თავგანწირული მოქმედება » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

თავგანწირული მოქმედება

გუდაუთა, 8 სექტემბერი (საქდესი). ღამის სიჩუმეში მშვიდად ეძინა ზღვისპირა ქალაქს გუდაუთას, როცა ქუჩაში გაისმა ქალის ხმა, მიშველეთო. საზარელი სურათი დაინახა გამვლელმა ვ.კარამზიამ, რომელმაც მაშინვე მიირბინა იქ. ცეცხლმოდებული სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან ქალი ევედრებოდა, ბავშვები გადამირჩინეო.
კარამზია სწრაფად შევარდა ალმოდებულ ბინაში, ზედიზედ გამოსტაცა ცეცხლს მატვეევების ბავშვები -9 წლის ვლადიმერი, ორი წლის ელენე და თვენახევრის ოლღა, შემდეგ ქუჩაში გამოიყვანეს გონდაკარგული დედა.

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

1157
    

კომენტარები -
0

რეკლამა