Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ხანძარი ჩააქრეს
> სტატია (საზოგადოება) > ხანძარი ჩააქრეს

ხანძარი ჩააქრეს


31-07-2016, 15:49. ავტორი: amuri ამას წინათ „პრავდის“ქუჩაზე გზად მიმავალმა ი.ს. ალანიამ შენიშნა, რომ ა.მ.დავარაშვილის სახლის სახურავიდან კვამლი ამოდიოდა.იგი არ დაიბნა, მოხერხებულად გააღო დაკეტილი სახლი და სასწრაფოდ დაიწყო ხანძრის ქრობა, ამასთან ერთად თხოვა იქვე მყოფ ბ.სირიას, რომ ხანძრის შესახებ ეცნობებინა ქალაქის სახანძრო რაზმისათვის.
ი.ალანიას მოხერხებული და ოპერატიული მოქმედების შედეგად ხანძარი უზარალოდ იქნა ჩაქრობილი. როგორც შემდეგ გამოირკვა სახლის მეპატრონეს ჩართულ მდგომარეობაში დაუტოვებია ელექტრო უთო.
ი.ალანიამ და ბ.სირიამ ასეთი მამაცური მოქმედებისათვის საერთო მადლობა დაიმსახურეს. ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საბჭოს მიერ მათ ფულადი ჯილდოები მიეცათ.

პ.ფინთურია
ქ.ფოთის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების თავმჯდომარე.


გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

"ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი"-ს წიგნსაცავიდან

გადიდება