ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით

ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით

პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების მეთოდური გეგმა


მიზანი: მსმენელი პრაქტიკულად გაეცნობა და შეისწავლის სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, როგორც სახანძრო-სამაშველო თოკების გამოყენების მეთოდებს და წესებს, ასევე სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების დაცვას.

ა)პრაქტიკული მეცადინეობის მსვლელობა

1.მოწმდება სასწავლო ჯგუფის მზადყოფნა და მეცადინეობის ჩატარების ადგილის მდგომარეობა;
2.მსმენელები ეცნობიან სახანძრო-სამაშველო თოკებთან მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნებს, რაც დასტურდება მსმენელების ხელმოწერებით შესაბამის დოკუმენტში (დანართი 1)
3.მსმენელები ეცნობიან სახანძრო-სამაშველო თოკებთან მუშაობის და გამოყენების წესსთან დაკავშირებული საკითხების მიზანს და მათი შესწავლის თანმიმდევრობას.

ბ)მეცადინეობის ძირითადი ნაწილი

4. გამოყენებული ლიტერატურა: სახანძრო-სამწყობრო მომზადება, 1992 წ.
5. მეცადინეობის დრო: 2 საათი.

სასწავლო საკითხის შინაარსი

ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკების გამოყენებით (2სთ)

სწავლების ხელმძღვანელის მოქმედებები

ორგანიზაციას უწევს პირადი შემადგენლობის შეკრებას, ატარებს გავლილი თეორიული მასალის გამოკითხვას სახანძრო-სამაშველო თოკების სახეობებზე და მათი გამოყენების წესებზე (10წთ)

1.მუშაობა სახანძრო-სამაშველო თოკებით (2 სთ)

ა) სახანძრო-სამაშველო თოკით კვანძების შესწავლა.
კვანძების შესწავლა იწყება დამხმარე თოკების და კარაბინის გამოყენებით განკარგულებაზე შეიკრას კვანძი „იტალიური“, „ბულინი“, „სახანძრო“, „რვიანი“ და „სამყურა რვიანი“ მეხანძრე-მაშველები იღებენ დამხმარე თოკებს და ასრულებენ კვანძებს.თვითეული კვანძი უნდა გაკეთდეს 3 ჯერ.
ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით

ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით


ბ) დაზარალებულის საევაკუაციო საშუალებების დაზარალებულძე მორგება.
საევაკუაციო საშუალებების შესწავლა იწყება სამკუთხედის და სახანძრო თოკის გამოყენებით განკარგულებაზე მოვარგოთ, შევკრად „სამკუთხედი“ და „სამყურა რვიანი“ დაზარალებულზე.
მეხანძრე-მაშველი იღებს სამკუთხედს და არგებს დაზარალებულს და კრავს მას კარაბინით.
ვარჯიში მეორდება ყველა მსმენელის მიერ 2 ჯერ.

გ) საყრდენი სადგურის მოწყობა
საყრდენი სადგურის მოწყობა შესწავლა იწყება თოკით და კარაბინის გამოყენებით განკარგულებაზე მოვაწყოთ სადგური „ბულინის“ და „რვიანის“ გამოყენებით.
მეხანძრე-მაშველი ირჩევს სახანძრო კოშკზე საყრდენ წერტილს რომელზეც თოკით, ბულინის კვანძის გამოყენებით ქმნის საყრდენ სადგურს.
ვარჯიში მეორდება ყველა მსმენელის მიერ 2 ჯერ.

დ) მეხანძრე-მაშველის თოკზე დაშვება
ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებითდაშვების შესწავლა იწყება თოკით კარაბინით და სახანძრო ქამრის გამოყენებით განკარგულებაზე დაშვება „იტალიურის“ და „ სახანძრო“ კვანძის გამოყენებით.
მეხანძრე-მაშველი ირჩევს სახანძრო კოშკზე საყრდენ წერტილს რომელზეც თოკით ბულინის კვანძის გამოყენებით ქმნის საყრდენ სადგურს, ქამარში ჩაგდებულ კარაბინძე აკეთებს სახანძრო, იტალიურ კვანძს, მიდის ფანჟრის ღიობთან და გადადის მასზე, დაშვების დროს აკონტროლებს დაშვების სისწრაფეს წელზე შემოტარებული თოკის ხელის დაჭერით.
ვარჯიში მეორდება ყველა მსმენელის მიერ 2 ჯერ.

ე) დაზარალებულის თოკით დაშვება
დაზარალებულის დაშვების მეთოდების შესწავლა იწყება თოკის კარაბინის და საევაკუაციო სამკუთხედის გამოყენებით განკარგულებაზე დაზარალებულის დაშვება „იტალიურის“ „სამკუთხედის“ და „სამყურა რვიანის“ გამოყენებით.
მეხანძრე-მაშველი ირჩევს სახანძრო კოშკზე საყრდენ წერტილს რომელზეც თოკით, „ბულინის“ კვანძის გამოყენებით ქმნის საყრდენ სადგურს, იქვე „ბულინის“ კვანძის მახლობლად თოკზე აკეთებს რვიან კვანძს რომელშიც აგდებს კარაბინს ამის შემდეგ იგი იღებს თოკის მეორე თავისუფალ ბოლოს იტოვებს რამოდენიმე თავისუფალ მეტრ ტოკსა და აკეტებს კარაბინძე იტალიურ კვანძს, თოკის თავისუფალ ბოლოზე აკეთებს რვიან კვანძს და აგდებს მასში, აცმევს დაზარალებულს სამკუთხედს და კრავს მას თოკის ბოლოზე ჩაბმული კარაბინით, მიყავს დაზარალებული ფანჯრის ღიობთან ამავე დროს დაჭიმულ მდგომარეობაში უჭირავს იტალური კვანძის შემავალი თოკი, ეხმარება დაზარალებულს ღიობში გადასვლისას და თოკის ნელი მიშვებით უშვებს მას დაბლა შენობიდან.
ვარჯიში მეორდება ყველა მსმენელის მიერ 2 ჯერ.

სწავლების ხელმძღვანელის მოქმედებები

იძლევა დავალებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) სამაშველო კვანძების შესრულება;
ბ) საყრდენი სადგურის აწყობის წესი;
გ) უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ

დანართი 1

სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშებისას უსაფრთხოების წესების დაცვა


სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშების დროს მუშაობისას მაშველი ვალდებულია:

*იცოდეს თეორიული საკითხები და გაიაროს ინსტრუქტაჟი სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშების დროს ტექნიკა-აღჭურვილობის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ;
*არ შეასრულოს არცერთი მოქმედება ინსტრუქტორის ნებართვის გარეშე;
*ზუსტად შეასრულოს სამუშაოს ის მიმდევრობა, რომელსაც დაუსახავს ინსტრუქტორი საწვრთნელი ვარჯიშების დროს;
*ყველა მოქმედება შეასრულოს დამცავი საშუალებების, სათვალის, ჩაფხუტის და ხელთათმანის გამოყენებით;
*იცოდეს სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლები და მათთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხები;
*დაუყონებლივ შეატყობინოს ინსტრუქტორს ჯამრთელობის გაუარესების შესახებ.
გავეცანი ზემოთ აღნიშნულ საკითხებს, მოცემულ პუნქტებთან დაკავშირებით გავიარე ინსტრუქტაჟი, რაზეც ვაწერ ხელს.

თემა: ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით

ვარჯიშები სახანძრო-სამაშველო თოკის გამოყენებით
4255
    

კომენტარები -
0

რეკლამა