორის სახანძრო ტექნიკა, მოწყობილობა და აღჭურვილობა, ცეცხლსაქრობი და ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური კავშირისა და მართვის საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის, საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი სხვა საშუალებები.


სახანძრო ავტომობილების სახეობები


ძირითადი სახანძრო ავტომობილები - განკუთვნილია გამოძახების ადგილზე, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარების ზონაში პირადი შემადგენლობის მისაყვანად და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად.

სპეციალური სახანძრო ავტომობილები - განკუთვნილია ხანძარზე სპეციალური სამუშაოების ჩასატარებლად.

დამხმარე სახანძრო ავტომობილები – მოძრავი ავტოგასამართი სადგურები, მოძრავი ავტოშემკეთებელი სახელოსნოები, დიაგნოსტიკური ლაბორატორიები, ავტობუსები, მსუბუქი, ოპერატიულ-სამსახურებრივი ავტომობილები, აგრეთვე სხვა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები.

სახანძრო ავტოცისტერნების ტიპები ავზის ტევადობის მიხედვით
1.მსუბუქი – 2000 ლ ტევადობით.
2.საშუალო – 2000-4000 ლ ტევადობით.
3.მძიმე – 4000 ლ–ზე მეტი ტევადობით.

სახანძრო ავტომობილი გამავლობის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად:
ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები

>ნორმალური გამავლობის (ერთხიდიანი);
>მომეტებული გამავლობის (ორი და სამხიდიანი);
>მაღალი გამავლობის (ყველგანმავალი).

2. ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილები


ძირითადი სახანძრო ავტომობილები გამოყენების მიხედვით:

> ზოგადი დანიშნულების – გამოიყენება ხანძრების ჩასაქრობად ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში.
> მიზნობრივი დანიშნულების – გამოიყენება ნავთობ–ბაზების და ხე–ტყის გადასამუშავებელი კომბინატების, ქიმიური, ნავთობ–ქიმიური მრეწველობის, აეროდრომების და სხვა სპეციალურ ობიექტებზე ხანძრის ჩასაქრობად.

ზოგადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებია:

* სახანძრო ავტოცისტერნები;
* სახანძრო ავტოცისტერნა კიბით;
* სახანძრო ავტოცისტერნა მუხლოვანი ამწეთი;
* სახანძრო–სამაშველო ავტომობილი;
* სახანძრო–სამაშველო ავტომობილი კიბით;
* პირველადი დახმარების სახანძრო ავტომობილი;
* სახანძრო ტუმბო–სახელოებიანი ავტომობილი;
* სახანძრო ავტომობილი მაღალი წნევის ტუმბოთი.

მიზნობრივი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებია:
* ქაფით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილი;
* ხანძრის კომბინირებულად ჩაქრობის ავტომობილი;
* გაზით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილი;
* გაზის და წყლის ნარევით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილი;
* აეროდრომის სახანძრო ავტომობილი;
* ტუმბო-სახელოების სახანძრო ავტომობილი;
* ფხვნილით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილი.
ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები

სახანძრო ავტომობილების ძირითადი ნაწილებია – ავტომობილის შასი და მასზე განთავსებული სპეციაულური მოწყობილობები და აგრეგატები.
ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილს უნდა გააჩნდეს სალონი პირადი შემადგენლობისათვის და ნაკვეთურები სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების განსათავსებლად.
ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები


3.ძირითადი დანიშნულების ავტომობილებზე სახანძრო ტექნიკური შეიარაღების განთავსება

ძირითადი დანიშნულების ავტომობილებზე განთავსებულია 50-დე სახეობის სახანძრო ტექნიკური სამარჯვი და მოწყობილობა. სხვა დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე – გაცილებით ნაკლები.
ძირითადი დანიშნულების ავტომობილების ნაკვეთურებში განთავსებულია შემდეგი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება:

* გოფრირებული შემწოვი სახელოები, რომლებიც განლაგებულია ცისტერნის ზემოთ დამონტაჟებულ სპეციალურ ცილინდრისებურ მასრებში;
* სახანძრო კიბეები (საიერიშო, სამმუხლა გასაშლელი და ჯოხ კიბე), რომლებიც თავსდება ცისტერნის ზემოთ მოწყობილ სპეციალურ სამაგრებზე;
* სხვადასხვა დიამეტრის გამდენი სახელოები;
* სხვადასხვა დიამეტრის წყლის მისაწოდებელი ლულები;
* ლაფეტის გადასატანი ლულები;
* სახანძრო არმატურა (განშტოებები, გადამყვანი თავაკები, ქანჩის გასაღებები და სხვა);
* ხელის ინსტრუმენტები (ძალაყინი, ბარჯი, დიდი სახანძრო ნაჯახი, დიელექტრიკული მაკრატელი და სხვა);
* შემწოვი ბადეები;
* სასუნთქი აპარატები.

ძირითადი დანიშნულების ავტომობილებზე ტუმბო განთავსებულია ავტომობილის უკანა ნაწილზე სპეციალურ ნაკვეთურში, სადაც დამონტაჟებულია ტუმბოს ელექტრული მართვის ფარი და ხელის სამართი ბერკეტები.
ხანძრების ჩასაქრობად უმეტესად გამოიყენება ძირითადი დანიშნულების ავტომობილები მათ შორის ავტოცისტერნა, რადგანაც საჭირო ხდება სახანძრო ტუმბოს ჩართვა და წყლის მიწოდება წვის კერაში, როგორც ცისტერნიდან, ასევე წყლის სხვა წყაროებიდან (ჰიდრანტებიდან, წყალსატევებიდან, წყლის ავზებიდან და სხვა.). ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შორი მანძილიდან ხანძრის კერამდე წყლის გადატუმბვა რგოლში რამდენიმე ავტოცისტერნის ჩართვით.
წყალსატევებიდან და ავზებიდან ავტოცისტერნის წყლით შესავსებად გამოიყენება გოფრირებული შემწოვი სახელოები, ხოლო ჰიდრანტებიდან შესავსებად-სვეტები (ჰიდრანტის ტიპიდან გამომდინარე) გამდენი სახელოებით.
სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება ავტომობილზე ისე უნდა განთავსდეს, რომ ხელი შეუწყოს:
* საბრძოლო გაშლის დროის შემცირებას;
* მოხსნა-დამაგრების მოხერხებულობას;
* მუშაობისას ტრავმების წარმოშობის შემცირებას.
ნაკვეთურებში ხელსაწყოების განლაგებისას მხედველობაში მიიღება:
* მათი დაჯგუფება დანიშნულების მიხედვით (მაგალითად გამდენი სახელოები ერთ ნაკვეთურში და ა.შ.);
ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები* ხელსაწყოთა მასა და გეომეტრიული ზომები.
სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და სახანძრო ავტომობილის პარამეტრებიდან გამომდინარე აკრძალულია ტექნიკური შეიარაღების თვითნებური, დაუსაბუთებელი გადაკომპლექტება!
სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების განთავსება სახანძრო მანქანის ნაკვეთურებში

4. საავარიო-სამაშველო ავტომობილები

საავარიო-სამაშველო ავტომობილების დანიშნულება:

ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები* ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების წარმოშობის კერებში მეხანძრე–მაშველების გადაყვანა და სპეციალური აღჭურვილობის ოპერატიულად მიტანა;
* საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
* დაზარალებულთა ძებნის და მათთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
* ლოკალური ხანძრის კერების ლიკვიდაციის უზრუნველყოფა;
* რადიაციული და ქიმიური დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
* საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის დროს კავშირისა და შეტყობინების ზრუნველყოფა;
* სვხადასხვა კატასტროფის და სტიქიური უბედურების დროს სამუშაოების ჩატარების უზრუნ¬ველყოფა;

საავარიო-სამაშველო ავტომობილი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:

1.საბაზისო შასი;
2.გადასატანი და სტაციონალური საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და ხანძრის ჩაქრობის სახანძრო ინვენტარის განსათავსებელი ძარის ნაკვეთურები;
3.პირადი შემადგენლობის სალონი (კაბინა);
4.ელქტრო-ძალური დანადგარები (გენერატორები, ხელსაწყოები და სხვა);
5.განათების კომპლექსი.

ავტომობილის კომპლექტაციაში შედის:

* სასიგნალო- სალაპარაკო მოწყობილობა;
* კავშირის საშუალებები;
* ხელის საავაროი-სამაშველო ჰიდრავლიკური ინსტრუმენტი;
* ხანძრის ჩაქრობის სახანძრო ინვენტარი;
* სამედიცინო მოწყობილობები;
* ქიმიური და რადიაციის დაზვერვის და გაზის კონტროლის ხელსაწყოები;
* ელექტრული, პნევმატური და ბენზინზე მომუშავე ინსტრუმენტები;
* სასუნთქი აპარატები და სპეციალური ტანსაცმელი;
* ხელის სამარჯვები (ბრტყელტუჩა, მაკრატელი, მკვნეტარა და სხვა);
* სპეციალური მოწყობილობები.

საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე შეიძლება ასევე დამონტაჟებული იყოს:

* მექანიკური და ელექტრული ჯალამბრები;
* მანიპულაციის ონკანი;
* მისაბმელი ძარები და კონტეინერები, რომლებიც დაკომპლექტებულია მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით.
ძირითადი დანიშნულების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები

საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე აღჭურვილობისა და მოწყობილობების განთავსება


5.უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებთან მუშაობის დროს

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა ხორციელდება 2009 წლის 18 მაისის ბრძანება N649-ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის “სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ” საფუძველზე.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები განსაზღვრავენ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის უსაფრთხოებას.
წესების მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის.
უსაფრთხოების ტექნიკის წესებიდან გამომდინარე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ აღნიშნულ ტექნიკასთან მუშაობის შესაბამისი სპეციალური მომზადების კურისი.

უსაფრთხოების ტექნიკის წესებიდან გამომდინარე დაუშვებელია:

* სახანძრო და სააავარიო-სამაშველო ავტომობილების ძირითადი ნაწილებისა და დეტალების თვითნებურად შეცვლა ან გადაადგილება თუ ეს გაწერილი არ არის ქარხანა-მწარმოებლის რეკომენდაციებში;
* სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და სახანძრო ავტომობილის პარამეტრებიდან გამომდინარე - ტექნიკური შეიარაღების თვითნებური, დაუსაბუთებელი გადაკომპლექტება!
* თითოეული მარკის ავტომობილზე ქარხანა-მწარმოებლის მიერ ისტრუქციებში მოცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა.

კითხვები:

1.რას წარმოადგენს სახანძრო ავტომობილი და რა დანიშნულება აქვს მას?
2.დანიშნულების მიხედვით რამდენი ტიპის სახანძრო ავტომობილი არსებობს?
3.ავზის ტევადობის მიხედვით რა ტიპის სახანძრო ავტოცისტერნები არსებობს?
4.გამავლობის მიხედვით რა კატეგორიის სახანძრო ავტომობილები არსებობს?
5.რომელია ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილები და რის მიხედვით განსხვავდებიან ისინ ერთმანეთისაგან?
6 რა არის ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილის ძირითადი ნაწილები?
7.სად და როგორი თანმიმდევრობით არის განლაგებილი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე?
8.რა დანიშნულებ აქვს საავარიო-სამაშველო ავტომობილს და როგორია მისი კომპლექტაცია?
9.უსაფრთხოების ტექნიკის წესებიდან გამომდინარე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე უსაფრთხო მუშაობისათვის რისი უგულებელყოფა არ შეიძლება?

გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანება „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“

2.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის № 518 ბრძანება ,,სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

3.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის N 649 ბრძანება „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ”

4. „სახანძრო ტექნიკა“
5401
    

კომენტარები -
0

რეკლამა