ფოთელი მეხანძრეების პიკნიკი ბუნებაში » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ფოთელი მეხანძრეების პიკნიკი ბუნებაში

ფოთელი მეხანძრეების პიკნიკი ბუნებაში

ფოთელი მეხანძრეების პიკნიკი ბუნებაში


ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის მეორე ცვლის პირადმა შემადგენლობამ გადაწყვიტა კუნძულ კოლიმბარზე მოეწყო პიკინიკი. ზაფხული ხომ საუკეთესო დროა პიკნიკის მოსაწყობად და ბუნებაში დასასვენებლად. კუნძული ერთ-ერთი ულამაზესი და ამაღელვებელია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით. ვისაც სურს მშვიდი დასვენება და დატკბეს ბუნების პირველყოფილი სილამაზით გირჩევთ მიბაძოთ ფოთელ მეხანძრეებს და მოინახულოთ ფოთის შემოგარენი. რომელზედაც ლექსიც კი დაიწერა:
თითქოს ზღაპრის ფრაგმენტია, ფოთის შემოგარენი,
ზღვა და პალიასტომიდან, სიო ჩამონაბერი,
კაპარჭინით ტბაზე გახვალ, იქით მოსჩანს ეწერი,
მერე კუნძულს, ბოგვერაძის, უსათუოდ ეწვევი.
ბაღში ხარობს ხეხილები, ათასფერად ბზინვარე,
კუნძულს ელფერს უფრო მატებს მობუტბუტე მდინარე.
აქეთ ტბა და იქეთ ტყეა, შუაგულში ბაღნარი,
ხეხილი და ყვავილნარი, არსად არი ამგვარი.
986
    

კომენტარები -
0

რეკლამა