Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  წერილი რედაქციას
> სტატია (ნაბადა) > წერილი რედაქციას

წერილი რედაქციას


23-06-2016, 15:23. ავტორი: amuri
ამას წინათ ფოთში რუხაძის ქუჩაზე №16 კერძო საკუთრების სახლში ხანძარმა იფეთქა. ცეცხლი წაეკიდა ხის კონსტრუქციის ნაგებობას.
ღამე იყო მძვინვარებდა ქარი, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა, ცეცხლი უმალვე გადაედო თივის ზვინებს ეზოში. ხანძრის გავრცელების აშკარა საშიშროება შეექმნა მჭიდროდ დასახლებულ მთელ კვარტალს.
გამოვიძახეთ სახანძრო რაზმი, მაგრამ დიდ იმედებს მათზე არ ვამყარებდით, ვინაიდან ვიცით რომ საწვავის დეფიციტს მეხანძრეებიც განიცდიან, საბედნიეროდ გამოჩნდა პროფესიული სახანძრო რაზმის ურალის ტიპის ავოტოცისტერნა. ყველამ შვება ვიგრძებნით. ეს იყო ერთადერთი ავტოცისტერნა ჩაქრობდა თუ ვერ ცეცხლს, მაინც იმედის გრძნობა დაგვეუფლა. მათ სწრაფად აამოქმედეს სახანძრო ტექნიკა და შეიარაღება. მეზობლებიც აქტიურად ჩავერთეთ, ვეხმარებოდით მეხანძრეებს როგორც შეგვეძლო. ძლიერი ქარის მეშვეობით ცეცხლის ალი ცას სწვდებოდა, ნაკვერცხლები ქარს გადაჰქონდა, ხანძარი ბობოქრობდა, მაგრამ პროფესიული სახანძრო რაზმის მეხანძრეებმა გამოავლინეს უდიდესი სიმამაცე და ხანძარს არ მიეცა გავრცელების საშუალება. საათნახევრიანი ცეცხლთან ბრძოლის შემდეგ იგი ლიკვიდირებული იყო. მეხანძრეები წყალს იღებდნენ ორასი მეტრის მანძილზე მდებარე წყალსაცავიდან, ოთხტონიანი ტევადობის ოთხი ცისტერნა წყალი დასჭირდა მის სრულ ლიკვიდაციას.
მეხანძრეებმა გადაარჩინეს არა მარტო მ.კარტოზიას სახლი არამედ მთელი კვარტალი. რისთვისაც მადლობას ვუხდით ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმის მუშაკებს.
მ.კარტოზია
ი.გაბუნია
რ.ხაბურზანია

გაზეთი „საქართველოს მეხანძრე“ №3 (25) აპრილი 1994 წელი. გვ3

გადიდება