საბრძოლო გაშლა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

საბრძოლო გაშლა

მეცადინეობანი საბრძოლო გაშლაში ტარდება იმ მიზნით, რომ მოამზადონ სახანძრო დაცვის ქვედანაყოფები ხანძარზე ძალებისა და საშუალებების მოქმედებაში მოხერხებულად და სწრაფად შეყვანისათვის.
მეცადინეობაზე წყდება შემდეგი ამოცანები:

- სწავლება, თუ როგორ იმოქმედონ ათეულის საბრძოლო გათვლებმა ხანძრის ადგილზე მისვლისას (დაზვერვის ჩატარება და საბრძოლო გაშლისათვის მომზადება);
- სწავლება, თუ როგორ აწარმოონ ავტოცისტერნებზე და ავტოტუმბოებზე მყოფმა ათეულების საბრძოლო გათვლებმა წინასწარი და სრული საბრძოლო გაშლა.
- სახანძრო დაცვის ქვედანაყოფების ტრენირება ერთმანეთს შორის და სამინისტროებისა და უწყებების სხვა სამსახურებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზაციაში.

საბრძოლო გაშლაში შედის შემდეგი ეტაპები:

- მომზადება საბრძოლო გაშლისათვის;
- წინასწარი გაშლა;
- სრული გაშლა.

საბრძოლო გაშლისათვის მომზადება წარმოებს სახანძრო ქვედანაყოფების ხანძარზე მისვლისთანავე დაზვერვის ერთდროულად და შეიცავს შემდეგს ავტოტუმბოს (ავტოცისტერნის) წყლის წყაროზე დაყენებას შემწოვი სახელოების შეერთებით და ტუმბოში წყლის გაშვებით;
დამაგრებული სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მოხსნას და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარებას.
ავტოცისტერნის ათეულის საბრძოლო გაშლისათვის მომზადება წყლის წყაროზე ავტომობილის დაუყენებლად ითვალისწინებს ტუმბოს ჩართვას და ტუმბოს დასაწნევ მილყელთან სახელოს ხაზის შეერთებას.
ხანძრის ადგილზე მისული ქვედანაყოფის წინასწარი გაშლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის გარეგანი ნიშნებით შესაძლებელია უეცრად განსაზღვრონ მაგისტრალური სახელოს ხაზების გაწდომის მიმართულება, ან მაშინ, როცა მათი განწყობის მიმართულება ნაჩვენებია იმ პირისაგან, რომელიც გამოყოფილია მოსული ქვედანაყოფების შესახვედრად. წინასწარ გაშლა მოიცავს შემდეგს მაგისტრალური სახელოს ხაზების გაწყობას და განშტოებათა დადგმას; დასაწნევი სახელოების, ლულების, კიბეებისა და სხვა შეიარაღებათა მიტანასა და გაშლას.
სრული გაშლა, ვითარების შესაბამისად შეიძლება მოხდეს უეცრად, ხანძრის ადგილზე ქვედანაყოფის მისვლისთანავე, საბრძოლო გაშლისათვის მომზადების შემდეგ ან წინასწარი გაშლის შემდეგ.
საბრძოლო გაშლისას მელულეები გამოდიან პოზიციაზე უმოკლესი და ნაკლებად საშიში გზებზე დაბრკოლებებია, მეთაური ღებულობს ზომებს დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად. აწყობს კონსტრუქციების გახსნასა და დაშლას ან უზრუნველყოფს პოზიციაზე გამოსვლის შესაძლებლობას სახანძრო კიბეების, მუხლა ავტოამწეებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შემწეობით.
საბრძოლო გაშლისას ავტომობილები და სხვა შეიარაღება ისეთნაირად უნდა დააყენონ, რომ მათ არ გააძნელონ მოსული ძალებისა და საშუალებების განლაგება, ხელი არ შეუშალონ ძალებისა და საშუალებების საბრძოლო უბნებზე თავმოყრას, დაბრკოლება არ შეუქმნან ქუჩაში მოძრაობას.
საბრძოლო გაშლის დროს საბრძოლო გათვლის მოქმედებებს ხელმძღვანელობს ათეულის მეთაური იგი მოვალეა უჩვენოს ათეულის პირად შემადგენლობას წყლის წყარო, სახელოს ხაზების გაწყობის მიმართულება და ხერხები, განშტოების დადგმის ადგილი, ლულების რაოდენობა და სახე, მელულეთა პოზიცია, სახანძრო კიბეების დაყენების ადგილები. შენობათა კონსტრუქციების გახსნისა ან დაშლის ადგილები. ამის გარდა, იგი თვალყურს ადევნებს სახანძრო კიბეების დაყენების სისწორეს და მათზე ასასვლელად ნებას რთავს მხოლოდ იმის შემდეგ, როცა პირადად დარწმუნდება კიბის საიმედო დაყენებასა და დამაგრებაში.

ათეულის საბრძოლო გაშლა წარმოებს:

- ერთი მაგისტრალური ხაზის გაწყობით და განშტოების დაყენებით ერთი „ა“ ან „ორი „ბ“ ლულის, ორი ლულის („ა“ და „ბ“) ერთი „ა“ და ორი „ბ“ ლულის, , სამი „ბ“ ლულის, ერთი ან ორი მაღალჯერადი ქაფის გენერატორ - 600-ის მისაწოდებად.
- ორი მაგისტრალური სახელოს ხაზის გაწყობით ორი განშტოების დაყენებით ორი „ა“ ლულას, ორი „ა“ და ერთი „ბ’ ლულების, ორი „ა“ ლულის და ორი „ბ“ ლულის, ექვსი „ბ“ ლულის, ერთი ლაფეტიანი ლულის ან მაღალჯერადი ქაფის გენერატორ 600-ის მისაწოდებლად.
ათეულის საბრძოლო გაშლის წინ უნდა უძღოდეს საბრძოლო ავტოცისტერნის ათეულის საბრძოლო გაშლისათვის მომზადება (წყლის წყაროზე ავტოცისტერნის დაუყენებლად) ხდება კომანდაზე - „ათეულო მოემზადე“ ასეთ შემთხვევში ავტოცისტერნას აყენებენ მითითებულ ადგილზე მეხანძრეები №1, №2, და № 3 ამზადებენ სახელოებს. „ბ“ ლულას სახანძრო ინსტრუმენტს და აერთებენ სახელოებს საწნევ მილყელსა და ლულასთან. მძღოლი ჩართავს ტუმბოს მეხანძრე №4 ასრულებს მეკავშირის მოვალეობას.
საბრძოლო გაშლა ათეულის მომზადება საბრძოლო გაშლისათვის წყლის წყაროზე ავტოცისტერნის დაყენებით


საბრძოლო გაშლისათვის მომზადება (წყლის წყაროზე ავტოცისტერნის დაყენებით) ხდება კომანდაზე „ათეულო, ავტოცისტერნა წყალსატევზე მოემზაედე“, მეხანძე №1 ამზადებს სახელოებს სამუშაო ხაზისათვის და №2 აერთებს სახელოებს ტუმბოს საწნევ მილყელთან და მოხსნის აუცილებელ შეიარაღებას. მეხანძრე №3 ამზადებს ინსტრუმენტს კონსტრუქციის დასაშლელად მძღოლი №4 მეხანძრეესთან ერთად დააყენებს ავტოცისტერნას წყალსატევებზე და ამოწმებს, თუ როგორ ახდენს ტუმბო შეწოვას.
ავტოცისტერნის ათეულის წინასწარ გაშლა წარმოებს კომანდაზე „ათეულო, ავტოცისტერნა, წყალსატევზე, წინასწარი გაშლა (მიერთებ,ა მიმართულება და ლულების დიამეტრი!“

საბრძოლო გაშლა

წინასწარი გაშლა ავტოცისტერნიდან

ამ კომანდაზე, მეხანძრე №1 მიიტანს სახელოების ორ ხვეულს და „ბ“ ლულას მეხანძრეებს. №2 და №3 გადააქვთ და დადებენ განშტოებასთან გასაშლელ კიბეს ბრუნდებიან რა ავტომობილთან, მეხანძრე №2 იღებს სახელოების ორ ხვეულ ლულას და მომჭერებს, ხოლო მეხანძრე №3 სასანგრე ინსტრუმენტს და გადაიტანს მათ განშტოებას დადგმის ადგილთან. მეხანძრე №4 გააწყობს მაგისტრალურ ხაზს. დააყენებს განშტოებას და შემდეგ ასრულებს მეკავშირის მოვალეობას. მძღოლი აერთებს მაგისტრალური ხაზის სახელოებს საწნევ მილყელთან და მუშაობს ტუმბოსა და რადიომიმღებზე.
ავტოცისტერნა ათეულის სრული გაშლა (წყლის წყაროზე დაუყენებლად) გასაშლელი კიბით „ბ“ლულის მიწოდებით წარმოებს კომანდაზე „ათეულო, შენობის სახურავზე „ბ“ ლულით გასაშლელი კიბით-იარ!“.

საბრძოლო გაშლა

წინასწარი გაშლა ავტოცისტერნიდან

ამ კომანდაზე №1 მეხანძრეს გადააქვს სახელოების ორი ხვეული და ლულა, აერთებს ერთმანეთან და აერთებს სახელოს ხაზს ლულასთან, იგი გასაშლელი კიბით შენობის სახურავზე, დაამაგრებს სახელოს ხაზს და მუშაობს ლულით.
№2 და №3 მეხანძრეებს გადააქვთ გასაშლელი კიბე და შლიან მას ამის შემდეგ მეხანძრე №2 ეხმარება სიმაღლეზე სამუშო ხაზის აწევაში და მუშაობს ქვემელულედ. №3 მეხანძრეს უკავია გასაშლელი კიბე და მუშაობს ქვემელულედ. №3 მეხანძრეს უკავია გასაშლელი კიბე და მუშაობს სასანგრე ინსტრუმენტით. №4 მეხანძრეს გაჰყავს მაგისტრალური ხაზი, დადგამს განშტოებას, შეაერთებს სამუშაო ხაზს და მუშაობს განშტოებაზე მძღოლი აერთებს მაგისტრალური ხაზის სახელოებს საწნევ მილყელთან და მუშაობს ტუმბოზე და რადიოსადგურზე.
წყლის წყაროზე დაყენებული ავტოცისტერნის ათეულის სრული გაშლა ჰიდროელევატორის შემწეობით და „ა“ ლულის მიწოდებით ხდება კომანდაზე „ათეულო, ავტომობილი წყალსატევზე ჰიდროელევატორის სემწეობით „ა“ ლულით (მიეთითება მიმართულება) - იარ!

საბრძოლო გაშლა

სრული გაშლა ავტოცისტერნიდან ჰიდროელევატორის შემწეობით წყლის აღებით

ამ კომანდაზე მეხანძრე №1 გააწყობს განშტოებიდან სახელოს ხაზს და შემდეგ მუშაობს ლულით მეხანძრე №2 გააწყობს მაგისტრალურ ხაზს, დააყენებს განშტოების და შეასრულებს ქვემელულის მოვალეობას. მეხანძრე №3 გააწყობს დ-66 (77) მმ სახელოებს ტუმბოს საწნეხი მილყელიდან წყალსატევამდე, გადააქვს ჰიდროელევატორი, შეაერთებს მასთან სახელოებს და ჩაუშვებს მას წყალსატევში. მეხანძრე №4 გააწყობს დ-66 (77) მმ სახელოებს წყლის სატევიდან ტუმბომდე და თვალყურს ადევნებს ჰიდროელევატორის მუსაობას. მძღოლი შეაერთებს ტუმბოს შემწოვ მილყელთან ორკაპისა და სახელოებს, რომლებიც გააწყო №4 მეხანძრემ და მუშაობს ტუმბოზე.

2283
    

კომენტარები -
0

რეკლამა